ირაკლი ქარსელაძე: უახლესი ინფორმაციით, იმ 50 ადამიანიდან, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებოდით, 6 ადამიანი უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან
ირაკლი ქარსელაძე
ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
უახლესი ინფორმაციით, იმ 50 ადამიანიდან, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებოდით, 6 ადამიანი უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან დიდი სტიქია განვითარდა. მდინარის სტიქიურმა დაგუბებამ გამოიწვია მეწყრული პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში განვითარდა და დიდი გეოგრაფიული არეალი დაფარა. 400 მაშველი არის ჩართული სამაშველო ოპერაციაში. 2 ვერტმფრენი იყო ჩართული დღეს, ხვალ ემატება კიდევ ვერტმფრენები. ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დღეის მდგომარეობით, ბუნებრივია მონაცემები ყოველ წუთობრივად ახლდება, მიდის შემოწმება და ამ მდგომარეობით 70 ადამიანი გამოიყვანეს დღეს. 152 ადამიანია, რომელიც ამჟამად იმყოფება უსაფრთხო ადგილას, სტიქიის არეალში, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად და უზრუნველყოფილი არიან ყველა იმ საშუალებით, რაც ღამის განმავლობაში დასჭირდებათ და უკვე ხვალ ამინდიდან გამომდინარე მომზადებულია ვერტმფრენები იმისათვის, რომ მათი გამოყვანა მოხდეს. არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით, დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა, უახლესი ინფორმაცია არის ის, რომ 6 ადამიანი, რომელსაც ვერ ვუკავშირდებოდით უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან. ბუნებრივია, ეს პროცესი გრძელდება. მიუხედავად ღამისა 150-მდე მაშველი იმყოფება სტიქიის არეალში, როგორც უსაფრთხო არეალში გამოყვანილი ადამიანების მხარდასაჭერად, ასევე იმ არეალში შესაძლებლობის მიხედვით სამძებრო სამუშაოების განსახორციელებლად. ძალიან სამწუხაროა, ორი ცხედარი აღმოვაჩინეთ და ხვალ არის დაგეგმილი მათი გადმოსვენება, რომლის შედეგადაც შესაბამისი პროცედურების დაცვით მოხდება ადამიანების იდენტიფიცირება. წარმოდგენილია აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სამინისტრო, სააგენტო და ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ის ყველაფერი, რაც მოვყევი. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვნად დაზარალდა ინფრასტრუქტურა, რომელიც უპირველეს ყოვლისა სტიქიის არეალში საგზაო კომუნიკაციის გამოყენებით შესვლას ზღუდავს. ორი ხიდია წაღებული, ასევე გზის მონაკვეთი რამდენიმე კილომეტრიანი, რომელიც მეწყრითაა დაფარული. უკვე მობილიზაცია მყისიერად განხორციელდა, დაიწყო შესაბამისი სამუშაოები. დაახლოებით საათნახევრის წინ კიდევ შეემატა მძიმე ტექნიკა, საუბარია ექსკავატორებზე, ბულდოზერებზე, დამტვირთველებზე და ყველა იმ აუცილებელ ტექნიკაზე, რომელიც ასეთ ვითარებაში შეიძლება იყოს გამოყენებული. ტექნიკა კიდევ გზაშია, რომელიც უკვე ღამე ჩამოვა და ხვალ დილიდან ეს ტექნიკაც ჩაერთვება სამუშაოებში. დაახლოებით 20-მდე ტექნიკაზეა საუბარი. ამ მიმართულებით, ისევე, როგორც ყველა სხვა ძალისხმევის გათვალისწინებით, არავითარი გამოწვევა არ არის რესურსის თვალსაზრისით. ჩართულია იმაზე მეტი, ვიდრე ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია. ძალიან სპეციფიკურია ეს ვითარება ,იგივე ტექნიკასაც მოუწვევს ამის გათვალისწინებით მთელი რიგი მუშაობა“, - აღნიშნა ქარსელაძემ.
ყველა სიახლე
04 სექტემბერი 2026, 21:29
მსოფლიო
უკრაინის ფინანსთა მინისტრი: ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა, ეს სრულიად სხვა რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით - უკვე ვხედავთ ლიკვიდურობის პრობლემებს და ველოდებით სახსრების დეფიციტს ბიუჯეტში
რუსული იერიშების ინტენსიური ზრდის ფონზე, უკრაინა მძიმე ზამთრისთვის ემზადება და 32.6 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე დგას. ფინანსთა მინისტრმა, სერგი მარჩენკომ Euronews-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარტნიორებისგან დამატებითი დახმარების გარეშე, კიევს, შესაძლოა, არასამხედრო ხარჯების ნაწილობრივ შეჩერება მოუწიოს.
04 სექტემბერი 2026, 21:16
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სოციალურ ქსელში შურაცხმყოფელი კომენტარები და განცხადებები კანონით ისჯება. სასამართლომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ადმინისტრაციული ოქმები დღესაც განიხილა.
