24 დეკემბერი 2023, 15:14 / სანდო წყარო

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი: საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

„ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ49 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე.

გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე:
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის არსებობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ქარბუქის და თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ასევე ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

03 ოქტომბერი 2026, 11:41

პოლიტიკა

დმანისში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლები არჩევანს „ქართული ოცნებისა“ და „ლელოს“ კანდიდატებს შორის აკეთებენ

საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ტრადიციული წესით აძლევს ხმას, დმანისში, სოფელ განახლებისა და ველისპირის მოსახლეობა. 35-ე უბანზე მაღალი აქტივობაა და კენჭისყრა, მშვიდ ვითარებაში ტარდება. არჩევანს „ქართული ოცნებისა“ და „ლელოს“ კანდიდატებს შორის აკეთებენ.

03 ოქტომბერი 2026, 11:38

პოლიტიკა

ვანის სოფელ ფერეთაში, მე-17 უბანზე საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მოქალაქეები ხმას ელექტრონული წესით აძლევენ

679 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 29 არჩევანს გადასატანი ყუთის საშუალებით გააკეთებს. არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ კანდიდატები მონაწილეობენ.

03 ოქტომბერი 2026, 11:33

მსოფლიო

ABC News: Fly Dubai-ს თვითმფრინავის ინციდენტში მონაწილე პილოტს მანამდე უსაფრთხოებასთან დაკავშრეული რისკების გამო ფრენის უფლება შეჩერებული ჰქონდა

Fly Dubai-ს თვითმფრინავის მეორე პილოტი, რომელიც თვითმფრინავის მეთაურზე თავდასხმასა და ისრაელის მიმართულებით მიმავალი ავიარეისის განზრახ ჩამოგდების მცდელობაშია ეჭვმიტანილი, ომანის მოქალაქეა და მანამდე ფრენების შესრულება უსაფრთხოების რისკის გამო ჰქონდა შეჩერებული. ინფორმაციას ABC News-ი დაზვერვისა და სამართალდამცავი უწყებების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

03 ოქტომბერი 2026, 11:28

პოლიტიკა

საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრა ახმეტის მუნიციპალიტეტში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

საზღვრისპირა სოფელ კასრისწყალში არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი მონაწილეობს.

03 ოქტომბერი 2026, 11:28

სამართალი

სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, ხოლო 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია. ინფორმაცია შსს-ში გამართულ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

03 ოქტომბერი 2026, 11:11

პოლიტიკა

წალკის 25-ე ოლქის 4 საარჩევნო უბანია, მათგან 3 უბანზე ხმას ელექტრონული ტექნოლოგიით აძლევენ

სოფლების, იმერას, საბეჭისის, ბარეთისა და ლივადის მოსახლეობამ მაჟორიტარი უნდა აირჩიოს. არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერო საქართველო-ლელოს“ კანდიდატები მონაწილეობენ.

03 ოქტომბერი 2026, 11:06

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირი უკრაინას დაფინანსების მისაღებად დამატებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი უკრაინას დამატებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს, რაც კიევს ახალი ფინანსური დახმარების მისაღებად პირობების შესრულებაში დაეხმარება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

03 ოქტომბერი 2026, 10:44

პოლიტიკა

აშშ საელჩო: დღეს განსაკუთრებული სამხედრო მეგობრობის 32 წლის იუბილეს აღვნიშნავთ - პატივს მივაგებთ ათასობით ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, რომლის თავდადებითაც შტატების პარტნიორობის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ხანგრძლივი კავშირი შეიქმნა

დღეს განსაკუთრებული სამხედრო მეგობრობის 32 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, - საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

03 ოქტომბერი 2026, 09:57

მსოფლიო

მედია: აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ პირველი შეთანხმება გააფორმეს

აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციისა და ინვესტიციების ფონდმა (URIF) უკრაინულ კომპანია BGV Group Management-თან კრიტიკული მინერალების მოპოვების მიმართულებით პირველი საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა. მხარეებმა, ჯამში, დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ღირებულების რამდენიმე საინვესტიციო პროექტი წარადგინეს, იუწყება უკრაინული მედია.

ნათია იოსელიანი

03 ოქტომბერი 2026, 09:47

პოლიტიკა

ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ინფორმაციით, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში.

03 ოქტომბერი 2026, 09:30

მსოფლიო

მედია: რუსეთმა კიევში დნეპრზე მდებარე საკვანძო ხიდი ზედიზედ მესამედ დაბომბა

რუსეთმა კიევში მდინარე დნეპრზე მდებარე ჩრდილოეთის ხიდზე იერიში მიიტანა. ეს უკრაინის დედაქალაქის მნიშვნელოვან ხიდზე რუსეთის მიერ ზედიზედ მესამედ განხორციელებული თავდასხმაა, იუწყება უკრაინული მედია.

03 ოქტომბერი 2026, 09:16

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ოქტომბერს საქართველოში

3 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

03 ოქტომბერი 2026, 08:26

საზოგადოება

დღე, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია შეცვალა. 1 ოქტომბერი ხალხის დიდი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“

დღე, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია შეცვალა. 1 ოქტომბერი ხალხის დიდი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. როგორ დაამარცხა „ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი და შექმნა დემოკრატიული გარდატეხის პრეცედენტი?

03 ოქტომბერი 2026, 08:13

საზოგადოება

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება ევროპის მოედანზე და მეტეხის ხიდის ერთი მიმართულებით - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნისკენ. ამ პერიოდის განმავლობაში მეტეხის აღმართიდან, ღვინის აღმართიდან, კოტე აფხაზისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები ევროპის მოედნისკენ გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

03 ოქტომბერი 2026, 08:09

საზოგადოება

დღეს თბილისობაა - დღესასწაული დედაქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება

მერიის ცნობით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.

03 ოქტომბერი 2026, 08:00

პოლიტიკა

დღეს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

დღეს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განმარტა, შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 ოქტომბერი 2026, 01:41

მსოფლიო

ზელენსკი: აშშ-ის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინაზე თავდასხმებს გააძლიერებს

აშშ-ის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინაზე თავდასხმებს გააძლიერებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

03 ოქტომბერი 2026, 00:40

სპორტი

საქართველო-უნგრეთის თამაში დასრულდა

ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

03 ოქტომბერი 2026, 00:37

მსოფლიო

ევროკომისარი აჯა ლაბიბი: უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ალეშკიში შექმნილი ვითარება მძიმეა, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდნენ - საკვების, მედიკამენტების, სუფთა წყლისა და ელემენტარული დახმარების გარეშე

ევროკომისარმა კრიზისების მართვისა და მზადყოფნის საკითხებში, აჯა ლაბიბიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ალეშკიში შექმნილი ვითარება მძიმეა, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდნენ - საკვების, მედიკამენტების, სუფთა წყლისა და ელემენტარული დახმარების გარეშე.

02 ოქტომბერი 2026, 23:36

სპორტი

საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა

მოწინააღმდეგე გუნდმა გოლის გატანა შეძლო და ანგარიშია 1:0, უნგრეთის ეროვნული ნაკრებების სასარგებლოდ.