რუსთავის ხელოვნების გალერეაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისა და ქვეყნის გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
ფოტო: რუსთავის მერია
რუსთავის ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა, რუსთაველი მხატვრის გურამ მღებრიშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას და ქვეყნის გაქრისტიანების 1700 წლისთავს ეძღვნება.
ექსპოზიციის გახსნას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, რუსთაველი მხატვრები, გურამ მღებრიშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
„ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის გალერეაში, რუსთაველი მხატვრის - გურამ მღებრიშვილის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს ეძღვნება. ხელოვნების გალერეა, რუსთავში 2 წლის წინ გავხსენით. საგამოფენო სივრცემ, ქართველი და უცხოელი მხატვრების ათობით ექსპოზიციას უმასპინძლა უკვე და მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა რუსთავის კულტურული ცხოვრების ეს სფერო“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ექსპოზიციაში, მხატვრის მიერ შესრულებული ხატები და საქართველოს ისტორიის ამსახველი ფერწერაა წარმოდგენილი.
გურამ მღებრიშვილი, თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, წლების განმავლობაში მუშაობდა რუსთავის თეატრში, არის მხატვართა გაერთიანების ,,გამა"-ს დამფუძნებელი. მრავალმხრივ ხელოვანს 26 სპექტაკლი აქვს გაფორმებული და მოხატული აქვს არაერთი ეკლესია-მონასტერი.
გურამ მღებრიშვილის პერსონალური გამოფენა რუსთავის ხელოვნების გალერეაში პირველად იმართება.
ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა რუსთავში ორი წლის წინ გაიხსნა და უკვე ათობით სხვადასხვა ექსპოზიციას უმასპინძლა.
ყველა სიახლე
03 მაისი 2026, 13:45
მსოფლიო
ბოჭორიშვილი: ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართება დისკუსია დაკავშირებადობასა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე. მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა
„ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად, ევროპის რეგიონისთვის. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
03 მაისი 2026, 13:25
რეგიონი
ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა გრიგოლ დალაქიშვილმა და ბესიკ გოფოძემ, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებთან და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს განახლებული მემორიალი და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.
03 მაისი 2026, 12:40
მსოფლიო
მედია: ირანმა აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა
საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმა, რომელიც ირანის ხელისუფლებამ ვაშინგტონს პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადასცა, 14 პუნქტისგან შედგება. როგორც ირანული სააგენტო Tasnim-ი წერს, თეირანის მოთხოვნებს შორის არის:
03 მაისი 2026, 12:28
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მალე განვიხილავ გეგმას, რომელიც ირანმა ახლახან გამოგვიგზავნა, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იყოს
„მალე განვიხილავ გეგმას, რომელიც ირანმა ახლახან გამოგვიგზავნა, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იყოს, რადგან მათ ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ საკმარისად მაღალი ფასი იმისთვის, რაც კაცობრიობისა და მსოფლიოს წინაშე ბოლო 47 წლის განმავლობაში ჩაიდინეს. გმადლობთ ყურადღებისთვის“, - წერს ტრამპი.
03 მაისი 2026, 11:51
მსოფლიო
ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილებში აღმოჩენილი ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს
ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილებში აღმოჩენილი ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს. მედიის ცნობით, დაკავებული 39 წლის მამაკაცია.
03 მაისი 2026, 11:49
მსოფლიო
ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციას მხარს უჭერს
„მე მას დავუდასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უწერს უკრაინის ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან სლოვაკეთს სურს, რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა იყოს. მე ასევე ხაზგასმის აღვნიშნე, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია“, - წერს ფიცო.
03 მაისი 2026, 11:45
მსოფლიო
რესპუბლიკელი სენატორები, როჯერ უიკერი და მაიკ როჯერსი გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
რესპუბლიკელი სენატორები როჯერ უიკერი და მაიკ როჯერსი გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
03 მაისი 2026, 11:40
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: დარტყმების განახლება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ ირანი არასწორად მოიქცევა
„დარტყმების განახლება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ ირანი არასწორად მოიქცევა და რაიმე ცუდს ჩაიდენს. ჩვენ რომ დღეს წავიდეთ, მათ აღსადგენად 20 წელი დასჭირდებათ. მაგრამ არსად მივდივართ. ისე გავაკეთებთ, რომ 2 ან 5 წლის შემდეგ დაბრუნება არ დაგვჭირდეს“, - აცხადებს ტრამპი.
