სურსათის მსოფლიო დღე ზუგდიდში აღინიშნა
ნინო თანდილაშვილი
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, საქართველოს პარლამენტის ჩართულობით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ქალაქ ზუგდიდში სურსათის მსოფლიო დღე აღინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო.
„სურსათის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად, სხვადასხვა რეგიონში, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად აღვნიშნავთ. ჩვენ ყველას კარგად გვესმის წლევანდელი გზავნილის მნიშვნელობა. წყალი არის რესურსი, რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ წყალს და კარგად გავიაზროთ ამ რესურსის დაცვის აუცილებლობა”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
გაეროს ინიციატივით, სურსათის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, 150 ქვეყანაში აღინიშნება. მიმდინარე წელს, მსოფლიო საზოგადოებამ ამ დღის აღნიშვნა მთავარი გზავნილით „წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები“ აირჩია და ისეთი სასიცოცხლო რესურსის დასაცავად გაერთიანდა როგორც მტკნარი წყალია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება სოფლის მეურნეობის ეფექტიანი განვითარებისთვის წყლის რესურსების სწორი მართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, ევროკავშირის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), შვეიცარიის რეგიონული თანამშრომლობის, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სურსათის მსოფლიო დღე კიდევ ერთხელ გვაძლევს შესაძლებლობას, გავიხსენოთ, რომ სურსათი არ უნდა ვაწარმოოთ ისე, რომ ზიანი მივაყენოთ ბუნებას, წყალს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, წყლის რესურსები ნელ-ნელა მცირდება. წყალი არ არის ამოუწურავი რესურსი; ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ბუნებას. სწორედ ეს არის ამ დღის ერთ-ერთი მიზანი“, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.
„დღევანდელი დღის ძირითადი მესიჯი არის სუფთა წყლის და წყლის რესურსების მნიშვნელობა. ამ დღეს საქართველოს პარლამენტი და კანონმდებლები ვხვდებით წყლის რესურსების მართვის ახალი კანონით, რომელიც უკვე მიღებულია“, - აღნიშნა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.
სურსათის მსოფლიო დღის აღნიშვნის ღონისძიების ფარგლებში, დადიანების სასახლის ბაღში მოეწყო ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვა, ხორბლის ჯიშების გამოფენა; ამავე ტერიტორიაზე განთავსდა საინფორმაციო კუთხეები სურსათის უვნებლობის, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვის შესახებ. გაიმართა დაჯილდოება ნომინაციაში „სურსათის გმირი“, მოეწყო სახალისო საინფორმაციო აქტივობები ბავშვებისთვის და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით .
მსოფლიო სურსათის დღე ქალაქ ზუგდიდში ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით აღინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, ქვეყნების მთავრობები, სამოქალაქო სექტორი, ბიზნეს-სექტორი, მედია და მოსახლეობა, სურსათის მსოფლიო დღის ფარგლებში, სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გზავნილების გარშემო ერთიანდებიან.
„წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები“ - ამ გზავნილით, წელს FAO-მ საზოგადოების ყურადღება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსზე გაამახვილა. მტკნარი წყალი ამოწურვადი რესურსია. მის მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება, რადგან 2050 წლისათვის, პლანეტაზე მოსახლეობის ზრდასთან ერთად, წყლის მოხმარება, გლობალურად, შესაძლოა, სამჯერ გაიზარდოს. პროდუქტების შეძენისას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, ნაკლები წყლის ხარჯვა, წყალდიდობებისა და დაბინძურების პრევენცია ის ზომებია, რითაც შესაძლებელია, წყლის დაზოგვაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ეს აქტივობები მნიშვნელოვანია უკეთესი წარმოების, უკეთესი კვების, უკეთესი გარემოს და უკეთესი ცხოვრების მისაღწევად.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 09:43
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ქვეყანა ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მწვავე დეფიციტს განიცდის
Patriot-ის ტიპის რაკეტების გარდა უკრაინის თავდაცვის ძალებს ჰაერსაწინააღმდეგო სხვა შეიარაღების მწვავე დეფიციტიც აქვს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი იური იგნატი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 09:39
სპორტი
აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა - ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ, აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ტურნირზე ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
25 აგვისტო 2026, 09:27
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-დან 35 გრადუსამდე იქნება.
25 აგვისტო 2026, 09:24
პოლიტიკა
ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება
ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ პოლიტიკაში. მეორე მხრივ კი პასიონარულობა თავად იცით ვისი, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
25 აგვისტო 2026, 09:19
მსოფლიო
Bloomberg: ბრიტანეთის პრემიერი მომავალ თვეს ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ის და სხვა ევროპელი ლიდერები მომავალ თვეში აშშ-ში ჩასვლას გეგმავენ, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის ზამთრის მოახლოებამდე Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მარაგიდან ნაწილის ხელმისაწვდომობის ნებართვა სთხოვონ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად, ლაშა მარგიშვილი დაინიშნა, რომელიც უწყების თანამშრომლებს განათლების მინისტრმა წარუდგინა. გივი მიქანაძემ მას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
25 აგვისტო 2026, 09:13
პოლიტიკა
ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე და ურთიერთობების გაღრმავების მზაობა დაადასტურეს.
25 აგვისტო 2026, 09:10
პოლიტიკა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას უკრაინის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 09:06
პოლიტიკა
საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას
საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ერთობლივ განცხადებას, საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო, ასევე ავსტრალია, კანადა, ჰონდურასი, ისლანდია, იაპონია, ახალი ზელანდია, პანამა და სამხრეთ კორეა უჭერენ მხარს.
25 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 04:23
მსოფლიო
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება
გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.
25 აგვისტო 2026, 04:14
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:57
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის
უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:40
მსოფლიო
The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის
აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
25 აგვისტო 2026, 03:24
მსოფლიო
აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო
ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.
25 აგვისტო 2026, 03:16
მსოფლიო
ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს
ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.
25 აგვისტო 2026, 03:04
მსოფლიო
NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება
ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 02:51
მსოფლიო
ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.
25 აგვისტო 2026, 02:40
მსოფლიო
ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.
25 აგვისტო 2026, 02:33
მსოფლიო
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.


