როგორ გამოიყურება რიკოთის 27-კილომეტრიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს. ფოტოგალერეა
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში იქნება 52 კმ, 97 ხიდი შენდება და 51 გვირაბი.
„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები პატივცემულ ელჩებს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ბიზნესის წარმომადგენლებს. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ვარ ძალიან გახარებული და ბედნიერი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის გახსნის ცერემონიაში ვიღებ მონაწილეობას. ჩვენ, ყველამ, კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალებისა და გზების მშენებლობას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღევანდელი მდგომარეობით, 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან - 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ - ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და, რა თქმა უნდა, გრძელდება ეს პროცესი. ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ-იანი, 4-ზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას და არა მხოლოდ მათ, არამედ - ტურისტებს, მგზავრებს, ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით. ასევე გადაზიდვები გაცილებით უფრო კომფორტული გახდება, გამტარუნარიანობას გაზრდის ამ მაგისტრალური გზის გახსნა. მე შეგახსენებთ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში იქნება 52 კმ, 97 ხიდი შენდება და 51 გვირაბი. დღეის მდგომარეობით, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი - აშენებული. ეს არის გრანდიოზული სამუშაოები, ყველაზე მასშტაბური პროექტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის, სირთულის, გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში ასეთი ანალოგიური პროექტი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები.
„ამიტომ, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მივესალმებით ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წლის ბოლოს მთლიანად გაიხსნება რიკოთის მონაკვეთი.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კილომეტრი მაგისტრალური გზიდან 193 კილომეტრი არის ჩვენ მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი. ახლა მიმდინარეობს 81 კილომეტრზე სამუშაოები, გრძელდება, რა თქმა უნდა, და ჯამში 2013 წლიდან მოყოლებული ჯამურად 16 000 კილომეტრი გზა აშენდა და რეაბილიტირდა. ეს არის ძალიან მასშტაბური სამუშაოები, აქედან მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტიდან 6 მილიარდი ლარი არის ინვესტირებული, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მე მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ გზებისა და მაგისტრალების მშენებლობას მოაქვს სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი და ძალიან დიდი დანახარჯები აქვს ამ მასშტაბურ პროექტებს, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანა იცვლება. ამ პერიოდში ქვეყანა ვითარდება, განვითარდა, გაძლიერდა, გამდიდრდა და ის დოვლათი, რომელიც იქმნება ქვეყანაში, გადანაწილდება და გადანაწილდა რეგიონების მიხედვით.
მე არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, ყველა დონორ ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ გრანდიოზული, საუკუნის, მე ასე ვიტყოდი, პროექტის განხორციელების დაფინანსების პროცესში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს, გზების დეპარტამენტს, ყველა მშენებელს, ინჟინერს, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. რა თქმა უნდა, მეგობრებო, გრძელდება მშენებლობა და მიმაჩნია, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვახარებს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს უხარია ამ განვითარების, პროგრესის ხილვა და ეს პროცესი გაგრძელდება და მივა ბოლომდე. დიდი მადლობა და ბატონ ირაკლი ქარსელაძეს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი წარმატებული პროექტის განხორციელებისათვის”, - აღნიშნა პრემიერმა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა - ირაკლი ქარსელაძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა - პაველ ჰერჩინსკიმ, ევროპის საინვესტიციო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - მაჩეი ჩურამ, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა - ლესლი ბეარმან ლამმა, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა - როლანდ პრაისმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ - გიორგი წერეთელმა.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე - დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, 4-ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან. ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.
ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს. ამასთან სწორედ ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი - 1362 მეტრის ხიდი, ხოლო ამავე მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1640 მეტრია. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის - გარე განათების სისტემასაც.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს რთულ რელიეფზე მასშტაბური საინჟინრო გადაწყვეტებით, უპრეცედენტოა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისას, უბისა-შორაპნის და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებად.
მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, პროექტის დასრულება კი 2024 წელს იგეგმება.
პროექტის ფარგლებში სურამთან, შროშასთან და ზესტაფონთან მოეწყობა სპეციალური სივრცეები, ე.წ. სავაჭრო მოედნები, სადაც მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების პირობებში შეძლებს.
რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტირებაზე იმუშავეს ცნობილმა ამერიკულმა, იტალიურმა, თურქულმა და ქართულმა კომპანიებმა. ჯამურად რიკოთის პროექტირებაზე 140 სპეციალისტი მონაწილეობდა, საიდანაც 84 ადგილობრივი იყო. საპროექტო გუნდი მოიცავდა გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებს, გეოლოგებს, გეოტექნიკოსებს, გარემოს დაცვისა და საგზაო უსაფრთხოების თუ სხვა დარგის სპეციალისტებს.
სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურებით ჩატარებულ ღია ტენდერში გამარჯვებული 4 სხვადასხვა ჩინური კომპანია, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობენ, რამდენიმე ათეული წლის გამოცდილების მქონე, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ავსტრალიიდან და კორეიდან. რიკოთის მონაკვეთის ზედამხედველობაში ჩართულია 146 გამოცდილი სპეციალისტი, მათ შორის - 99 ადგილობრივი და 47 საერთაშორისო ექსპერტი.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 10,000 ადამიანზე მეტი, საიდანაც 70%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60) განვითარება ხელს უწყობს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი და შემცირდება მგზავრობის დრო.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 60% (261 კმ) ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალური გზის 81 კმ-ზე.
