„საქართველოს მელიორაცია“: ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობა ხელს შეუწყობს სარწყავი წყლის ეფექტიან განაწილებას
ფოტო: საქართველოს მელიორაცია
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გიგლა თამაზაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილ ირიგაციის ახალი ტარიფის შესახებ. მისი განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.
„შეცვლილი ტარიფი ფერმერებს ტვირთად არ დააწვებათ, რადგან მათ გვერდით სახელმწიფო დგას. ცვლილებები განხორციელდა სარწყავი წყლის ტარიფის სუბსიდირებაში - თუ აქამდე სუბსიდია მიმართული იყო „საქართველოს მელიორაციისკენ“, შეცვლილი მიდგომით ფინანსური მხარდაჭერა უშუალოდ ფერმერებზე იქნება ორიენტირებული. ახალი მიდგომის პირობებში ფერმერები არ იგრძნობენ ფინანსურ წნეხს, ისარგებლებენ სარწყავი წყლით და შეუფერხებლად შეძლებენ მიწების დამუშავებას“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
კომპანიის ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს „საქართველოს მელიორაციის“ ძირითადი მიზნები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების ეტაპები და მოსალოდნელი შედეგები გააცნო. ყურადღება გაამახვილა სერვისების გაუმჯობესების მნიშვნელობაზეც. აღნიშნა, რომ სარწყავი სეზონის დაწყებამდე დმანისში გაიხსნება მომსახურების ცენტრი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელშეკრულებების ადგილზე გაფორმებას შეძლებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობას ფერმერებთან კომუნიკაციის და სამელიორაციო მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ოპერატიულად გაფორმების პროცესში.
გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ასრულებს სარწყავი სეზონის ორგანიზებულად დაწყების უზრუნველყოფაში. აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიის კოორდინირებული მუშაობა ხელს შეუწყობს წყლის რესურსის ეფექტიან განაწილებას და თითოეული ფერმერის ინტერესების დაცვას.
ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
ყველა სიახლე
28 თებერვალი 2026, 20:14
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციას გმობს
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა დაგმო აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები და თეირანის საპასუხო დარტყმები. მან მხარეებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდა.
28 თებერვალი 2026, 20:04
პოლიტიკა
მაგდა ანიკაშვილი: კლასიკური დებატების ნაცვლად დღეს ღია ეთერი დაეთმობა დისკუსიას სიტყვის თავისუფლების და მედიაგარემოს შესახებ. ვეცდებით, ვუპასუხოთ მთავარ კითხვას - ვის ინტერესებშია ცენზურის დაწესება ქართველი მაყურებლისთვის
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობაზე კვლავ უარი თქვეს ოპონენტებმა. ნაწილი გადაცემის ზარებს არ პასუხობდა, ნაწილი სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობდა სტუმრობაზე. იყვნენ ისეთებიც, ვინც ჯერ დათანხმდა, თუმცა შემდეგ ეთერზე უარი თქვეს.
28 თებერვალი 2026, 19:51
მსოფლიო
კირ სტარმერის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა „ცაში თვითმფრინავები ააფრინა“, რათა ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეები დაიცვას
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეების დასაცავად სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა.
28 თებერვალი 2026, 19:13
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აიათოლა ალი ხამეინიზე: რამდენადაც მე ვიცი, ცოცხალია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალია.
28 თებერვალი 2026, 19:03
საზოგადოება
პროექტის - „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა
პროექტის - „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა.
28 თებერვალი 2026, 18:37
საზოგადოება
თსუ-ში ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორის ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლების სხვადასხვა იურიდიულ თუ ინტერდისციპლინურ თემაზე დაწერილი სტატიებია თავმოყრილი.
28 თებერვალი 2026, 18:34
რეგიონი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
28 თებერვალი 2026, 18:31
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ოპოზიციაზე: ამერიკის შეერთებული შტატების იმ ხელმძღვანელობას მიმართავენ დღეს, რომელსაც წლების განმავლობაში ლანძღავდნენ. რა სინდისი აქვთ, როგორ უნდა მიმართონ მათ საერთოდ - მათ არ აქვთ არანაირი პოლიტიკური მომავალი
ამერიკის შეერთებული შტატების იმ ხელმძღვანელობას მიმართავენ დღეს, რომელსაც წლების განმავლობაში ლანძღავდნენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
28 თებერვალი 2026, 18:28
პოლიტიკა
ოთარ ჭულუხაძე: მას შემდეგ, რაც რევოლუციის 5 მცდელობა ჩავარდა და რადიკალურმა ოპოზიციამ კრახი განიცადა, საჭიროა მათი რაღაც ტიპის რეაბილიტაცია. ამ რეაბილიტაციისთვის ცდილობენ, რომ ორი მედია დაასანქცირონ
მას შემდეგ, რაც რევოლუციის 5 მცდელობა ჩავარდა და რადიკალურმა ოპოზიციამ კრახი განიცადა, საჭიროა მათი რაღაც ტიპის რეაბილიტაცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფილოსოფოსმა ოთარ ჭულუხაძემ.
