IMEDI /  04 აპრილი 2024, 11:35 / სანდო წყარო

რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

რაჭის ეროვნული პარკის განვითარების ხელშეწყობისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი მიმდინარე პროცესში ჩართვის მიზნით, შეხვედრები გაიმართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხონჭიორი, ნიკორწმინდა, ჭელიაღელე, ველევი, ხოტევი, ასევე, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გომი, ჯინჭვისი. შეხვედრის მონაწილეებმა ეროვნული პარკის საზღვრების დაზუსტებისა და დემარკაციის საკითხები განიხილეს. ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა პროცესში ჩართული კომპეტენტური პირებისგან მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

„მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩავატარეთ რაჭის მოსახლეობასთან. კონსტრუქციული საუბარი შედგა, სადაც განვიხილეთ ახლად დაარსებული რაჭის ეროვნული პარკის განვითარების გეგმები, მიმდინარე საქმიანობები და დაგეგმილი პროექტები; ადგილობრივ თემთან ერთად ვიმსჯელეთ დაცული ტერიტორიის დაარსების შედეგად მოსახლეობის სარგებლის მიღების შესაძლებლობებზე“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა.

რაჭაში შეხვედრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით ჩატარდა. შეხვედრებში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ქსელის და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის Gopa colsulting წარმომადგენლებმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ ყველა თემის და სოფლის დაინტერესებულ წარმომადგენლებთან. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა ჩართული იქნება საჯარო განხილვებში. შეხვედრებზე მოსახლეობა დეტალურად გაეცნობა რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნით და გაფართოებით რეგიონში გარემოს დაცვის საკითხებს, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერების შესაძლებლობებს. შეხვედრებისა და განხილვებისას ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება სამუშაო პროცესებსა და აქტივობებში.

ყველა სიახლე

07 სექტემბერი 2026, 19:55

რეგიონი

იშვიათი ბუნებრივი მოვლენა აჭარაში ვიდეო

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები აჭარიდან, სადაც იშვიათი ბუნებრივი მოვლენაა აღბეჭდილი.

07 სექტემბერი 2026, 19:46

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით.

07 სექტემბერი 2026, 19:44

რეგიონი

სანაპირო ზონებში წარმოქმნილი ავარიული ვითარების აღმოსაფხვრელად ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

პროექტი ითვალისიწინებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაუთვალისწინებელი სასწრაფო, ავარიული ვითარების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საჭიროების მიხედვით უნდა მოამზადოს როგორც ობიექტის დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ასევე აწარმოოს შესაბამისი სამშენებლო სამუშაოებიც. რაც იძლევა შესაძლებლობას, წარმოქმნილ პრობლემებზე რეაგირება მოხდეს უმოკლეს დროში და გადაიჭრას რაციონალურ ვადებში.

არსენიო დომინგესი

07 სექტემბერი 2026, 19:32

ეკონომიკა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი: მნიშვნელოვანია საქართველოს აქტიური მონაწილეობა შუა დერეფნის განვითარებაში, ამ ხიდის შექმნაში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანი: მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 40 000 კვალიფიცირებული მეზღვაურის დეფიციტი გვექნება და ეს მიმართულება საქართველოს მხრიდან 20 000 მეზღვაურის მიწოდებით გაიზრდება მსოფლიო მასშტაბით

07 სექტემბერი 2026, 19:29

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი Abu Dhabi Ports Group-ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა

საქართველოს საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთერთი უმსხვილესი საზღვაო და ლოგისტიკური ჯგუფის, Abu Dhabi Ports Group-ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა.

ფრიდრიხ მერცი

07 სექტემბერი 2026, 19:27

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ღრმად შოკირებულია“ რეგიონულ არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებით

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ღრმად შოკირებულია“ რეგიონულ არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებით ულტრამემარჯვენე AfD-სთან, თუმცა პირობა დადო, რომ არ გადაუხვევს მკაცრი რეფორმების კურსს და ამასთან, ეცდება, ისინი საზოგადოებას უკეთ განუმარტოს.

07 სექტემბერი 2026, 19:20

მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლებამ სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს დახურვა გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს დახურვა გამოაცხადა, რაც პასუხია ბერლინის გადაწყვეტილებაზე, დახუროს რუსეთის საკონსულო ბონში.

მაკა ბოჭორიშვილი სიმეონ ცომოკო

07 სექტემბერი 2026, 19:16

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან, სიმეონ ცომოკოსთან შეხვედრა გამართა.

07 სექტემბერი 2026, 19:12

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდია ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცების აშკარა არჩევანს აკეთებს

გრენლანდია ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცების აშკარა არჩევანს აკეთებს, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

07 სექტემბერი 2026, 19:10

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და აჭარის განათლების და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

07 სექტემბერი 2026, 18:39

მსოფლიო

Euronews: საქსონია-ანჰალტში AfD-ის შთამბეჭდავი გამარჯვება, შესაძლოა, იმ პროცესის დასაწყისად იქცეს, როდესაც ულტრამემარჯვენე ძალები ევროპის მასშტაბით ხელისუფლების სათავეში ერთპიროვნულად მოვლენ

საქსონია-ანჰალტში AfD-ის შთამბეჭდავი გამარჯვება, შესაძლოა, იმ პროცესის დასაწყისად იქცეს, როდესაც ულტრამემარჯვენე ძალები ევროპის მასშტაბით ხელისუფლების სათავეში ერთპიროვნულად მოვლენ, - წერს Euronews-ი.

