imedi /  19 დეკემბერი 2025, 18:37 / სანდო წყარო

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის მიმდინარეობისას გაკეთებულმა უნიკალურმა აღმოჩენებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქალაქის დიდი ისტორია

ნინო ლაცაბიძე

ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერიამ და რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხში, ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიციის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს.

კონფერენციაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს ექსპედიციისა და რუსთავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა ნაზიბროლა პაჭიკაშვილმა, ექსპედიციის წევრებმა მათე ახალაიამ და ზურაბ მაღრაძემ.

რუსთავის ციხის ტერიტორიაზე ინტენსიური საველე კვლევის ფარგლებში, გამოვლენილ იქნა მრავალი არტეფაქტი, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის უნიკალური ნიმუშები, რომლებიც IX–X საუკუნეებით თარიღდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდა რკინის სამი მუზარადი და ჯაჭვის პერანგი. რუსთავის სასახლის კვლევის დროს ნაპოვნი ისტორიული ნივთები ამ ეპოქის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის, ამიერკავკასიაში ერთადერთია. საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტების გარდა, სასახლის მე-4 და მე-5 ოთახებში, IX-X საუკუნეებით დათარიღებული მოჭიქული ჭურჭელი იქნა ნანახი.

„რუსთავისთვის და ჩვენი გუნდისთვის 2025 წელი, არქეოლოგიური მიმართულებით გამორჩეული იყო. რუსთავში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ექსპედიცია ჩავატარეთ, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის უძველესი ისტორიის დამადასტურებელი უნიკალური ნივთები იქნა აღმოჩენილი. დღეს გამართულ კონფერენციაზე შედეგები შევაჯამეთ, ასევე სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. ექსპედიცია ძალიან ბევრი მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი, პირველ რიგში იმით, რომ უნიკალურმა აღმოჩენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქალაქის დიდი ისტორია. რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქზე ჩატარებული ექსპედიცია მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ამ პროცესში ახალგაზრდები ჩაერთნენ და ჩვენი ქალაქის ისტორიული აღმოჩენების უშუალო მონაწილეები გახდნენ. კულტურის სამინისტროსთან ერთად, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს და მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი წამოწყება გაიზიარა და ჩვენთან ერთად იყო. ასევე მადლობა იმ გეგმებისთვის, რომელსაც სამინისტროსთან ერთად, ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ღონიძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და დეპუტატები, არქეოლოგები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები და მოხალისეები დაესწრნენ.

რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქზე და იქ არსებულ შუა საუკუნეებით დათარიღებულ სასახლეზე, რუსთავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები, მიმდინარე წლის ივლისში, რუსთავის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე დაიწყო.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს საგანძურზე ზრუნვა. წელს რუსთავში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები გვაქვს. მომავალ წელს არქეოლოგიური სამუშაოები უნდა გაგრძელდეს არა მხოლოდ რუსთავში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

ივლისიდან დღემდე ექსპედიციამ, რომელშიც მოხალისეების სტატუსით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რუსთაველი მოსწავლეები, პროფესიონალი არქეოლოგები, რიგითი რუსთაველები იყვნენ ჩართულები, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები გააკეთა. ამ აღმოჩენებს და ზოგადად, რუსთავში მიმდინარე ექსპედიციას, საკმაოდ ფართო გამოხმაურება ჰქონდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მედიასივრცეში. რუსთავის აღმოჩენებზე წერდნენ არქეოლოგიაზე სპეციალიზებული მედიაპლატფორმები, ფორუმები და სადისკუსიო ონლაინ პლატფორმები.

რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის პირველი ეტაპი დასრულდა. შუა საუკუნეების სასახლის კვლევა 2026 წელსაც გაგრძელდება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

02 აპრილი 2026, 16:22

მსოფლიო

მაკრონმა ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა.

02 აპრილი 2026, 16:05

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.

02 აპრილი 2026, 15:57

საზოგადოება

წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:55

რეგიონი

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.

02 აპრილი 2026, 15:45

საზოგადოება

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:35

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი

მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.

02 აპრილი 2026, 15:30

საზოგადოება

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ჯეიკობ ჰელბერგი

02 აპრილი 2026, 15:08

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს

აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.

02 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

02 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

02 აპრილი 2026, 15:05

თავდაცვა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:03

საზოგადოება

ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

რენდ პოლი

02 აპრილი 2026, 14:54

მსოფლიო

ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან

ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 14:50

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა, ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ლოკაციაზე დაბრუნების წესზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა მკაცრად არ არეგულირებს მანძილს, თუმცა გულისხმობს, რომ ცხოველის დაბრუნება არ უნდა მოხდეს კონკრეტული ობიექტების, მაგალითად, ბაგა-ბაღების უშუალო შესასვლელებთან.

მიხეილ ყაველაშვილი

02 აპრილი 2026, 14:48

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება

მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარსიანი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია.

02 აპრილი 2026, 14:47

სამართალი

სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 14:43

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა

მინისტრს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპატრულო პოლიციის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.

ნინო ენუქიძე

02 აპრილი 2026, 14:43

პოლიტიკა

ნინო ენუქიძე: აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა

2026 წლის იანვარ-მარტის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააკეთა.

დეკანოზი ლევანი (ალადაშვილი)

02 აპრილი 2026, 14:40

საზოგადოება

დეკანოზი ლევან ალადაშვილი: პატრიარქის არჩევა მოხდება წმინდა სინოდის წევრების მიერ და ეს მათი გადასაწყვეტია - პატრიარქის ფაქტორი, მისი ანდერძი, მისი არჩევანი, ალბათ, დიდწილად გათვალისწინებული იქნება.

პატრიარქის ეს გადაწყვეტილება შემდეგ განმტაცებდა, როდესაც მან რამდენიმეგზის მეუფე შიოს მან მადლობა გამოუცხადა იმის გამო, თუ როგორ უძღვებოდა ის მის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, - განაცხადა დეკანოზ ლევან ალადაშვილმა საპატრიარქოში ხვალ გასამართ წმინდა სინოდის სხდომაზე საუბრისას.

სალომე კვარაცხელია

02 აპრილი 2026, 14:37

საზოგადოება

სალომე კვარაცხელია: თუ გორის თავშესაფარში ძაღლები კანონიერად დააძინეს ან დაწვეს, საჭიროა დახარჯული პრეპარატების აღრიცხვის ფორმები და თითოეული ცხოველის სიკვდილის აქტი ვეტერინარის ხელმოწერით

„ცუკა ფონდის" თანადამფუძნებელი სალომე კვარაცხელია ითხოვს დოკუმენტებს, რომ დადასტურდეს ინფორმაცია, რომ თითქოს ძაღლებს ცოცხლად წვავენ სიცრუეა.