08 აპრილი 2026, 10:10 / სანდო წყარო

გიორგი შონია: ქალაქ ხაშურს წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება

გიორგი შონია

გიორგი შონია

ქალაქ ხაშურში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც მიზნად ადგილობრივი მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის შექმნას ისახავს. ინფორმაციას „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ავრცელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ეტაპობრივად ახორციელებს პროექტს, რომელიც მოიცავს როგორც ქალაქ ხაშურს, ასევე მიმდებარე სოფლების - ცხრამუხასა და ოსიაურის - წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წყალარინების ქსელის მოწყობას.

პარალელურად მიმდინარეობს 30,000-40,000 მოსახლეზე გათვლილი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და 2.5-კილომეტრიანი ბაიპასის პროექტირება-მშენებლობა. მნიშვნელოვანია, რომ გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა მზის პანელები, რაც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის ზრდას და სისტემის მდგრად ფუნქციონირებას.

პროექტი ხორციელდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), ევროკავშირის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში 350 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ხაშურის მოსახლეობამ საბოლოოდ მიიღოს გაუმჯობესებული, უსაფრთხო და თანამედროვე კომუნალური მომსახურება.

ამ მნიშვნელოვან პროექტზე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს, გიორგი შონიას ვესაუბრეთ.

ბატონო გიორგი, რა მასშტაბის პროექტი ხორციელდება ხაშურში?

ქალაქ ხაშურში ნამდვილად მასშტაბური და მრავალკომპონენტიანი პროექტი ხორციელდება, რომელიც ერთდროულად მოიცავს როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულყოფას. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულების სამუშაო - საუბარია კომპლექსურ განახლებაზე, რომელიც ქალაქის და მისი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს მთელი ქალაქის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ეწყობა წყალარინების ქსელი. პარალელურად ხორციელდება სათავე ნაგებობების, რეზერვუარების და მაგისტრალური მილების მშენებლობა, რაც სისტემის გამართულ და უწყვეტ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მეორე ეტაპზე კი დაგეგმილია ქალაქის დარჩენილ ნაწილში წყალარინების ქსელის მოწყობა.

ამასთანავე, ვიწყებთ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს - 30,000-40,000 მოსახლეზე გათვლილი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და 2.5-კილომეტრიანი ბაიპასის პროექტირება-მშენებლობას, რაც ქალაქისთვის ეკოლოგიური და ტექნიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია.

საერთო ჯამში, ხაშურის წყლის და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 300 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, ხოლო გამწმენდი ნაგებობის ცალკე პროექტის ღირებულება 19 მილიონ ევროზე მეტია. პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ჩვენი მთავარი მიზანია, ხაშურის მოსახლეობამ მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და უწყვეტი მომსახურება.

რა ეტაპზეა დღეს ხაშურის წყალმომარაგების პროექტი და როდის იგეგმება მისი დასრულება?

პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო ხაშურის მოსახლეობას იმ დისკომფორტისთვის, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს ახლავს თან. კარგად გვესმის, რომ გადათხრილი ქუჩები, გადაადგილების შეფერხება და ყოველდღიურ ცხოვრებაში შექმნილი სირთულეები მოქალაქეებისთვის სერიოზული პრობლემაა.

თუმცა მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ასეთი მასშტაბური მიწისქვეშა კომუნიკაციების - წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების - მოწყობა და განახლება ზედაპირული სამუშაოებით შეუძლებელია. როდესაც საქმე ეხება მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას, გარკვეულ ეტაპზე გზის საფარის გახსნა და შესაბამის მონაკვეთებზე ინტენსიური სამუშაოების წარმოება გარდაუვალია.

ჩვენ ვცდილობთ, სამუშაოები მაქსიმალურად ორგანიზებულად და ეტაპობრივად შესრულდეს, რათა მოსახლეობისთვის შექმნილი შეფერხებები მაქსიმალურად შემცირდეს. ჩვენი მთავარი მიზანია, ეს დროებითი დისკომფორტი საბოლოოდ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდეს - ხაშურმა მიიღოს მოწესრიგებული, თანამედროვე და გამართული წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ამ დროისთვის ხაშურის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებულ ყველა ძირითად ლოკაციაზე. ხელშეკრულებით პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 24 აპრილი, თუმცა უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ნოემბრისთვის მოიაზრება.

