27 მაისი 2024, 22:51 / სანდო წყარო

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა” და თურქულ კომპანია ATLAS İNŞAAT SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ-ს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ქალაქ ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის ხელშეკრულება გაფორმდა.

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას” შორის ხელშეკრულება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაფორმდა. ხელმოწერას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სამეგრელო-ზემო, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა (KfW) და პროგრამის განმახორციელებელი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი ობიექტის მშენებლობა ხორციელდება შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის (SWMCG) მიერ, ,„მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“ ” (ISWM II) ფარგლებში და მისი კომპონენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ითვალისწინებს ზუგდიდის არსებული ნაგავსაყრელის დახურვასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას.

პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (KfW), საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ჭრილში. ნარჩენების მართვის ახალი ობიექტი მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის 7 მუნიციპალიტეტს: ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ჩხოროწყუ, ხობი, წალენჯიხა და მესტია.

ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2025 წელს არის დაგეგმილი, რის შედეგადაც რეგიონში დაინერგება ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა და გაუმჯობესდება როგორც გარემოსდაცვითი,ისე საცხოვრებელი პირობები.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2024, 20:21

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ ევროპულ საფეხბურთო ფორუმზე თავის გზას იწყებს - პირველ სადებიუტო მატჩამდე 24 საათი რჩება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი გერმანიიდან

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები უკვე დორტმუნდშია. ფეხბურთელები საბრძოლო განწყობაზე არიან და ამბობენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩასულან. მეტიც, უნდათ „ევრო 2024“ - ზე ქართული კვალი დატოვონ.

17 ივნისი 2024, 20:11

მსოფლიო

გერმანიაში, სამართალდამცველებმა 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს

გერმანიაში, სამართალდამცველებმა 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.

ნათია სონღულაშვილი

17 ივნისი 2024, 20:05

საზოგადოება

ნათია სონღულაშვილი: „იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად

„იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად, - ასე ეხმიანება „ქრონიკის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია სონღულაშვილი „ტელეიმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომლის თამარ შარიქაძის განცხადებას.

17 ივნისი 2024, 19:56

საზოგადოება

„ჯივიპი“ მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და დაზიანებული ქსელის ლოკალურად შეკეთება. სამუშაოების პროცესის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას კომპანია ხვალ, 18 ივნისს, დატერასების სამუშაოების დაწყების შემდეგ შეძლებს.

17 ივნისი 2024, 19:54

საზოგადოება

უახლოეს საათებში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

17 ივნისი 2024, 19:19

პოლიტიკა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას დეტალურად, აქტიურად და ამომწურავად ავრცელებს და აცნობს ყველა ჩართულ მხარეს და საქმიანობებს მაქსიმალური გამჭვირვალობით ახორციელებს, დაინტერესებული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯი და ზოგადად საარჩევნო პროცესი“.

იოავ გალანტი

17 ივნისი 2024, 19:16

LIVE ისრაელი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანის მარიონეტები დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ირანის მარიონეტები დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ.

ირაკლი ჩიქოვანი

17 ივნისი 2024, 18:49

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ თავდაცვის უწყებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაცია და თავდაცვის ძალების უკეთ გაცნობა, რის საშუალებასაც იძლევა „ჯარის ბანაკი“.

გიორგი ამილახვარი

17 ივნისი 2024, 18:43

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ჯარის ბანაკის და სკოლებში სამხედრო განათლების შეტანა ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას

ჯარის ბანაკის და სკოლებში სამხედრო განათლების შეტანა ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

17 ივნისი 2024, 18:42

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: მასწავლებლების 70%-ს ხელფასი 500-დან 800-ლარამდე ეზრდება - საჯარო სკოლების არც ერთი პედაგოგი არ დარჩება, ვისაც ხელფასი არ მოემატება

„მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ჩვენს ღირსეულ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს ხელფასი გაეზრდება. დღეს საჯარო სკოლებში 52 ათასი სტატუსიანი მასწავლებლები გვყავს და აქედან, 37 ათასს ადამიანს ხელფასი ეზრდება 500-დან 800-ლარამდე“.

17 ივნისი 2024, 18:33

მსოფლიო

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

მიხეილ ყაველაშვილი

17 ივნისი 2024, 18:27

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მგონი, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დააჯილდოვა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მხოლოდ ნაწილი და ეს პასუხია - „იმიტომ“

ფეხბურთის ფედერაციამ მიაწოდა პრეზიდენტს სია, თუ ვის ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დამსახურებების მიხედვით და ვნახეთ შედეგიც, რომ ამ სიიდან მხოლოდ ნაწილს გადასცა სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარია და რა კონტექსტში უნდა განვიხილოთ, არ ვიცი, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

17 ივნისი 2024, 18:25

რეგიონი

18-21 ივნისს, ღამის საათებში, სამუშაოების წარმოების გამო, ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება ერთ ზოლზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მთლიან ჩარჩოვანი კონსტრუქციის მოწყობა, რის გამოც 18-21 ივნისს, 01:00 სთ-დან 05:30 სთ-ის ჩათვლით საჭიროა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ153-კმ160 მონაკვეთზე (E60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთი) სავალი ნაწილის ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე შევიწროება (ხევი-უბისას და უბისა-ხევის მიმართულებებით). ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სავალი ნაწილი ჩაიკეტოს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

მიხეილ ყაველაშვილი

17 ივნისი 2024, 18:23

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი დასავლელ პარტნიორებზე: ისინი ცდილობენ იმოქმედონ საზოგადოების ნაწილზე, რომ დააზარალონ ხელისუფლება და როგორმე მოხდეს ძალადობრივი ქმედებები. ახლა ალბათ დაელოდებიან არჩევნებს - იქნებ მაშინ გამოვიდეს ეს ამბავი

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი დასავლელი პარტნიორების განცხადებებსა და ქმედებებს აფასებს. დეპუტატის თქმით, „ხალხის ძალის“ წევრები იყვნენ პირველები, ვინც აშშ-ის მაშინდელ ელჩს დასავლეთის ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით მიმართა.

