19 მარტი 2026, 17:32 / სანდო წყარო

დეკანოზი გიორგი პაპუნაშვილი: ერთი მლოცველი და ჩვენი ერის დიდი მეოხი შეემატა ზეციურ საქართველოს. ჩვენი პატრიარქი ისეთი ადამიანია, რომელშიც გაერთიანდა მეცნიერება და რელიგია, ასევე საქართველოს სიყვარული

თელავში კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდა.

ერეკლე მეფის სასახლის კარის ეკლესიაში პანაშვიდი დეკანოზმა გიორგი პაპუნაშვილმა გადაიხადა. მან პატრიარქის განვლილი წლები გაიხსენა და მის ღვაწლზე ისაუბრა.

„მთელი ერის მწუხარებაა, მაგრამ სანუგეშო და სასიხარულო ისაა, რომ ერთი მლოცველი და ჩვენი ერის დიდი მეოხი შეემატა ზეციურ საქართველოს. ჩვენი პატრიარქი ისეთი ადამიანია, რომელშიც გაერთიანდა მეცნიერება და რელიგია, ასევე საქართველოს სიყვარული და მაგალითია, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს და მით უმეტეს, მღვდელმთავარს, პატრიარქს თავისი სამშობლო“, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი პაპუნაშვილმა.

ყველა სიახლე

19 მარტი 2026, 18:57

საზოგადოება

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესია: ამ მძიმე ჟამს, ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარნი და მრევლი, ერთი პირითა და ერთი გულით, ქართველ ერთან ერთად აღავლენენ ლოცვას

ბელარუსის მართლმადიდებელმა მაცხოვრებლებმა ღრმა მწუხარებით მიიღეს ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიწიერი გზის დასრულების შესახებ, - ნათქვამია მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტის, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსის ბენიამინის წერილში.

19 მარტი 2026, 18:51

საზოგადოება

ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, 22 მარტის ჩათვლით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, 22 მარტის ჩათვლით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.

თეა სიჭინავა

19 მარტი 2026, 18:50

საზოგადოება

„დღეს განცდა უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ, დანაკარგი - ილია მეორე ჩვენი სულიერი სივრცის განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენ სხვა პატრიარქი არც გვახსოვს - დღეს რაღაც ფუნდამენტური, ჩუმად და უხმაუროდ შეიცვალა“ - თეა სიჭინავას მონოლოგი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული „დღის ქრონიკა“, - განაცხადა „დღის ქრონიკის“ წამყვანმა თეა სიჭინავამ გადაცემის წარდგენისას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მიეძღვნა.

პიტ ჰეგსეტი

19 მარტი 2026, 18:40

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: ჩვენ არ გვსურს ომის დასრულების კონკრეტული ვადების დადგენა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ ირანთან ომში დასახული მიზნებს გეგმის შესაბამისად მიჰყვება, თუმცა მას კვლავ არ დაუკონკრეტებია ომის დასრულების ზუსტი ვადები.

გურამ ნიკოლაშვილი

19 მარტი 2026, 18:37

საზოგადოება

გურამ ნიკოლაშვილი: როდესაც ის პატრიარქი გახდა, ხანდახან წირვაც აკრძალული ჰქონდა. ამ მდგომარეობიდან მოახერხა არა მარტო ეკლესიის ფეხზე წამოყენება, ეკლესია აქცია იმ სივრცედ, ბუდედ, სადაც ყველაზე პროგრესულ ნაწილს კრებდა

როდესაც ის პატრიარქი გახდა, ხანდახან წირვაც აკრძალული ჰქონდა, მთელს ზაფხულს მარტყოფში ატარებდა და თბილისშიც ვერ ჩამოდიოდა, ყველა ნაბიჯი უნდა შეეთანხმებინა მაშინდელი სამსახურებისთვის. ამ მდგომარეობიდან მოახერხა არა მარტო ეკლესიის ფეხზე წამოყენება, ეკლესია აქცია იმ სივრცედ, ბუდედ, სადაც ყველაზე პროგრესულ ნაწილს კრებდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე საუბრისას.

გურამ ნიკოლაშვილი

19 მარტი 2026, 18:35

საზოგადოება

გურამ ნიკოლაშვილი: არ არსებობს ადამიანი, ვისაც პატრიარქის მიმართ პატივისცემა არ ჰქონია, მტერიც კი. სხვა აღმსარებლობის ადამიანებიც მისგან გრძნობდნენ სიყვარულს, სიბრძნეს და სულ აღნიშნავდნენ ამას

არ არსებობს ადამიანი, ვისაც პატრიარქის მიმართ პატივისცემა არ ჰქონია, მტერიც კი. სხვა აღმსარებლობის ადამიანებიც მისგან გრძნობდნენ სიყვარულს, სიბრძნეს და სულ აღნიშნავდნენ ამას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ისტორიკოსმა გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფიგურაზე საუბრისას.

გურამ ნიკოლაშვილი

19 მარტი 2026, 18:35

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი ილია მეორეზე: პატარა მდოგვის მარცვლიდან რამხელა შედეგი მივიღეთ. მინავლებული ნაკვერჩხლიდან მან აანთო კოცონი - იგი შეუერთდა მე-20 საუკუნის მოწამე, დიდი პატრიარქების რიცხვს

სამებაში დღე და ღამე ხალხის ნაკადი არ წყდება. ეს მეტყველებს, საიდან დაიწო და პატარა მდოგვის მარცვლიდან რა შექმნა - რამხელა შედეგი მივიღეთ. მინავლებული ნაკვერჩხლიდან მან აანთო კოცონი. იგი შეუერთდა მე-20 საუკუნის მოწამე, დიდი პატრიარქების რიცხვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.

