წვერმაღალას პარკში, წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ფოტო: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
წვერმაღალას პარკში, წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 100%-იანი გრანტის მფლობელ 14 სტუდენტს, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატება მიულოცეს და სიგელებთან ერთად, 3000-3000 ლარი, მათ აღმზრდელ საჯარო სკოლებს 1500-1500 ლარი, ხოლო, 88 ახალგაზრდა ოქროს მედალოსანს 300-300 ლარი გადასცეს.
„ოზურგეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე რომელიც სამწუხაროდ სტიქიამ დაჩრდილა - პოზიტიური შეხვედრა ახალგაზრდებთან, წვერმაღალას პარკში. საოცრად ნიჭიერი და იმედისმომცემი თაობა მოდის! მოხარული ვარ, რომ სტუდენტების წახალისების მუნიციპალური პროგრამით, ოქროს მედალოსანი, ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები და მათი პედაგოგები დავაჯილდოვეთ.
ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას! მინდა, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეთ, რომ როგორც საკუთარი, ასევე, ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია. ყოველი წარმატება, რომელსაც მიაღწევთ - სიხარულის და სიამაყის მომტანი იქნება ოზურგეთისთვის! არასოდეს დაივიწყოთ თქვენი სკოლა და პედაგოგები, ვისი დამსახურებაც დიდია თქვენს წინსვლასა და განვითარებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
სტუდენტების წახალისების პროგრამა პირველად 2015 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” ინიციატივით ამოქმედდა.
ყველა სიახლე
15 ივნისი 2026, 21:14
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: აშშ მზად არის ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს, თუ თეირანი თავის ვალდებულებას შეასრულებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ მზად არის „ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს“, თუ თეირანი „თავის ვალდებულებას შეასრულებს“.
15 ივნისი 2026, 21:04
მსოფლიო
ტრამპი: ჰორმუზის სრუტე უკვე ნაწილობრივ გახსნილია და პარასკევს სრულად გაიხსნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „უკვე ნაწილობრივ გახსნილია“ და რომ იგი სრულად პარასკევს გაიხსნება, როდესაც აშშ და ირანი ოფიციალურად მოაწერენ ხელს ურთიერთგაგების მემორანდუმს.
15 ივნისი 2026, 20:54
მსოფლიო
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი აშშ-ირანის შეთანხმებაზე: ტრამპის შეთანხმება ჩვენთვის სავალდებულო არ არის - ისრაელი არ არის შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში, ჩვენ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვართ
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილ შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ისრაელისთვის სავალდებულო ძალის მქონე არ არის.
15 ივნისი 2026, 20:49
პოლიტიკა
მე-13 ევროპაში და 24-ე მსოფლიოში - საქართველოს მთავრობა კოორდინირებული მმართველობის რეიტინგში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს პროგრესი ევროკავშირის ცენტრიდან ისევ არ ჩანს, თუმცა ჩვენმა ქვეყანამ მაღალი შეფასება კიდევ ერთ გლობალურ გამოკითხვაში დაიმსახურა. საქმე ამჯერად, კოორდინირებულ მმართველობას ეხება, რაც ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ინდექსში აისახა.
15 ივნისი 2026, 20:46
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ირანელებს შეიძლება წვდომა ჰქონდეთ 300 მილიარდი დოლარის აღდგენით ფონდზე, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ დაფინანსდება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ვალდებულებები შესრულდება
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანელებს „შეიძლება წვდომა ჰქონდეთ“ 300 მილიარდი დოლარის აღდგენით ფონდზე, რომელიც, მისი თქმით, სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ დაფინანსდება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ვალდებულებები შესრულდება.
15 ივნისი 2026, 20:45
სამართალი
შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საზღვარზე კანონდარღვევა აღკვეთა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
შემოსავლების სამსახურმა საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობა აღკვეთა.
15 ივნისი 2026, 20:39
სამართალი
ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა - პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოიღო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა - პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოიღო. საუბარია დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო გამოყენებით, ციფრული ვალუტის გენერირებასა და არალეგალური შემოსავლების მიღებაზე.
15 ივნისი 2026, 20:36
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-ირანის შეთანხმების ტექსტი საკმაოდ მალე გამოქვეყნდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი საჯაროდ გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, პარასკევს დაგეგმილი ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.