03 მაისი 2026, 11:37
პოლიტიკა
„ქუთაისქალაქობა 2026“ გალაკონცერტით დასრულდა
„ქუთაისქალაქობა 2026“ გალა კონცერტით დასრულდა. ღონისძიებაში ცნობილი ქართველი მომღერლები და ჯგუფები მონაწილეობდნენ.
03 მაისი 2026, 11:33
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ღონისძიება გაიმართა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობას. როგორც აღინიშნა, დღეს გარე ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ახალგაზრდობა და მათი დეზორიენტაციაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი ახალი პლატფორმის შექმნა, რომელიც მათ ინტერესებზე, საჭიროებებსა და, რაც მთავარია, ეროვნულ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული.
03 მაისი 2026, 11:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: უკვე დადგა დრო, მკვეთრად გავმიჯნოთ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციისგან - მათი დრო უკვე დასრულებულია და აუცილებლად უნდა გავიდნენ ქართული პოლიტიკური ველიდან, იმისთვის რომ ჯანსაღი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში
„ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ქვეყნის საწინააღმდეგოდ, სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ოპოზიციაში უდგას თავის ქვეყანას. შესაბამისად, მათ არანაირი ოპოზიციური პარტიები აღარ ჰქვიათ, მით უფრო როცა საკონსტიტუციო სასამართლოში არის მათი საქმე. არაფერი გააჩნიათ და იმას ვერ იყოფენ და რამე ძალაუფლება რომ მისცე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩააგდებენ ერთმანეთს და რა კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ საერთოდ? ამიტომ, ბუნებრივად, მათი დრო უკვე დასრულებულია და აუცილებლად უნდა გავიდნენ ქართული პოლიტიკური ველიდან, იმისთვის რომ ჯანსაღი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
03 მაისი 2026, 11:25
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეალური პოლიტიკური შედეგი არის ნული, ამ ადამიანებს საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ
იშვირონ თითები ერთმანეთის მიმართ, ლანძღონ ერთმანეთი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებენ ანტიეროვნულ და ანტიქართულ სახეს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.
03 მაისი 2026, 11:25
სამართალი
სამართალდამცველებმა ავტომობილის გატაცების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს - ის წარსულში გატაცების 30-მდე ფაქტზეა მხილებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილ „ფორდის“ მარკის ავტომობილს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
03 მაისი 2026, 11:23
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი: მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სექტორის მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა გამოთქვეს მზაობა, შექმნან საოჯახო კალათა და საუკეთესო ფასები შესთავაზონ მომხმარებელს
„არსებობს საშუალოვადიანი გეგმა, გრძელვადიანი სტრატეგია და კომისიამ იმსჯელა და მოკლევადიანი გეგმაც შეიმუშავა. არაერთი პრაქტიკა შევისწავლეთ, მათ შორის უნგრული და რუმინული, რომელიც იყო ძალიან აგრესიული ჩარევა, მაგრამ ისეთი ქვეყნების მაგალითებიც შევისწავლეთ, როგორებიც იყო საფრანგეთი და საბერძნეთი, სადაც იყო რბილი ინტერვენცია და ჩვენც ამის რეკომენდაცია გავეცით. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სექტორის მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა აღნიშნული მიმართულებით გამოთქვეს მზაობა, რომ ასეთ მოდელის საფუძველზე იმუშაონ, შექმნან საოჯახო კალათა, სადაც სწრაფი მოხმარების საბაზისო პროდუქტები იქნება და გამოთქვეს მზაობა, რომ საუკეთესო ფასები შესთავაზონ მომხმარებელს“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
03 მაისი 2026, 11:18
სამართალი
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.
03 მაისი 2026, 11:16
ეკონომიკა
ლაშა რიჟამაძე: პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას მთლიანად სადისტრიბუციო და მწარმოებელთა სექტორი იზიარებს
კომისიის დასკვნას მთლიანად სადისტრიბუციო და მწარმოებელთა სექტორი იზიარებს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძემ.
03 მაისი 2026, 11:00
სპორტი
სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის უფროსისგან, დეტალური ინფორმაცია მიიღო სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სასაზღვრო სექტორების მშენებლობისა და აღჭურვის მიმართულებით არსებულ საჭიროებებს. სულხან თამაზაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე მესაზღვრეებისა და სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
03 მაისი 2026, 10:36
სპორტი
მიქაუტაძემ და ზივზივაძემ ესპანეთის და გერმანიის ჩემპიონატებში დუბლები შეასრულეს⚽
ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ლევანტეს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა. 5-დან 2 გოლი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გაიტანა. მიქაუტაძემ მეტოქის კარი 38-ე და 68-ე წუთზე აიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
03 მაისი 2026, 10:33
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს.


