ნინო ლაცაბიძე: ჩვენ გვაქვს მიზანი და გეგმა, რომ რუსთავში წყალმომარაგების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ
ფოტო: რუსთავის მერია
რუსთავის მერია და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია რუსთავის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოების ერთობლივ მონიტორინგს აგრძელებენ. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
კომპანია GWP-იმ ხრამი-რუსთავის მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპი დაიწყო. პროექტი 1 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური მილსადენის შეცვლას ითვალისწინებს.
ნინო ლაცაბიძე და დავით ნარმანია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
„ჩვენ გვაქვს მიზანი და გეგმა, რომ რუსთავში წყალმომარაგების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ. ის მეგაპროექტები, რომლებსაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს დავიწყებთ, ჩვენს ქალაქს განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. კომპანია, რომელიც ქალაქის წყალმომარაგებაზეა პასუხისმგებელი, აბსოლუტურად მზად უნდა დახვდეს ამ პროექტებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიასთან ერთად და აქტიურ მონიტორინგს ვუწევთ მიმდინარე პროცესს. 2022 წლიდან დღემდე ძალიან დიდი სამუშაოა ჩატარებული და შედეგიც სახეზე გვაქვს. ჩვენი გუნდი აგრძელებს მუშაობას, რომ რუსთავის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა საბოლოოდ დავძლიოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მიმდინარე პროექტის მონიტორინგის შემდეგ, სამუშაო შეხვედრა რუსთავის მერიაში გაგრძელდა, სადაც 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვა პროექტებიც განიხილეს.
„განვიხილეთ რუსთავის წყალმომარაგების საკითხები, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც GWP-ის მიერ ხორციელდება, ასევე რუსთავის ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები. დღეს რუსთავში სახეზე გვაქვს შემცირებული ავარიები, უფრო უკეთესი და საიმედო წყალმომარაგება, თუმცა ეს არასაკმარისია. მიმდინარე სამუშაოების აქტიური ტემპი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და შენარჩუნდეს იმისთვის, რომ თითოეულ პრობლემას მივხედოთ სათანადოდ“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
ხრამი-რუსთავის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში სრულად განახლდება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი, რაშიც კომპანია 1.6 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის მარტში დაიწყო და მისი დასრულება ივნისშია დაგეგმილი.
„ხრამი-რუსთავის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციის პროექტი მასშტაბურობიდან გამომდინარე სამ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი 2024 წელს წარმატებით დასრულდა და განახლდა 2.2 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. მეორე ეტაპის ფარგლებში რეაბილიტირდა 2.3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი. მესამე ეტაპზე დაგეგმილია დამატებით 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის ქსელის განახლება, რისთვისაც კომპანია 1.6 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოების დასრულება 2026 წლის ივნისში იგეგმება“, - განაცხადა GWP-ის ტექნიკურმა დირექტორმა გიგა ნადირაძემ.
კომპანია GWP მიმდინარე წელს რუსთავში 15 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ცენტრალური მაგისტრალის გარდა, იგეგმება ქსელური წყალსადენების და წყალარინების რეაბილიტაციაც. გათვალისწინებულია რუსთავის წყალმომარაგების სისტემისთვის ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს შექმნაც, რაც ქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობის დამატებითი გარანტია იქნება.
ყველა სიახლე
25 მარტი 2026, 12:54
მსოფლიო
თურქეთში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ბიზნესმენები, მსახიობები, მოდელები დააკავეს
თურქეთის ქალაქ სტამბოლის პროკურატურამ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში 16 ადამიანის დაკავების ორდერი გამოსცა, რომელთაგან 14 უკვე დაკავებულია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
25 მარტი 2026, 12:54
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება - 2025 წელს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 2026 წლის იანვარში კი ზრდამ 7,9% შეადგინა. მინისტრმა ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა Eagle Hills-ის უმსხვილეს ინვესტიციაზე და აღნიშნა, რომ პროექტები, რომლებიც თბილისსა და აჭარაში განხორციელდება, გაზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.
25 მარტი 2026, 12:46
სამართალი
საქართველო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ „MILLENIUM“-ის ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ორგანიზებით, 25-26 მარტს საქართველო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ „MILLENIUM“-ის ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს
25 მარტი 2026, 12:32
საზოგადოება
ვებინარი თემაზე „ემპათიური კლასი - როგორ უზრუნველვყოთ მხარდამჭერი გარემო სკოლაში“
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 30 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება ონლაინ ვებინარი თემაზე: „ემპათიური კლასი - როგორ უზრუნველვყოთ მხარდამჭერი გარემო სკოლაში“. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
25 მარტი 2026, 12:31
საზოგადოება
საქპატენტის წარმომადგენლებმა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს
შეხვედრაზე განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების ის ობიექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია სამუზეუმო საქმიანობის გამართული ფუნქციონირებისა და სამუშაო პროცესში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა საავტორო უფლებებსა და, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების როლზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, ასევე კოლექციების დიგიტალიზაციის სამართლებრივ ასპექტებსა და ინტერნეტსივრცეში განთავსების წესებზე.
