13 აგვისტო 2023, 18:19 / სანდო წყარო

ვახტანგ გომელაური: სულ 6 ვერტმფრენი გვყავს. 3 ახალი ვერტმფრენი საფრანგეთში შევიძინეთ, არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად ყველანაირად გამართულია

ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური

ჩვენ სულ 6 ვერტმფრენი გვყავს, 3 ახალი ვერტმფრენი საფრანგეთში შევიძინეთ და წესით, მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი. შემდეგ წელს დასრულდება შემოყვანა. ვერტმფრენი ხომ მანქანა არ არის, გახვიდე და ბაზრობაზე იყიდო, რიგებია და ამაზე თითქმის ერთი წელი ვმუშაობდით, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა რაჭაში განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული ვერტმფრენები სრულად გამართულია.

„ნაყიდი გვაქვს ვერტმფრენები. სწავლება და გადამზადება უნდათ პილოტებს და ა. შ. იგივე ვერტმფრენებია ესენიც, უბრალოდ, ისინი ახლებია. იგივე შეუძლია არსებულსაც. არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად ყველანაირად გამართულია. არცერთი პილოტი არ აფრინდება, თუ გამართული არ არის [ვერტმფრენი]. უტარდება ტექდათვალიერება ყოველ წელს და ჩათვალეთ, ახალი ვერტმფრენია. უბრალოდ, ძველი გამოშვებაა და ძველს ხომ არ ვიყიდდით ისევ? ვიყიდეთ ახლები“, – განაცხადა გომელაურმა.

ყველა სიახლე

პეტერ მადიარი მარკ რუტე

28 მაისი 2026, 23:34

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის

ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

28 მაისი 2026, 23:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გორში მომხდარ ფაქტზე: სისტემური მიდგომაა სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფაქტები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, სწორედ ასეთი მიდგომა ძირშივე არის პრენეცია იმისა, რომ ასეთი ფაქტები არ გახდეს სისტემური ქმედება

ეს მძიმე ფაქტი [pოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება] ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა, პოლიციის სახელისთვის ზიანის მისაყენებლად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმით, გორში მომხდარი ფაქტისას პოლიციელების ქმედება არის კანონის უხეში დარღვევაა, რაზეც სახელმწიფო ორგანოებმა მყისიერად იმოქმედეს.

28 მაისი 2026, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მთავარი პრობლემა იდეების კრიზისი და სამოქმედო გეგმის არარსებობაა. ვერ ჩამოყალიბდნენ რევოლუცია უნდთ თუ უნდა ემზადონ არჩევნებისთვის. მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რაც იწვევს განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილეებს შორის

პირველ რიგში მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რომელიც გარკვეულ ეტაპობრივ შედეგებამდე მაინც მივა. ეს აქცია აქციისთვის ან აქცია ისეთი მიზნებით, რომელსაც განხორციელება არ უწერია, იწვევს აქციის იდეის და შინაარსის დაკნინებას და განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილე ადამიანებს შორის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

სკოტ ბესენტი

28 მაისი 2026, 23:06

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ომანმა აშშ დაარწმუნა, რომ ჰორმუზის სრუტეზე გადასახადს არ დააწესებს

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ომანისგან მიიღო გარანტია, რომ ქვეყანა ჰორმუზის სრუტეზე ბაჟის დაწესებას არ გეგმავს.

სკოტ ბესენტი

28 მაისი 2026, 22:46

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანთან შეთანხმებაზე: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს პრეზიდენტი - პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი ხალხისთვის წამგებიან გარიგებაზე არ წავა

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შესაძლო შეთანხმება ირანთან იმაზე იქნება დამოკიდებული, დაუჭერს თუ არა მას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

28 მაისი 2026, 22:35

რეგიონი

დავით კოდუა: ანაკლია-განმუხურის ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია - დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დილითვე დაიწყება

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერი დავით კოდუა შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 22:31

მსოფლიო

კაია კალასი: ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ფაქტორების გამო რუსეთი ახლა არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კიევზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმებით იგი დღემდე არ აჩვენებს მშვიდობისკენ სვლის რეალურ სურვილს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

28 მაისი 2026, 22:16

სპორტი

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის ჩემპიონატზე მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრების მატჩს დაესწრო

სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მეორე მატჩი საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

28 მაისი 2026, 21:00

კულტურა

საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა.

28 მაისი 2026, 20:53

საზოგადოება

ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში - მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებშიც. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.

28 მაისი 2026, 20:46

პოლიტიკა

განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. გივი მიქანაძემ „გახარიას პარტიას“ კომპეტენცია დაუწუნა, უმრავლესობამ კი პოპულიზმში დაადანაშაულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განათლების რეფორმა, დაფინანსება, საკადრო პოლიტიკა, ზოგადი განათლება - პარლამენტში გივი მიქანაძეს მოუსმინეს.

28 მაისი 2026, 20:40

საზოგადოება

„ღვინის ენოთეკა“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის ეროვნული არქიტექტურის ნიმუშ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქართული მეღვინეობის საუკუნოვან ისტორიას ინახავს.

28 მაისი 2026, 20:32

პოლიტიკა

ალიანსში კონფლიქტს მიხეილ სააკაშვილი აღვივებს - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მელია დუმს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს, გვარამიას კი სააკაშვილის გზავნილები, გაუგებარი და უდროო ჰგონია.

28 მაისი 2026, 20:25

პოლიტიკა

ოპოზიციისთვის ბლაჟევიჩის სცენარმაც არ გაამართლა - აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ალიანსი შესრულებული მითითების უკუეფექტს იმკის, მხარდამჭერთა რაოდენობას კი მეორე დღეა სხვადასხვა მეთოდით ითვლის. აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს.

28 მაისი 2026, 20:21

პოლიტიკა

სამართალდარღვევის სისტემურ პრობლემად წარმოჩენის მცდელობა - რისთვის იყენებს ოპოზიცია გორში მომხდარ ფაქტს და როგორია პრემიერ-მინისტრის პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, კანონი ყველას მიმართ უნდა აღსრულდეს - ასეთია მთავრობის მეთაურის პოზიცია. მყისიერი რეაგირების და მიმდინარე გამოძიების ფონზე, ოპოზიცია ერთი ფაქტის განზოგადებას და სისტემური პრობლემის წარმოჩენას ცდილობს.

თეა წულუკიანი

28 მაისი 2026, 20:20

პოლიტიკა

თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით. ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი

ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით- მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი აწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა „საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

28 მაისი 2026, 20:16

სამართალი

გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დაკავებულები არიან - მკაცრია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. უწყება ყველანაირ ძალადობას გმობს და განმარტავს, რა უძღოდა წინ გორში მომხდარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ექვსი პოლიციელი გორიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დააკავეს. დაზარალებული მოქალაქე კლინიკიდან გაეწერა, თუმცა კომენტარს ჯერ ერიდება, „ქრონიკა“ მის მამიდას ესაუბრა.

28 მაისი 2026, 20:04

მსოფლიო

ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანთან ურთიერთობებს წყვეტს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ისრაელის სუბიექტების ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანას ეხება, გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა გაეროს გენერალური მდივნის ოფისთან ურთიერთობების გაყინვის შესახებ გამოაცხადა.

28 მაისი 2026, 19:56

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

28 მაისი 2026, 19:55

ეკონომიკა

ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია - „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ“. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.