რეგიონი
16 აპრილი 2026, 16:10
აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს
უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს - ელისო ბოლქვაძე 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშით, მიმდინარე წლისა და სამომავლოდ დასახული აქტივობების შესახებ ინფორმაციით წარდგა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 15:39
რევაზ სოხაძემ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა
„დღეს კახეთში მოვინახულეთ იმ პროექტების ნაწილი, რომლებსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო ორგანიზაციები ახორციელებენ. დავათვალიერეთ როგორც საგზაო, ისე საგანმანათლებლო მიმართულების მიმდინარე ობიექტები. ბოლო დღეებში რეგიონში აქტუალური იყო სტიქიური მოვლენები, რის გამოც რამდენიმე ლოკაციაზე ვიმყოფებოდით მათი შედეგების შეფასებისა და შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განვსაზღვრეთ ღონისძიებები, რომლებიც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა მომავალში მსგავსი მოვლენების პრევენცია მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს. ასევე, დამატებით განვსაზღვრეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსახორციელებელი სამუშაოები“, - განაცხადა მინისტრმა.
16 აპრილი 2026, 14:26
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე პროკურორებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 10:58
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება.
16 აპრილი 2026, 10:08
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში კიდევ ერთი კულტურული კერა გაჩნდება, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის
რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა.
16 აპრილი 2026, 09:57
კასპის მუნიციპალიტეტში ფერმერებს საირიგაციო მომსახურების ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნეს
კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფი და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მოქმედი სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნო.
15 აპრილი 2026, 20:41
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში - აშენდება 1000-კაციანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც ადგილობრივებს მოემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1000 მაყურებლისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
15 აპრილი 2026, 19:09
გუმბათი-ჩივთქილისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


