28 მარტი 2026, 10:04 / სანდო წყარო

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერები ხელახლა გამოაცხადა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება, ჯამში, 19 მილიონ ევროს შეადგენს.

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთები წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ნაწილს და აკავშირებს საქართველოს საგზაო ქსელს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, საერთო ჯამში, 61.3 კმ სიგრძის, 4 ზოლიანი, ბეტონის საფარის ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვება გარე განათების სისტემით. ასევე, გათვალისწინებულია 26 ხიდისა და 11 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.

პროექტი ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
მაგისტრალური გზის მონაკვეთების პროექტირება მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ჰოლანდიურმა კომპანიამ განახორციელა.
ტენდერების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შესაბამის ბმულებზე:
https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1774620492
https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1774620926", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

28 მარტი 2026, 11:42

საზოგადოება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის კურთხევით, სიონში, ილია მეორის საფლავთან პანაშვიდები გრძელდება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის კურთხევით, სიონში, ილია მეორის საფლავთან, მოსახსენებელი პანაშვიდები გრძელდება. უწმინდესის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად არ წყდება ხალხის ნაკადი. საფლავთან ისევ გამაგრებითი სამუშაო მიმდინარეობს, რის გამოც მოქალაქეები ჯერჯერობით უშუალოდ საფლავთან შეხებას ვერ ახერხებენ.

აბას არაღჩი

28 მარტი 2026, 11:23

მსოფლიო

აბას არაღჩი: ირანი ისრაელს დიდ ფასს დააკისრებს დანაშაულებისთვის მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი ისრაელს დიდ ფასს დააკისრებს დანაშაულებისთვის მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა.

28 მარტი 2026, 11:22

პოლიტიკა

ღია ეთერი - ეროვნული ღირებულებები და გამოწვევები - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება

ტრადიციული ღირებულებები ლიბერალიზმის დომინაციის ეპოქაში - რა გამოწვევებს უქმნის გლობალისტური დღის წესრიგი მცირერიცხოვანი ქვეყნების ეროვნულ იდენტობას, „ვოუქ“ იდეოლოგია ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ. რას უპირისპირებს ხელისუფლება ახალგაზრდებში იდენტობის პოლიტიკის აგრესიულ პროპაგანდას და რატომ გახდა „ქართული ოცნება“ ბრალდებების სამიზნე ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის გამო. დებატები „ღია ეთერში“ - ეროვნული ღირებულებებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ. ერთმანეთის პირისპირ - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი არჩილ გამზარდია, ფილოსოფიის პროფესორი და მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი თამარ ცხადაძე და თეოლოგი და ფიზიკოსი ლევან აბაშიძე.

28 მარტი 2026, 11:22

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს იწყებს, რომლის დროსაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები სტუდენტებს შეხვდებიან. გაიმართება დისკუსიები.

ფრიდრიხ მერცი

28 მარტი 2026, 11:10

მსოფლიო

მერცმა ტრამპი ირანთან ომის გამო მასშტაბურ ესკალაციაში დაადანასაულა

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის გამო მკაცრად გააკრიტიკა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

დავით სონღულაშვილი

28 მარტი 2026, 11:02

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: აუცილებელია, ყოველდღიურად ვიმოქმედოთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად

28 მარტს „დედმიწის საათი“ აღინიშნება. დედამიწის საათი (Earth Hour) წარმოადგენს გლობალურ გარემოსდაცვით ინიციატივას, რომელიც უკვე 20 წელია ტარდება.

28 მარტი 2026, 10:45

თავდაცვა

რეინჯერთა საპარაშუტო მომზადების კურსი დასრულდა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, სპეციალური მომზადების პროგრამა დასრულდა.

28 მარტი 2026, 10:40

სამართალი

მცხეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს.

28 მარტი 2026, 10:39

პოლიტიკა

სოზარ სუბარი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

შეხვედრაზე, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, საუბარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხო. ხაზი გაესვა მის როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და განვითარებაში, სულიერების გაძლიერებასა და ერის გაერთიანებაში.

28 მარტი 2026, 10:36

მსოფლიო

მედია: რუსეთი 1 აპრილიდან ბენზინის ექსპორტს კრძალავს

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა მოამზადოს დადგენილების პროექტი 2026 წლის 1 აპრილიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

28 მარტი 2026, 10:34

სამართალი

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს, ხოლო სამი პირი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დათხოვნილია უწყებიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო სამი პირი, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დათხოვნილია უწყებიდან.

28 მარტი 2026, 10:33

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, თბილისისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს.

მარკო რუბიო კაია კალასი

28 მარტი 2026, 10:13

მსოფლიო

Axios: რუბიომ კალასს შესთავაზა, თავად მოაგვაროს უკრაინული კრიზისი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა საფრანგეთში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ჰკითხა, როდის დაიკავებს ამერიკა რუსეთთან მიმართებით უფრო მკაცრ პოზიციას, რასაც აშშ-ის პირველი დიპლომატის მხრიდან მძაფრი პასუხი მოჰყვა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

28 მარტი 2026, 10:08

საზოგადოება

გურჯაანში ატმის მწარმოებელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მწარმოებელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 100-მდე ფერმერი ესწრებოდა, როგორც გურჯაანის, ასევე თელავის მუნიციპალიტეტებიდან. შეხვედრის მიზანს დარგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და თანამედროვე აგროტექნოლოგიური რეკომენდაციების გაზიარება წარმოადგენდა.

თეა ახვლედიანი

28 მარტი 2026, 09:33

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა.

28 მარტი 2026, 09:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მარტს საქართველოში

28 მარტს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

დონალდ ტრამპი

28 მარტი 2026, 08:36

მსოფლიო

ტრამპი: მსურს, რომ ჩემი მემკვიდრეობა დაახასიათონ, როგორც დიდებული მშვიდობისმყოფელის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ მომავალში მისი მემკვიდრეობა დაახასიათონ, როგორც მშვიდობისმყოფელი.

სტივ უიტკოფი

28 მარტი 2026, 08:00

მსოფლიო

სტივ უიტკოფის განცხადებით, ირანელებთან შეხვედრა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს.

28 მარტი 2026, 03:52

მსოფლიო

CBS News: 10 ამერიკელი დაშავდა საუდის არაბეთის ავიაბაზაზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად

აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, საუდის არაბეთში მდებარე პრინც სულთანის ავიაბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.