19 მარტი 2026, 18:32

საზოგადოება

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ილია II განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით წინამძღვრობდა ქართული სულიერებისა და კულტურული იდენტობის განმტკიცებას. მისი დიდი ღვაწლი დიდხანს ემახსოვრებათ საქართველოში და მის საზღვრებს მიღმაც

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნადეჟდა ნეინსკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

გურამ ნიკოლაშვილი

19 მარტი 2026, 18:24

საზოგადოება

გურამ ნიკოლაშვილი: ვერ დავასახელებთ ვერაფერს, რასაც ილია მეორე შეეხო და რაც არ იყო გამსჭვალული ეროვნული სულისკვეთებით. სხვანაირად ის არ აკეთებდა არაფერს

მან ყველაფერში ჩადო უდიდესი სიყვარული მრევლის, ქართველების და საქართველოსი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე საუბრისას.

არქიმანდრიტი იოვანე

19 მარტი 2026, 18:23

პოლიტიკა

არქიმანდრიტი იოვანე: იმდენად დიდი იყო ჩვენი პატრიარქის მიმართ სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენ მიმართ, რომ ჩვენს გულებში სულ გვინდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო

„ვუსამძიმრებ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, რომლებიც ნამდვილად ჩვენი პატრიარქის სულიერი შვილები ვართ და ყველანი ძალიან განვიცდით ჩვენი უწმინდესის გარდაცვალებას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პატრიარქი უკვდავი გვეგონა და ვერ წარმოგვედგინა, რომ შეიძლებოდა გარდაცვლილიყო. იმდენად დიდი იყო ჩვენი მის მიმართ სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენ მიმართ და ჩვენს გულებში სულ გვინდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო. სამწუხაროდ, დადგა ის დღე, როცა ჩვენ გარდაცვლილ პატრიარქზე გვიწევს საუბარი და ძალიან ვწუხვართ ამის გამო“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა.

19 მარტი 2026, 18:20

საზოგადოება

ბათუმის მერია პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებს უფასოდ მოემსახურება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

19 მარტი 2026, 18:20

საზოგადოება

მთავრობის წევრები და პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები სამების საკათედროს ტაძარში მივიდნენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ირაკლი ბრაჭული

19 მარტი 2026, 18:15

საზოგადოება

ირაკლი ბრაჭული: პატრიარქი ხშირად იმეორებდა, რომ მთავარი უნდა იყოს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, არა ინფორმაციის დაგროვებაზე, არამედ ანალიზის უნარზე

პატრიარქი ხშირად იმეორებდა, რომ მთავარი უნდა იყოს ანალიტიკური აზროვნება, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, არა ინფორმაციის დაგროვებაზე, არამედ ანალიზის უნარზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფოსმა ირაკლი ბრაჭულმა.

19 მარტი 2026, 18:11

საზოგადოება

თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტოები განთავსდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ბანერები განთავსდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.

ირაკლი ბრაჭული

19 მარტი 2026, 18:05

საზოგადოება

ირაკლი ბრაჭული ილია მეორეზე: პატრიარქი არ იყო მარტო ეკლესიის ხელმძღვანელი და ფართომასშტაბიანი ისტორიული მოვლენების ორგანიზატორი, ის იყო დიდი მოაზროვნე და ერის ინტელექტუალური ლიდერიც

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფოსმა ირაკლი ბრაჭულმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის იმ ინტერესებზე და ხედვებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით, ფართო საზოგადოებისთვის შესაძლოა, ნაკლებად იყოს ცნობილი.

მამა იოანე

19 მარტი 2026, 17:54

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოვანე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის მთავარი საზრუნავი იყო, რომ ადამიანი ახლოს მისულიყო ღმერთთან

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის მთავარი საზრუნავი იყო, რომ ადამიანი ახლოს მისულიყო ღმერთთან, რაც ხდება სწორი ეკლესიური ცხოვრებით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით და ყველა ქრისტიანს ურჩევდა, ხშირად მიეღო წმინდა ზიარება. ეს მისი ერთგვარი ანდერძიც არის“, - აღნიშნა მამა იოვანემ.

19 მარტი 2026, 17:51

მსოფლიო

„ევროპის სახალხო პარტია“ უკრაინას მედიის თავისუფლების დაცვისა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

„ევროპის სახალხო პარტიამ“ 50 წლის იუბილესთად დაკავშირებით გაფართოებული სამიტი ჩაატარა და სპეციალური განცხადება გაავრცელა.

19 მარტი 2026, 17:38

საზოგადოება

კუბაში საქართველოს საელჩოში უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი

კუბაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი.

19 მარტი 2026, 17:18

საზოგადოება

PABSEC: მისი უწმინდესობა ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა. გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა

„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოსა (PABSEC) და პირადად ჩემი სახელით, მსურს გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა, როგორც საქართველოში, ისე შავი ზღვის რეგიონში. მისმა სიბრძნემ, მორალურმა ავტორიტეტმა და დიალოგისა და ურთიერთგაგებისადმი ურყევმა ერთგულებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ხალხთა შორის ჰარმონიის გაძლიერებაში. თქვენო აღმატებულებავ, მწუხარების ჟამს გთხოვთ მიიღოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ“, - აღნიშნულია წერილში.