04 სექტემბერი 2026, 21:11
სამართალი
სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო უსაფრთხოების” აკადემიაში - დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ერთწლიანი პროგრამა თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმების პერსპექტივა ექნებათ.
04 სექტემბერი 2026, 21:07
სამართალი
მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა - რა კადრებს ავრცელებს პროკურატურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურის მტკიცებით ელიზბარაშვილი და დაზარალებული 30 აგვისტოს ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ და მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი, ელიზბარაშვილის მიერ წარსულში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას მოყვა.
04 სექტემბერი 2026, 21:03
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: პირველად გვაქვს შანსი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოვიპოვოთ - ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ
„მათი მიზანია ჩვენი განადგურება და დაშინება, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ! ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.
04 სექტემბერი 2026, 21:00
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ალბათ, პირველად გვექნება შემთხვევა, როდესაც გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწას AfD-ს პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ AfD-თან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ვფიქრობ, დემოკრატიისთვის სახიფათოა, როდესაც ასე მოქმედებენ
გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილი მნიშვნელოვანი არჩევნების თემაზე „ქრონიკა“ ევროპარლამენტარს, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრს, ირმჰილდ ბოსდორფს ესაუბრა.
04 სექტემბერი 2026, 20:55
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ჩვენი პარტიის ასაკრძალად რეალური საფუძველი არ არსებობს
„მიმდინარეობს დისკუსია, რომ ჩვენი პარტია აიკრძალოს. თუმცა, ჯერჯერობით ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის შეტანის მცდელობა არ ყოფილა. ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ მათ ყველას ეშინიათ, ეშინიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას არ აკრძალავს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა კაუფმანმა.
04 სექტემბერი 2026, 20:51
მსოფლიო
Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება და, სავარაუდოდ, სულ მცირე, ნოემბრის არჩევნებამდე შეჩერდება, იმ შიშის ფონზე, რომ აღნიშნული ზომა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო უფლებამოსილებებს გააფართოებს და ნავთობის ფასებს გაზრდის, - წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.
04 სექტემბერი 2026, 20:37
პოლიტიკა
საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგება აფხაზებთან - უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადებები, „ქართული ოცნების“ შეფასებით გარედან დაგეგმილი და ორკესტრირებულია. ხელისუფლების პოლიტიკა კი უცვლელია - საქართველო საკუთარ მომავალს მშვიდობაზე , ეროვნულ ინტერესებსა და გაერთიანებაზე აშენებს.
04 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა ჩავარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
04 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები - ზაზა შათირიშვილი ოპოზიციას ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის მიერ სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამხელს. კონკრეტულ მაგალითად კი რომან გოცირიძის მიერ გიორგი ბაჩიაშვილზე გაკეთებული განცხადება მოჰყავს.
04 სექტემბერი 2026, 20:28
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. „გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
04 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
უსაფუძვლო ხმაურიანი ბრალდებები და ოპოზიციის ცრუ კამპანია - პოლიტიკოსების გამოკითხვები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიტიკოსები გამოიკითხნენ. ირკვევა, რომ ხმაურიანი საჯარო ბრალდებების უკან მხოლოდ მსჯავრდებული ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და დაუდასტურებელი ეჭვებია.
04 სექტემბერი 2026, 20:12
საზოგადოება
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელიც მალე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტს ქვეყანაში შემოიტანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საუბარია, „ჯივინოსტატზე“. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს მედიკამენტი შეიძინა და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანა.
04 სექტემბერი 2026, 19:49
მსოფლიო
პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას.
04 სექტემბერი 2026, 19:13
მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე რუსეთის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა
4 სექტემბერს რუსეთმა კიევის ცენტრში, წმინდა სოფიას ტაძრის მოპირდაპირედ მდებარე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინას დრონით დაარტყა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 18:59
საზოგადოება
დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს შეუძლიათ, ისარგებლონ ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტით – საქართველო I2Q (WB). პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მის ფარგლებში თბილისის ცხრა საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას დაიწყებს სასკოლო მზაობის ჯგუფები“.
04 სექტემბერი 2026, 18:52
მსოფლიო
„ამ აქტივების ათვისება ისეთი მექანიზმით, რაც ფაქტობრივად კონფისკაციის ტოლფასია, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული“ - ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ
ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ, - წერს Euronews-ის ფრანგულენოვანი გამოცემა.
04 სექტემბერი 2026, 18:33
მსოფლიო
Euronews: ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს
ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს, - წერს Euronews-ის ფრანგულენოვანი გამოცემა სტატიაში სათაურით „რატომ სურს ამდენ ქვეყანას ევროკავშირში შესვლა, ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყნის გარდა?“
04 სექტემბერი 2026, 18:28
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს
ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილთან რესტორანში მომხდარი ინციდენტის დეტალები განმარტა. ხუბუას თქმით, გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს მან ან ინციდენტის სხვა მონაწილეებმა სამართალდამცავებს საჩივრით მიმართეს, სიმართლეს არ შეესაბამება.