25 მარტი 2026, 12:24
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი დანიის არჩევნებზე: დანია შედის პერიოდში, როდესაც მისი პოლიტიკა განისაზღვრება არა იმდენად შიდა კონსენსუსით, რამდენადაც საჭიროებით, მანევრირება მოახდინოს გარე ძალებს შორის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება დანიის არჩევნებს. ანალიტიკოსი წერს, რომ შედეგები პარადოქსულია, ვინაიდან გაძლიერდა ყველა პარტია, გარდა „სოციალ-დემოკრატებისა“ - ფორმალურად პირველ ადგილზე მყოფი პარტიისა.
25 მარტი 2026, 12:14
რეგიონი
ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს არსებული სარწყავი ქსელის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ფერმერებისთვის საირიგაციო წყლის მიწოდების ეფექტიანობის გაზრდას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
25 მარტი 2026, 12:12
საზოგადოება
ზურაბ ჩიკვილაძე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება, რომელთა მიხედვით, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას ამიერიდან 300 ბენეფიციარით მეტი მიიღებს.
25 მარტი 2026, 12:09
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი: ქართული ეკლესია იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად
დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ - ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, - ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებაში.
25 მარტი 2026, 12:07
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 25 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
25 მარტი 2026, 11:58
მსოფლიო
POLITICO: მეფე ჩარლზ მესამე აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტით აპრილში ჩავა, ხოლო ტრამპი კირ სტარმერზე ზეწოლას განაგრძობს
გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე პირველი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში აპრილში ჩავა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
25 მარტი 2026, 11:51
კულტურა
საფრანგეთის ქალაქ ლილში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ხელს მოაწერს ევროპის საბჭოს კონვენციას „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“
საფრანგეთის ქალაქ ლილში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ხელს მოაწერს ევროპის საბჭოს კონვენციას „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
25 მარტი 2026, 11:50
საზოგადოება
მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე ახალი ხიდის მშენებლობა იწყება
მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობა იწყება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
25 მარტი 2026, 11:47
სპორტი
ვილი სანიოლი: ახლა კვარა ისეთ ეტაპზეა, როცა შეუძლია თანაგუნდელებს ბევრი რამ გაუზიაროს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა
ახლა კვარა ისეთ ეტაპზეაოცა შეუძლია თანაგუნდელებს ბევრი რამ გაუზიაროს ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა,- განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწრთვნელმა ვილი სანიოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას კაპიტნობის შესახებ.
25 მარტი 2026, 11:44
საზოგადოება
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება
მისი თქმით, თბილისის მერია განაგრძობს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების და მოზარდების აქტიურ მხარდაჭერას და შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.
25 მარტი 2026, 11:41
საზოგადოება
„ჯაოკენ ბილდინგი“ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთათვის საცხოვრებელ კორპუსს სპირიდონ ვირსალაძის ქუჩაზე ააშენებს
კომპანია „ჯაოკენ ბილდინგს“ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი კორპუსი ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ უნდა აეშენებინა, თუმცა პროექტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მშენებლობა ალტერნატიულ ლოკაციაზე - სპირიდონ ვირსალაძის ქუჩის N12-ში განხორციელდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
25 მარტი 2026, 11:41
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად, - ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
25 მარტი 2026, 11:39
ტექნოლოგიები
OpenAI ხურავს ნეიროქსელ Sora-ს, ხელოვნური ინტელექტის მოდელს, რომელსაც ტექსტური მოთხოვნის მიხედვით მოკლე ვიდეოების შექმნა შეეძლო
ნეიროქსელ Sora-ს დეველოპერები პროექტს დაემშვიდობნენ. Sora არის ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელსაც ტექსტური მოთხოვნით მოკლე ვიდეოების შექმნა შეეძლო. კომპანია OpenAI-მ ის 2024 წლის თებერვალში წარადგინა, ხოლო განახლებული მოდელი Sora 2, 2025 წლის შემოდგომაზე გამოუშვა.
25 მარტი 2026, 11:37
პოლიტიკა
თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობას ლევან მესხია დაიკავებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
25 მარტი 2026, 11:35
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია: ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია და მთავარია, რომ ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ
მადლობას გადავუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მე უნდა ვყოფილიყავი. ვგრძნობ ამ დაფასებას და მიხარია რა თქმა უნდა, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ.