07 სექტემბერი 2026, 18:25

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ელჩს შეხვდა

მხარეებმა საქართველოსა და იორდანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. შეხვედრისას გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზე.

ალექსანდრე დარახველიძე

07 სექტემბერი 2026, 18:23

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტიანად მუშაობს, რათა ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს

„შემოდის სპეციალური ნებართვის სახე, ეს არის საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა, რომელიც შეიძლება მაქსიმუმ 5 წლის ვადით გაიცეს. თუ დადასტურდა, რომ ნამდვილი ქორწინებაა, ჯერ გაიცემა ერთწლიანი ნებართვა, შემდგომ 2-2 წლის ვადით კიდევ გადაიხედება ეს ფაქტი და 5 წლის განმავლობაში თუ შენარჩუნდა და ეს ქორწინება იქნება ნამდვილი, ამ შემთხვევაში შეიძლება გაიცეს მუდმივი ხასიათის ბინადრობის ნებართვა“.

ალექსანდრე დარახველიძე

07 სექტემბერი 2026, 18:18

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: მიგრაციის მიმართულებით შესაბამისი სამართლებრივი და საკანონმდებლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება სახელმწიფომ ძალიან დროულად დაიწყო

მიგრაციის მიმართულებით შესაბამისი სამართლებრივი და საკანონმდებლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება სახელმწიფომ ძალიან დროულად დაიწყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ახალ საკანონმდებლო რეგულაციასთან დაკავშირებით.

07 სექტემბერი 2026, 18:06

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ვიცე-მინისტრს, დურმუშ უნიუვარს შეხვდა

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.

გიორგი ვოლსკი

07 სექტემბერი 2026, 18:05

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გერმანიის არჩევნებზე: ჩვენ საქართველო გვტკივა. ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს. ვცდილობთ მკაცრად დავიცვათ მიცემული პირობა, რომ საქართველოში სისხლი არ უნდა დაიღვაროს და ომის ქარცეცხლი შიგნით არ უნდა შემოვარდეს

ჩვენ საქართველო გვტკივა. ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს. ვცდილობთ მკაცრად დავიცვათ მიცემული პირობა, რომ საქართველოში სისხლი არ უნდა დაიღვაროს და ომის ქარცეცხლი შიგნით არ უნდა შემოვარდეს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

07 სექტემბერი 2026, 18:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ღარიბაშვილზე: ძალიან მიმძიმს ირაკლიზე საუბარი, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ სპეკულაციური თემის კალათაში შემოტანა არის კიდევ ერთი გარკვეული მცდელობა, რომ იქნებ რაიმე მძიმე პროცესი განვითარდეს, რაც პირადად მისთვის იქნება შვების მომტანი. მაინც მგონია, რომ შეცდომაშია შეყვანილი ამ რევოლუციური ჯგუფის მიერ

ძალიან მიმძიმს ირაკლიზე საუბარი, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ სპეკულაციური თემის კალათაში შემოტანა არის კიდევ ერთი გარკვეული მცდელობა, რომ იქნებ რაიმე მძიმე პროცესი განვითარდეს, რაც პირადად მისთვის იქნება შვების მომტანი. მაინც მგონია, რომ შეცდომაშია შეყვანილი ამ რევოლუციური ჯგუფის მიერ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით.

გიორგი ვოლსკი

07 სექტემბერი 2026, 17:57

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ახალმა „ნაცმოძრაობამ“ მოინდომა, რომ გაემიჯნოს ყველაფერს, რასაც ჰქვია სააკაშვილის წარსული, რაც ახალგაზრდების დიდი ჯგუფისთვის მიუღებელია და ფიქრობენ, რომ მათ მოიზიდავენ ქუჩაში, მაგრამ სადაც სააკაშვილის ბანერი გამოჩნდა, იქ მის გარშემო მდგომი არცერთი ადამიანი წარმატებული არ არის თავის ძალისხმევაში

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“, მიუხედავად იმისა, თუ რა დაპირისპირებაა პიროვნებებს შორის, რჩება ერთ ამოცანაზე ორიენტირებული. ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც, მათი აზრით, გადაიზრდება საქართველოს აღზევებაში, რამდენიმე თაობის შემდეგ ალბათ და ესენი იქნებიან წარმმართველები, - განაცხადა გადაცემაში "დღის ქრონიკა" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციასთან დაკავშირებით.

ეკატერინე მიქაბაძე

07 სექტემბერი 2026, 17:50

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: საერთაშორისო რეზერვების მაღალი დონე ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის დაცულობის გარანტია საგარეო შოკების მიმართ, განსაკუთრებით, მცირე, ღია ეკონომიკის შემთხვევაში

საერთაშორისო რეზერვების მაღალი დონე ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტია. ეს არის ქვეყნის დაცულობა საგარეო შოკების მიმართ, განსაკუთრებით, მცირე, ღია ეკონომიკის შემთხვევაში. რეზერვების მაღალი დონე უზრუნველყოფს ინვესტორების მაღალ ნდობას და ზოგადად ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, - განაცხადა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რეკორდული ნიშნულის შეფასებისას.

შალვა პაპუაშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე

07 სექტემბერი 2026, 17:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

დელეგაციის წევრებმა ასევე შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ნიკოლოზ სამხარაძის მოწვევით იმყოფება.