კონკრეტულად, რა სამუშაოებს მოიცავს პროექტი და რა გაუმჯობესებას იგრძნობს მოსახლეობა მისი დასრულების შემდეგ?

პროექტი საკმაოდ ფართომასშტაბიანია და მოიცავს როგორც წყალმომარაგების ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ისე არსებული სისტემების განახლებას და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას.

კერძოდ, პროექტის ფარგლებში ცხრამუხის სათავე ნაგებობაზე მოეწყობა ახალი, ჰორიზონტალური დრენაჟის ტიპის 350-მეტრიანი წყალმიმღები და 5 სასმელ-სამეურნეო ჭაბურღილი, ასევე ნაპირდაცვის მიზნით აშენდება 340-მეტრი ფლეთილი ქვის გაბიონი. ხცისის სათავე ნაგებობაზე, სოფელ ოსიაურის მიმდებარედ, ასევე გათვალისწინებულია 5 სასმელ-სამეურნეო ჭაბურღილის მოწყობა.

ცხრამუხის სათავის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი სატუმბო სადგურის შენობა, საიდანაც წყალი ბეკამის და ზემოსერის რეზერვუარების მიმართულებით გადაიტუმბება. პროექტი, ასევე, მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზერვუარის მშენებლობას და რეაბილიტაციას, მათ შორის ცხრამუხის და ხცისის 250 მ³ მოცულობის შემკრებ რეზერვუარებს, ბეკამში ახალი 2×500 მ³ რეზერვუარების მოწყობას, ზემოსერში ახალი 2×3000 მ³ რეზერვუარების მშენებლობას, ხოლო გაგარინის რეზერვუარების რეაბილიტაციას.

გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია 3.4 კილომეტრი წყალმიმღები მილმდენის, 23.1 კილომეტრი წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, სერვის-ცენტრის რეაბილიტაცია და SCADA სისტემის დანერგვა, რაც წყალმომარაგების პროცესის თანამედროვე მართვას და მონიტორინგს უზრუნველყოფს.

პროექტის დასრულების შემდეგ ხაშურის მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იგრძნობს იმ მხრივ, რომ ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამასთან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხიც, რომელიც სრულ შესაბამისობაში მოვა დადგენილ რეგლამენტთან და თანამედროვე სტანდარტებთან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ ქალაქ ხაშურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამის დოკუმენტს ხელი კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ და კონტრაქტორი კომპანიის - „JV of YDA Insaat San. Ve Tic. A.S. & MITAS Prj. Ins. Teks. ve San. Ver Tic. A.S.“ - წარმომადგენელმა ოზჯან ჩაქმაქმა მოაწერეს.

ხაშურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ქალაქის წყლის და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, რაც არსებითად გააუმჯობესებს წყალარინების სისტემის ფუნქციონირებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას.

კომპანიაში განმარტავენ, რომ წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა მათი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, რადგან ეს მიმართულება პირდაპირ უკავშირდება როგორც გარემოსდაცვით უსაფრთხოებას, ისე მოსახლეობისთვის თანამედროვე, საიმედო და მდგრადი კომუნალური ინფრასტრუქტურის შექმნას.

„წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული მიმართულებაა. ამ ტიპის ინფრასტრუქტურა მხოლოდ ტექნიკური პროექტი არ არის - ის პირდაპირ უკავშირდება გარემოს დაცვას, მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ქალაქების მდგრად განვითარებას.

ხაშურში დაგეგმილი გამწმენდი ნაგებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქში მიმდინარე წყალმომარაგების და წყალარინების მასშტაბური პროექტის სრულფასოვანი შედეგის მისაღებად აუცილებელია, სისტემა იყოს კომპლექსურად გამართული. სწორედ ამიტომ, წყალარინების ქსელის მოწყობასთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობის არსებობას.

ჩვენი მიზანია, ხაშურის მოსახლეობამ საბოლოოდ მიიღოს არა მხოლოდ გაუმჯობესებული წყალმომარაგება, არამედ სრულყოფილი, ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე წყალარინების სისტემა, რომელიც ქალაქის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს“, - განაცხადა გიორგი შონიამ.

