აჭარის მთავრობის სხდომაზე სულხან თამაზაშვილმა რეგიონში მიმდინარე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა
ფოტო: აჭარის მთავრობა
აჭარის მთავრობის სხდომაზე, სულხან თამაზაშვილმა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
,,რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. გასულ კვირას, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დავათვალიერეთ როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე საგანმანათლებლო, სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურული ობიექტები. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო ბათუმის მერიამ - 2026 წლის ბოლოს, ბათუმში გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მთავრობის თავმჯდომარემ ციტრუსის სეზონი შეაჯამა და განაცხადა, რომ ყველა შესაბამისი უწყებისა და პროცესში ჩართული რგოლის კოორდინირებული მუშაობით, ციტრუსის სეზონი მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე წარიმართა.
სულხან თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექისა და დიდთოვლობის პერიოდში გზის გაწმენდით სამუშაოებზე. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სამსახურების მიერ ეფექტურად და კოორდინირებულად იყო უზრუნველყოფილი, როგორც ადმინისტრაციული, ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.
სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია და ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ დადებითი დინამიკა ფიქსირდება. ასევე, განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
,,დადებითი დინამიკა გვაქვს როგორც ვიზიტორების, ასევე, სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, მათ შორის, საოჯახო ტიპის სასტუმროების მიმართულებით, რაც დამერწმუნებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, გააჟღერა ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან 100 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 5 000 ლარამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, მთავრობის თავმჯდომარე შეეხო ბოლო დროის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს, რაც ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე შენობებთან მიმდინარე აქციებს უკავშირდება. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შენობა სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შენობები სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის და მას კომერციული დანიშნულება არ ექნება. შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ განცხადებას დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ არ აჰყვნენ გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ თემის ირგვლივ რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება. სახელმწიფო არ მისცემს არავის უფლებას, რომ თვითნებურად დაიკავონ აღნიშნული ობიექტი“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, აჭარაში დღეის მდგომარეობით 2 000-მდე ეკომიგრანტია, რომელთა ნაწილს სახელმწიფო ქირით უზრუნველყოფს. აღნიშნული მიზნით ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ 6 მილიონი ლარი იხარჯება.
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ეს თანხა სხვა, ასევე, მნიშვნელოვან მიმართულებებში გამოვიყენოთ - იქნება ეს სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამები“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 16:30
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ რომლის რეალიზაცია სხვადასხვა დროს განახორციელა.
03 აპრილი 2026, 16:19
საზოგადოება
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას.
03 აპრილი 2026, 15:47
მსოფლიო
ირანული მედია ამერიკელი მფრინავის ტყვედ აყვანის შესახებ იუწყება
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ირანის საჰაერო სივრცეში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო მისი პილოტი ტყვედ აიყვანა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 15:41
პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი და ჯგუფის წევრი ზურაბ ქადაგიძე მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
03 აპრილი 2026, 15:41
საზოგადოება
კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება
ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.
03 აპრილი 2026, 15:40
პოლიტიკა
კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით
არ გინდათ, რომ გაიგოთ სიმართლე რა არის. პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სვამთ შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელეებზე უნდა გავცე პასუხი, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
03 აპრილი 2026, 15:39
საზოგადოება
კახა კალაძე: ლილოში ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი
გუშინ რაც მოხდა ლილოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან ზოგი ცოფით, ზოგი მძიმე ავადმყოფობით. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
03 აპრილი 2026, 15:36
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე
სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე,- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.
03 აპრილი 2026, 15:34
პოლიტიკა
კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს
შეკითხვაში იტყუებით. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა გაქვთ საზოგადოება მოატყუოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. თქვენ შეიძლება თქვენი „ბაბლი“ მოატყუოთ და ამყოფოთ სიცრუეში, მაგრამ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოთ ხალხი, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უფასო სასადილოების თაობაზე დასმული კითხვის შესახებ.
03 აპრილი 2026, 15:26
საზოგადოება
თბილისის მერი პეკინის გამზირის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 15:22
ჯანდაცვა
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ.
03 აპრილი 2026, 15:16
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე: არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს
არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.
03 აპრილი 2026, 15:12
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი
ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ.
03 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
03 აპრილი 2026, 15:03
რეგიონი
ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.
03 აპრილი 2026, 14:59
პოლიტიკა
კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე: მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს
გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს.
03 აპრილი 2026, 14:59
პოლიტიკა
შაქარიშვილი: „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან, კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ
რამდენიმე დღეა, „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან. კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
03 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
კახა კალაძე: უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ
უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუფე შიოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
03 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
კახა კალაძე მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით: ის ქმედებები, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.
03 აპრილი 2026, 14:57
საზოგადოება
ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეების მართვის საკითხებზე ერთობლივი კომისიის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი, ტყის მართვის ერთობლივი კომისიის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