ყველა სიახლე
29 ივლისი 2026, 03:09
მსოფლიო
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი: მშობელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, მიზეზი კი ცნობებია იმის შესახებ, რომ მოსწავლეებს შეხება ჰქონდათ სქესის შეცვლისთვის განკუთვნილ პრეპარატებთან და სექსუალიზებულ სასკოლო აქტივობებთან - დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ დავიცავთ მშობლების უფლებებს და სკოლებს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი დენვერის საჯარო სკოლებში მომხდარ ინციდენტს იძიებს. საქმე ეხება მასწავლებელს, რომელსაც ბრალად ედება, რომ სასკოლო დავალების ფარგლებში გოგონებს ერთმანეთის კოცნა აიძულა.
29 ივლისი 2026, 01:45
მსოფლიო
Sky News: ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჯანი ინფანტინო ფიფას წილის კერძო ინვესტორებზე გასხვისების გეგმაზე უარს არ იტყვის
Sky News-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჯანი ინფანტინო ფიფას წილის კერძო ინვესტორებზე გასხვისების გეგმაზე უარს არ იტყვის.
29 ივლისი 2026, 01:24
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ტრამპთან შეხვედრა იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი ოდესმე გვქონია
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპთან გამართული „შესანიშნავი“ შეხვედრა ორ ლიდერს შორის შემდგარ დიალოგებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
29 ივლისი 2026, 01:14
მსოფლიო
Reuters: ზელენსკის ოფისმა უკრაინის გენერალურ პროკურორს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა
სამშაბათს გასაჯაროებული წერილის თანახმად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა უკრაინის გენერალურ პროკურორს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 00:50
მსოფლიო
„სენატის გოლიათი და ჭეშმარიტი ამერიკელი“ - დონალდ ტრამპმა ლინდსი გრემს პატივი მიაგო
ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და მსოფლიო ლიდერებმა „რესპუბლიკელ“ სენატორს, ლინდსი გრემს პატივი მიაგეს. სამგლოვიარო ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართა.
29 ივლისი 2026, 00:14
მსოფლიო
საფრანგეთის ატლანტის სანაპიროზე მდებარე ტურისტული ზონებიდან თითქმის 4 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
საფრანგეთის ატლანტის სანაპიროზე მდებარე ტურისტული ზონებიდან თითქმის 4 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
28 ივლისი 2026, 23:56
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა განზრახ არ მომხდარა და უკრაინა ესკალაციას არ ცდილობს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა განზრახ არ მომხდარა და უკრაინა ესკალაციას არ ცდილობს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
28 ივლისი 2026, 22:39
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას დეესკალაციისკენ მოუწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დღეს „გულახდილი“ სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან, სადაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის „არასაჭირო ესკალაციის“ თავიდან აცილების აუცილებლობას.
28 ივლისი 2026, 22:03
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“. ტრამპმა ეს განცხადება სამშაბათს, სენატორის დაკრძალვამდე გააკეთა.
28 ივლისი 2026, 21:39
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია - მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია, რაც არამც და არმც არ შეიძლება, იყოს დაცული იმ ძირითადი უფლებით, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
28 ივლისი 2026, 21:39
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს
ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენო სხვა ადამიანს და Facebook-ი იყო გაჯერებული ასეთი შეურაცხყოფებით, გინებით და ღირსების შელახვით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
28 ივლისი 2026, 21:35
მსოფლიო
დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო
უკრაინელ წყვილზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ, პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მკვეთრად გააკრიტიკა ქვეყანაში უკრაინელების მიმართ მზარდი ძალადობა.
28 ივლისი 2026, 21:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია
ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
28 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია - რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას აფასებს.
28 ივლისი 2026, 21:11
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
28 ივლისი 2026, 20:57
კულტურა
საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წარმოდგენა, ანშლაგი და აღფრთოვანებული მაყურებელი ბრიტანეთის დედაქალაქში - საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა.
28 ივლისი 2026, 20:52
კულტურა
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს კიდევ ერთი სახელი შეემატა. სასახლის ბაღში მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერის ქომაგის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ის მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა.
28 ივლისი 2026, 20:44
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ იარაღის საწარმოო ხაზები „იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“
ირანის თავდაცვის მრეწველობა წარმოებას აფართოებს და პრიორიტეტს საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ანიჭებს. ამის შესახებ სამშაბათს ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.
28 ივლისი 2026, 20:41
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი სრულდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეტი რეისი, გაზრდილი ტვირთნაკადი და ახალი შესაძლებლობები ტურიზმისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი დასასრულს უახლოვდება.
28 ივლისი 2026, 20:37
პოლიტიკა
კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვა - განხილვას ევროკავშირში „ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი თამაშის წესების ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა. კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ განხილვას თბილისში მკვეთრი პოლიტიკური რეაქცია მოჰყვა.


