რუსთავში უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების 8000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება
ფოტო: რუსთავის მერია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავში, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების, 8000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტირებას ახორციელებს. არქიტექტურული კონცეფციების კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია „სტუდიო 9“-მ წინასაპროექტო კვლევა უკვე დაასრულა.
პროექტირების დეტალები, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან, პარლამენტში რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეზვიაშვილთან ერთად, ადგილზე განიხილა.
„რუსთავის საფეხბურთო მოედნის პროექტირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აქ მე-4 კატეგორიის, უეფას სტანდარტების სტადიონი აშენდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქებში არა მხოლოდ ფუნქციურად დატვირთული სპორტული ობიექტები ავაშენოთ, არამედ ახალი არქიტექტურული ღირებულების ობიექტებიც მივიღოთ. ამაში აქტიურად არიან ჩართული დარგის სპეციალისტები: არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, რა თქმა უნდა თვითმმართველობის წარმომადგენლები და ერთობლივად ხდება გადაწყვეტილების მიღება თუ რომელი არქიტექტურული ნამუშევარი არის ამ ეტაპისთვის ღირებული. შემდგომში დაიწყება უკვე პროექტირება. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ რუსთავში არა მხოლოდ მნიშვნელოვან სპორტულ, არამედ ლანდშაფტზე მორგებულ არქიტექტურულ ობიექტსაც მივიღებთ. რუსთავი თავისი განსხვავებული და განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა და ჩვენ გვინდა, რომ ქალაქში თანამედროვე, 21-ე საუკუნის არქიტექტურაც შემოვიტანოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავში ყველა ერთად, ძალიან მალე გავხსნით საინტერესო და მნიშვნელოვან სპორტულ ობიექტს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
პირველი საფეხბურთო სტადიონი რუსთავში 1948 წელს, სწორედ იმ პერიოდში გაიხსნა, როდესაც უძველესი ქალაქის ადგილზე გაშენებულ ახალ რუსთავს, ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
„2026 წელს რუსთავში, ჩვენი ქალაქისთვის უპრეცედენტო, ფაქტობრივად მეგა პროექტების წელი იქნება. ეს პროექტები, რუსთაველების ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და განსაკუთრებული აქცენტი, სპორტზე გაკეთდება. ახალი საფეხბურთო სტადიონი, რომლის მშენებლობაც პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით დაიგეგმა, ზუსტად იმ ადგილზე აშენდება, სადაც მე-20 საუკუნის 50-იან წლებში რუსთავის ფეხბურთის ისტორია დაიწყო. უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი, უზარმაზარი ახალი შესაძლებლობა იქნება ჩვენი ქალაქისთვის, არა მხოლოდ სპორტული, არამედ ზოგადი განვითარების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტირების დასრულების შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდი, სამშენებლო ტენდერს გამოაცხადებს.
„რუსთავის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი პროექტირების ნაწილში უკვე აქტიურ ფაზაშია. ჩვენ ამაზე მუშაობა გასული წლის აგვისტოში დავიწყეთ და ამ ეტაპზე პროექტანტს ქალაქ რუსთავის მერიიდან სამშენებლო პირობები უკვე აღებული აქვს და უშუალოდ ესკიზურ ნაწილზე მუშაობს, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა ჩაგვბარდეს. რაც შეეხება პროექტირების ფაზას, მისი საბოლოო ვადა არის მაისი, შესაბამისად ჩვენ აქტიურად გავივლით ყველა იმ ეტაპს, რაც საჭიროა საბოლოოდ ტენდერის გამოცხადებისთვის“, - განაცხადა ბექა ურუშაძემ.
მოგვიანებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა სტუდია 9-ის ოფისშიც, სადაც არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო კვლევის შედეგები, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, პარლამენტარებს ირაკლი შატაკიშვილსა და ალექსანდრე დალაქიშვილს, მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელს კობა ძლიერიშვილს წარუდგინა.
რუსთავში ფეხბურთს დიდი ისტორია აქვს პირველი საფეხბურთო გუნდი „მეტალურგი “ სტადიონის გახსნიდან ერთ წელიწადში - 1949 წელს დაარსდა. 1948 წელს, როდესაც რუსთავში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა, ქალაქი სულ რამდენიმე ქუჩას მოიცავდა და მოსახლეობის რაოდენობა 4000 იყო. ამის მიუხედავად, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობა მაინც დადგა და 3000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდა.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 23:28
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო
საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.
03 აპრილი 2026, 23:07
რეგიონი
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
03 აპრილი 2026, 22:45
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.
03 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა
პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
03 აპრილი 2026, 22:33
მსოფლიო
CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს
ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
03 აპრილი 2026, 22:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.
03 აპრილი 2026, 22:04
მსოფლიო
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.
03 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.
03 აპრილი 2026, 21:33
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
03 აპრილი 2026, 21:26
კულტურა
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
03 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.
03 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.
03 აპრილი 2026, 21:01
სამართალი
ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.
03 აპრილი 2026, 20:56
სპორტი
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
03 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.
03 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.
03 აპრილი 2026, 20:37
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით
გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან, - განუცხადა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).
03 აპრილი 2026, 20:29
მსოფლიო
Fox News: დონალდ ტრამპს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ
Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარასკევს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ.
03 აპრილი 2026, 20:21
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3538 გამოაქვეყნა.


