რუსთავში ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების გეგმის განხორციელება დაიწყო
ფოტო: რუსთავის მერია
რუსთავის მერია, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილი ეკოლოგიური პროექტის - ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების მთავარი ეტაპის დაწყებისთვის ემზადება, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამისთვის 10 000 ძირი ენდემური ხე-მცენარე: ჭალის მუხა, ფშატი და თელა უკვე შეძენილია.
„ქალაქის ფილტვებად“ წოდებული ტერიტორიის აქტიური განაშენიანების პროცესის დაწყებამდე კი რუსთავის მერიამ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია და სპეციალური ვორქშოფი გამართა. რუსთავის ეკოსისტემის გაუმჯობესებაში და ჭალის ტყეების ენდემური ფლორის აღდგენაში რუსთაველების ჩართვის მიზნით, რუსთავის მერიამ მოხალისეობრივი კამპანია „რეფორესტ“ - ზე ონლაინ რეგისტრაცია გამოაცხადა და მას 150 რუსთაველი, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც გამოეხმაურნენ. მოხალისეობრივ კამპანიაში ჩართული ახალგაზრდებისთვის კი ხის დარგვისა და მოვლის მასტერკლასები ჭალის ტყეში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სატყეო დეპარტამენტისა და რუსთავ სერვისცენტრის ფლორისტებმა ჩაატარეს.
„რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების გეგმის განხორციელება, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მერიის გუნდმა შევიმუშავეთ, დღეს საინფორმაციო შეხვედრითა და ვორქშოფით დავიწყეთ. ჭალის ტყეში 300 ძირი ენდემური ხე-მცენარე დავრგეთ. რუსთაველმა ახალგაზრდებმა პრაქტიკაში ნახეს თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და უნიკალური ადგილის აღდგენა“, განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
რუსთავის ჭალის ტყის განვითარების გეგემა, 320 ჰა ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში 20 000 ძირი ენდემური მცენარე: მუხა, თელა და ფშატი დაირგვება, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და საინფორმაციო სივრცეები, დამონტაჟდება ფრინველებზე და ცხოველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ფოტოხაფანგები და სპეციალური ბარიერები მდინარე მტკვრის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
რუსთავის ჭალის ტყის განვითარების დოკუმენტი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ პროექტის, „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველოს“ ფარგლებში შეიმუშავა. პროექტი, გარემოსდაცვითი ფონდიდან ფინანსდება. რუსთავის ჭალის ტყეები ქალაქის საზღვრებში მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებული სივრცეა და რუსთავისთვის უმთავრეს ეკოლოგიურ რესურსს წარმოადგენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 11:46
მსოფლიო
თეთრი სახლი: ტრამპი 1 აპრილს ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1 აპრილს მოსახლეობას მიმართავს და ირანთან მიმდინარე ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.
01 აპრილი 2026, 11:43
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს გააცნო
ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმის მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
01 აპრილი 2026, 11:40
ტაბლოიდი
ძაღლებს შორის სერფინგში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მოკვდა💔
2024 წელს, ჰანტინგტონ-ბიჩზე, ცნობილი სერფერების ხელების ანაბეჭდების გვერდით, ბეტონში შუგარის თათების ანაბეჭდებიც გამოჩნდა, როდესაც ის სერფინგის დიდების დარბაზში ოფიციალურად შეიყვანეს.
01 აპრილი 2026, 11:38
საზოგადოება
სამგორის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატება
სამგორში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ და ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე ორი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
01 აპრილი 2026, 11:34
საზოგადოება
ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
01 აპრილი 2026, 11:34
საზოგადოება
ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ მესამე ფილიალი გაიხსნა
ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ ახალი, მესამე ფილიალი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებას, რომელზეც კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაესწრო. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 11:33
პოლიტიკა
გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა.
01 აპრილი 2026, 11:31
საზოგადოება
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები ოთხმა კომპანიამ წარმოადგინა
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სატენდერო დოკუმენტაცია ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარმადგინა, დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.
01 აპრილი 2026, 11:22
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია... მაშ - მშვიდობა ვჭამოთ?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სამხედრო კონფლიქტების არსებობის ფონზე, საქართველოში მშვიდობაა.
01 აპრილი 2026, 11:20
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი Global Terrorism Index 2026-ში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზე: თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი
დეპუტატი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics and Peace-IEP) მიერ გამოქვეყნებულ Global Terrorism Index 2026-ს, სადაც წერია, რომ საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია.
01 აპრილი 2026, 11:19
მსოფლიო
მარკო რუბიო: ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და აღნიშნა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ მათ ალიანსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.
01 აპრილი 2026, 11:16
საზოგადოება
დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან(EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია.
01 აპრილი 2026, 11:12
პოლიტიკა
ანა დოლიძე გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს - 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ მიერ 26 მაისს თბილისში დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 26 მაისი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის.
01 აპრილი 2026, 10:59
პოლიტიკა
ლაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია - ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარ დასაქმებული
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჯოხაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს.
01 აპრილი 2026, 10:57
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს
სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
01 აპრილი 2026, 10:56
მსოფლიო
მარკო რუბიო: თუ რთულ დროს ევროპელები საკუთარი ბაზებით სარგებლობის უფლებას არ მოგვცემენ, რა საჭიროა მაშინ ნატო?
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში ნატოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი შექმნილი იყო არა მხოლოდ ევროპაში ამერიკული ბაზების განთავსებისთვის, არამედ საჭიროების ჟამს ევროპული სამხედრო ბაზებით სარგებლობისთვის.
01 აპრილი 2026, 10:55
სპორტი
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია⚽
ცნობილი გახდა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ყველა, 48-ვე მონაწილე გუნდი. ერაყის ნაკრებმა კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის ერთ-ერთ ფინალურ მატჩში ბოლივია 2:1 დაამარცხა და იმ 47 ნაკრებს შეუერთდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მანამდე უკვე მოახერხეს. ისინი 12 ჯგუფში არიან გადანაწილებულები.
01 აპრილი 2026, 10:39
ტექნოლოგიები
მისია Artemis 2 მთვარეზე 1 აპრილს გაფრინდება🚀
რაკეტა SLS, რომელმაც კოსმოსში ხომალდი „ორიონი“ უნდა გაიყვანოს უკვე სასტარტო მოედანზეა. ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება: აშშ-ის სამი მოქალაქე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე. ისინი 10-დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს წრეს დაარტყამენ. მათი მთავარი ამოცანაა „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 - ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.
01 აპრილი 2026, 10:37
მსოფლიო
რუბიო ირანთან ომზე: ფინიშის ხაზს ვხედავთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანთან ომში ფინიშის ხაზი გამოჩნდა, თუმცა მას საბრძოლო მოქმედებების დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელება არ სურს.
01 აპრილი 2026, 10:29
სამართალი
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