28 თებერვალი 2026, 18:17
პოლიტიკა
ოთარ ჭულუხაძე თავისუფალ მედიაზე თავდასხმა: ეს არის გამოწვევა, რომელიც მშვიდად, ორგანიზებულად და მეტი სუვერენული ხედვით უნდა მივიღოთ და ვუპასუხოთ
„ამ სანქციებს განსაკუთრებული გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მაგრამ არის გათვლა, რომ გარკვეული შიდა რყევები გამოიწვიოს, ერთგვარი კბილის მოსინჯვის ამბავია და სამომავლო სიგნალია, რომ ვიღაცებს კიდევ დავასანქცირებთ და შეშინდითო. თუმცა, ვხედავ, რომ საზოგადოების სიმწიფე და სუვერენიტეტის იდეის გარშემო გაერთიანებულობა ამ რყევებს ვერ გამოიწვევს. ეს არის გამოწვევა, რომელიც მშვიდად, ორგანიზებულად და მეტი სუვერენული ხედვით უნდა მივიღოთ და ვუპასუხოთ. “, - აღნიშნა ფილოსოფოსმა.
28 თებერვალი 2026, 18:05
პოლიტიკა
ჭეიშვილი ბრიტანეთზე: რასაც უწუნებ რუსეთს და იგივეს აკეთებ არა შენს, არამედ სხვა ქვეყანაში, რის არანაირი სამართლებრივი უფლება არ გაქვს, რომ ჩაერიო სხვის პოლიტიკაში, დაუწესო ცენზურა ყველაზე რეიტინგულ არხებს, ეს მინიმუმ არასწორია
რასაც შენ უწუნებ რუსეთს და იგივე მეთოდებით შენ აკეთებ არა შენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყანაში, რის არანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება არ გაქვს, რომ ჩაერიო სხვის პოლიტიკაში და მით უფრო, დაუწესო ცენზურა ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ არხებს, ეს მინიმუმ არასწორია და ვერანაირ შეფასებას ვერ გააკეთებს ამასთან დაკავშირებით ვერც ბრიტანეთის ელჩი და ვერც ერთი ქვეყნის შიდა თუ გარე მტერი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
28 თებერვალი 2026, 18:01
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ბევრი ქვეყანა გინახავთ, სადაც პრემიერი იჯდეს და ედებატებოდეს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 3%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს? ეს საშუალება მიეცათ ქვეყნის მტრებს და თავიდანვე უარი თქვეს
„თავიდანვე განაცხადეს უარი დებატებში მონაწილეობაზე. ქვეყნის მტრებზე ვსაუბრობ, რადიკალური ოპოზიციაც აღარ ჰქვიათ ამათ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
28 თებერვალი 2026, 17:49
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა - რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, აღარასდროს განმეორდება
„2022 წლიდან, ჩვენთან რა პროცესებიც მიმდინარეობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ხელი. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ვერანაირი სანქცია ვერ დაამარცხებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას, ვერანაირი სანქცია გათიშავს ვერც „იმედს“, ვერც „პოსტივის“ და ვერცერთ დამოუკიდებელ არხს. ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა. რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ის ჩვენს ქვეყანაში აღარასდროს განმეორდება“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
28 თებერვალი 2026, 17:30
რეგიონი
მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე ქვისცვენის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
28 თებერვალი 2026, 17:26
პოლიტიკა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გორში რეგიონული წარმომადგენლობების ოფისი გახსნა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების პირველი ოფისი გორში გახსნა და შიდა ქართლის მოსახლეობას გორის თეატრში შეხვდა.
28 თებერვალი 2026, 17:14
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ამაზე ანტიევროპული პერიოდი ევროპას არ ჰქონია
„ეს არის ჟანგბადის მიცემა კვდომაში წასული ოპოზიციისთვის, რომ როგორღაც თავიანთი აგენტურული ძალები გამოაცოცხლონ. ამაზე ანტიევროპული პერიოდი ევროპას არ ჰქონია, რომელიც შექმნეს „დიფ სთეითის“ ხელის ბიჭად ქცეულმა ბიუროკრატებმა და მათ შორის ბრიტანეთის ხელისუფლებაში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა. ასევე ძალიან საცოდავ სიტუაციაში ჩაიგდო თავი ბრიტანეთის ელჩმა, რომელიც არის ამ ძალების გამხმოვანებელი“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
28 თებერვალი 2026, 17:05
რეგიონი
ხაშურის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„სასოფლო გზების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ ყიფიანთუბნის მოსახლეობას გადაადგილების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობები ექნება,“ — აღნიშნა პაატა ჩადუნელმა სამუშაოების დათვალიერებისას.
28 თებერვალი 2026, 16:50
რეგიონი
ვერონა-თელავის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე აღდგენილია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“.
28 თებერვალი 2026, 16:46
რეგიონი
მაღალმთიანი აჭარის სოფლებში საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან აქტიურად იწმინდება
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდება. მიმდინარეობს, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები.
28 თებერვალი 2026, 16:43
მსოფლიო
ესპანეთი, ნორვეგია და საფრანგეთი ისრაელისა და აშშ-ის შეტევას ირანზე გმობენ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ოფიციალური მადრიდი გმობს ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ.