17 ივნისი 2024, 18:22

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 10 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს, ირანის ისლამური სახელმწიფოს მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა

გივი მიქანაძე

17 ივნისი 2024, 18:22

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საზოგადოება არ მოტყუვდება და როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, შედეგი იქნება ცალსახა - ისინი პირწმინდად დამარცხდებიან 26 ოქტომბრის არჩევნებში

„ისინი ერთი და იგივე არიან, უბრალოდ მათი გადაადგილებები პოლიტიკურ რუკაზე ემსახურება იმას, რომ ვერ შეთანხმებულან ერთიან სიაზე, იმიტომ რომ სულ პირველობაზე აქვს ყველას აქცენტი. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ეს კოორდინაცია მითია და რეალობად ვერ იქცევა. მეორეა, რომ ისინი ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნას. ნიკა მელია და ნიკა გვარამია რომ იტყვიან, „ნაციონალური მოძრაობასთან“ არ ვართ ასოცირებულებიო, ნებისმიერ ადამიანს ამაზე გაეღიმება. აბა ვისთან არიან ასოცირებულები? მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან“ იყვნენ დაკავშირებულები და „ნაცმოძრაობას“ საქმეს აკეთებდნენ. დღესაც იმავეს აკეთებენ. გახარიამ პრემიერობა დატოვა ნიკა მელიას გამო - „ნაცმოძრაობის“ გაძლიერებისთვის ხელი რომ შეეწყო და ხელისუფლების დისკრედიტაცია განეხორციელებინა. ეს ყველაფერი არის ხრიკები, რომ საზოგადოება მოატყუონ, მაგრამ საზოგადოება არ მოტყუვდება და როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ, შედეგი იქნება ცალსახა - ისინი პირწმინდად დამარცხდებიან 26 ოქტომბრის არჩევნებში“, - აღნიშნა მიქანაძემ.

გივი მიქანაძე

17 ივნისი 2024, 18:17

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-ის ახალი ელჩის სწორი პოზიციონირებით და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ფორმატში ძალიან ბევრი რაღაცის სწორად შეცვლა შეიძლება

„წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ჩვენს ურთიერთობებში და ძალიან სამწუხაროა, რომ აშშ-ის ელჩმა, იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყო ამ [საქართველოსა და აშშ-ს შორის] ურთიერთობების დათბობისთვის, საპირისპირო როლი შეასრულა. ბევრი თემა დაზიანდა ამ კუთხით, რასაც ვერ ვიტყვით ახალ ელჩთან მიმართებაში. მის საქმიანობაზე ჯერჯერობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მაქსიმალურად პოზიტიურ დინამიკაში მიმდინარეობს. დარწმუნებული ვართ, რომ მისი სწორი პოზიციონირებით და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი რაღაცის სწორად შეცვლა შეიძლება ამ ურთიერთობების ფორმატში. ამის პარალელურად გვესმის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები შემოიღო კონკრეტული თანამდებობების პირების მიმართ, თუმცა ვინ არიან ეს კონკრეტული პირები, დღემდე ვერ გავიგეთ. საბოლოოდ დავინახეთ, რომ არა რაღაც კონკრეტულ შეზღუდვებზეა საუბარი, არამედ უფრო შეურაცხყოფით მოპყრობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. მეგობრები, მითუმეტეს სტრატეგიული პარტნიორები ასეთი ფორმით არ ურთიერთობენ. ამას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი გადახედვა. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ აშშ-თან გვაქვს სრული მზაობა სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთობების გაღრმავების და ამის ფონზე ვიღებთ გარკვეულ განცხადებებს, რაც მიუღებელია“

გივი მიქანაძე

17 ივნისი 2024, 18:16

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: მთელმა მსოფლიომ დაინახა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში ეროვნული ხელისუფლებაა - დღესდღეობით შანსები, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას, უფრო გაზრდილია

კანდიდატის სტატუსის მიღებიდან არცერთი დღე მმართველ გუნდს არ ჩაუგდია და მიმდინარეობს სხვადასხვა რეფორმა იმისთვის, რომ 9-პუნქტიანი გეგმის შესრულება უზრუნველყოფილი იყოს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

17 ივნისი 2024, 17:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გახარიასა და „ლელოს“ ურთიერთსიმპათიები სინამდვილეში არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ყველაზე ამორალური აქტი

„აქედან ჩანს, რომ საპარლამენტო მანდატებისთვის რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანი და როგორი პოლიტიკური ფსკერი შეიძლება აჩვენოს მან. მერე არავის აღარ გაუკვირდეს, რომ არჩევნებზე მინიმალური მხარდაჭერაც კი აღარ ექნებათ ისეთ ადამიანებს, ვინც დაცლილი არიან ყოველგვარი პრინციპებისა და ღირებულებებისგან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

17 ივნისი 2024, 17:33

პოლიტიკა

„ლელო“ არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას ცდილობს, თუმცა, არჩევნების შემდეგ მათთან კოალიციის შექმნაში პრობლემას ვერ ხედავს

„ლელო“ არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას ცდილობს, თუმცა, არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შექმნაში ბადრი ჯაფარიძე პრობლემას ვერ ხედავს.