ყველა სიახლე

08 აპრილი 2026, 12:02

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა.

08 აპრილი 2026, 11:56

სამართალი

მიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა

აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევებიდან ერთი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში. ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ხუთი ფაქტია გამოვლენილი ერთი მცხეთა-მთიანეთისა და ოთხი კახეთის რეგიონებში.

08 აპრილი 2026, 11:55

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტემენტის ინსპექტორებმა ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

08 აპრილი 2026, 11:53

მსოფლიო

ნეთანიაჰუს ოფისი: ისრაელი აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება, თუმცა ეს ლიბანს არ ეხება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა აშშ-ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის გარიგებას მიესალმება. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:48

პოლიტიკა

პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით

მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე,

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:40

პოლიტიკა

პრემიერი: ინფრასტრუქტურის სამინისტროში წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე ჩვენი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის

„შევეხები ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმის შესრულებას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით, ხარჯების ნაწილში, 107%-ით შესრულდა. მოგეხსენებათ, რომ კორუფციის პრევენციის მიზნით და არასწორი პრაქტიკის პრევენციის მიზნით, შარშან დაგვჭირდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება, შედეგად, შარშან დაუხარჯავი დარჩა დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც სამინისტროს წლევანდელ ბიუჯეტზე გადმოვიდა და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ამ თანხების გადაჭარბებით 107%-ით ათვისებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე ჩვენი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის. მადლობა მინდა, გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:38

პოლიტიკა

პრემიერი: მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარჯეფექტიანად განხორციელდება, გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას

საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:35

პოლიტიკა

პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე

დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი ინსტიტუცია, სახელწოდებით - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე,

თენგიზ შარმანაშვილი

08 აპრილი 2026, 11:32

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ძველ მონაცემებზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ

ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ძველ მონაცემებზე საუბრისას.

08 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე მონაცემებს ისევ არ აახლებს. საქართველოს პრეზიდენტად კვლავ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი - ილია დარჩიაშვილი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე მონაცემებს ისევ არ აახლებს. საქართველოს პრეზიდენტად კვლავ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია

ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ცვლილების შედეგად, საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში

157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ცოტნე ანანიძე

08 აპრილი 2026, 11:26

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: „პუტინს პატიოსანი თვალები აქვს“. მაშინ არ იყო აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული?!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის სასამართლოში დაპირისპირებას და ამ თემის ირგვლივ ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.

08 აპრილი 2026, 11:23

რეგიონი

გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო

გონიო-კვარიათის სანაპიროზე, უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი დაიწყო. კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები - ჯამში 35 ობიექტის მფლობელი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა.

08 აპრილი 2026, 11:23

მსოფლიო

Axios: აშშ-ირანის დროებითი ზავის გამოცხადებიდან მალევე ნავთობზე ფასი მკვეთრად დაეცა

აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ნავთობზე ფასები მკვეთრად შემცირდა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:23

პოლიტიკა

პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის - ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. რკინიგზას ასევე დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები

„ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი - ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას“, - აღნიშნა პრემიერმა.

08 აპრილი 2026, 11:22

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონის“ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

08 აპრილი 2026, 11:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა

„შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- აღნიშნა პრემიერმა.

08 აპრილი 2026, 11:20

სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი, 1979 წელს დაბადებული ჰ.ქ., 1984 წელს დაბადებული ა.ს., 1999 წელს დაბადებული ა.ტ. და 1976 წელს დაბადებული ა.ე. დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

პრემიერი: თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა. ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. ეკონომიკის განვითარებაზე მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება

„ასევე გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები. გასულ წელს ზრდამ შეადგინა 7.5% და მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ბოლოს მონაცემებით შეადგენს 104.6 მლრდ ლარს. პირველად, ჩვენმა ეკონომიკამ გადააჭარბა 100 მლრდ ლარს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებს, 28 მლრდ ლარს. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს 38.1 მლრდ დოლარს. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გასული 5 წლის განმავლობაში 2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მლრდ დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3.5 მლრდ დოლარზე მეტით. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.