15 ივნისი 2026, 20:35
პოლიტიკა
მიზანმიმართულ კამპანია პოლიციის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიზანმიმართულ კამპანია პოლიციის წინააღმდეგ - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტები ცალკეული გადაცდომების განზოგადებას მთელ სისტემაზე ცდილობენ, რაც პირდაპირი შეტევაა ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
15 ივნისი 2026, 20:33
სამართალი
4 ათასი ლარი შეურაცხყოფისთვის - ადვოკატ შოთა თუთბერიძეს მოსამართლემ ჯარიმა დააკისრა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის გამოყენება დასჯადია. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის საჯაროდ შეურაცხყოფა 4 ათასი ლარი დაუჯდა. შოთა თუთბერიძე პრობლემას ვერ ხედავს იქ, სადაც შსს-ს ახალმა სამმართველომ კანონდარღვევა აღმოაჩინა და სასამართლომ ეს დაადასტურა.
15 ივნისი 2026, 20:31
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია ირანთან მიღწეული სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან კმაყოფილია“ ირანთან მიღწეული სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებით, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო კონფლიქტის დასრულებასა და გლობალური ენერგეტიკული კრიზისის განმუხტვას.
15 ივნისი 2026, 20:22
პოლიტიკა
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი და თანამშრომლობის გაღრმავება - სერბეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სერბეთის პრეზიდენტი საქართველოშია. ალექსანდრ ვუჩიჩს აეროპორტში ეკონომიკის მინისტრი დახვდა. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. მაღალი რანგის სტუმარს პრეზიდენტმა უმასპინძლა.
15 ივნისი 2026, 20:15
მსოფლიო
წევრობა შეზღუდული უფლებებით - რა ცვლილებებს განიხილავს ევროკავშირი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი ახალ წევრებს შეზღუდული უფლებებით მიიღებს. თუ ევროგაერთიანება სახელმწიფოსთვის კარს გახსნის, შესაძლოა, მას ვეტოს უფლება არ ჰქონდეს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ღიად თქვა, რომ ახალ წევრებს ნდობის მოსაპოვებლად დრო დასჭირდებათ.
15 ივნისი 2026, 20:13
პოლიტიკა
სამწლიანი მოლოდინის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკების პირველ კლასტერი იხსნება. თბილისი უსაფუძვლო კრიტიკის მორიგ ტალღას იღებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრიუსელი ირწმუნება, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ვალდებულებები შეასრულეს, თბილისი კი უსაფუძვლო კრიტიკის მორიგ ტალღას იღებს.
15 ივნისი 2026, 19:40
საზოგადოება
მაია ბითაძემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.
15 ივნისი 2026, 19:39
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წევრობის ყველა კრიტერიუმის შესრულებას მოითხოვს და უკრაინა ბლოკს მაშინ შეუერთდება, როდესაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წევრობის ყველა კრიტერიუმის შესრულებას მოითხოვს და უკრაინა ბლოკს მაშინ შეუერთდება, როდესაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
15 ივნისი 2026, 19:31
სამართალი
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული.
15 ივნისი 2026, 19:20
პოლიტიკა
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს შეხვდნენ
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, შიო III-ს შეხვდნენ.
15 ივნისი 2026, 19:13
მსოფლიო
მაკრონი: საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მზად იქნებიან რამდენიმე დღეში განათავსონ მისია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუ აშშ-სა და ირანს შორის დადებული ზავი დადასტურდება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მზად იქნებიან რამდენიმე დღეში განათავსონ მისია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუ აშშ-სა და ირანს შორის დადებული ზავი დადასტურდება.
15 ივნისი 2026, 19:04
სამართალი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავთობტანკერ SMYRTOS (IMO 9389100)-თან დაკავშირებით: გემი არ იდენტიფიცირდა არც ერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის ჩანაწერებში. ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების უსაფრთხოება, მათი შრომითი უფლებების დაცვა და საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა
ჩატარებული შემოწმების შედეგად, გემი არ იდენტიფიცირდა არცერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის დასაქმების, რეკრუტირების ან მეზღვაურთა განთავსების ჩანაწერებში. შესაბამისად, მათი დასაქმება არ განხორციელებულა საქართველოს საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარების მქონე კომპანიების მიერ, - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


