„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გორში ახალგაზრდებთან შეხვედრას მართავენ
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან - ასეთია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის, მიზანი და მოტივი, რომელიც უკვე რიგით მე-6 რეგიონულ კონფერენციას ამჯერად გორში მასპინძლობს.
ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან შეკითხვები მათთვის აქტუალურ თემებზე და მმართველი გუნდის წევრებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ, ასევე, დააფიქსირებენ საკუთარ აზრს და იქნება მსჯელობა აქტუალურ თემებსა და გამოწვევებზე.
დეტალებს რატი მეტრეველი გიამბობთ.
ყველა სიახლე
16 მაისი 2026, 12:25
მსოფლიო
პუტინმა დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების ბრძანებულებას მოაწერა ხელი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში მცხოვრებლებისთვის გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღების ბრძანებულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
16 მაისი 2026, 12:16
რეგიონი
თბილისსა და რეგიონებში რაგბის სტადიონებისა და ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს
ქუთაისის „აიას“ სარაგბო კომპლექსში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ივნისში დაგეგმილ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს. მუნიციპალური განვითარების ფონდი კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად მუშაობს, რომ საჭირო სამუშაოები დროულად დასრულდეს, - განაცხადა ქუთაისის სარაგბო კომპლექსის დათვალიერების შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
16 მაისი 2026, 12:11
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
16 მაისი 2026, 12:10
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სანდო და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას
სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა უცვლელად, სტაბილურ დონეზე დატოვა. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე - შეფასებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა შესადარისი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
16 მაისი 2026, 12:09
მსოფლიო
მარკო რუბიო: ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც უკვე დიდი ხანია შეერთებულ შტატებში ვაწყდებით, არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის დეინდუსტრიალიზაცია დავუშვით
აშშ-ში სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან დეინდუსტრიალიზაცია დაუშვა.
16 მაისი 2026, 12:00
საზოგადოება
პროტოპრესვიტერი გიორგი: ოჯახის სიწმინდის დღე მთელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ამ დამოკიდებულებაში გამთლიანებულია როგორც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე ხელისუფლება და მთელი ქართველი ერი
ოჯახის სიწმინდის დღე მთელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ამ დამოკიდებულებაში გამთლიანებულია როგორც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე ხელისუფლება და მთელი ქართველი ერი, - განაცხადა პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ.
16 მაისი 2026, 11:57
პოლიტიკა
„ქრონიკა“ ამ დრომდე ელოდება პასუხს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან კოპენჰაგენში აქციის მონაწილეების მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან ქმედებების შესახებ
„ქრონიკა“ ამ დრომდე ელოდება პასუხს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან კოპენჰაგენში აქციის მონაწილეების მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან ქმედებების შესახებ. მანამდე „ქრონიკამ“ საქართველოში დანიის საელჩოს მიმართა, რომელმაც ქვეყნის საგარეო უწყებასთან გადაამისამართა.
16 მაისი 2026, 11:46
პოლიტიკა
თეკლა თიკანაშვილი: გვჯერა, რომ სწორედ ახალგაზრდული ხმა და ახალგაზრდების ჩართულობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს - შიდა ქართლელმა ახალგაზრდებმა გამოთქვეს იდეები, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა
ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ახალგაზრდული ხმა და ახალგაზრდების ჩართულობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა განაცხადა შიდა ქართლში ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრის შესახებ.
16 მაისი 2026, 11:42
პოლიტიკა
მარიამ გრიგოლიშვილი: შიდა ქართლში ახალგაზრდების ძირითადი საჭიროებაა მეტი ახალგაზრდული სივრცის არსებობა, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაცვალონ იდეები და მუნიციპალიტეტებს წარუდგინონ პროექტები
რიგით მეექვსე რეგიონულ ტურნეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია გორში მასპინძლობს. დღეს დიალოგი მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და შიდა ქართლის ახალგაზრდებს შორის გაიმართა. სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და მმართველი საბჭოს წევრები, მათ შორის მარიამ გრიგოლიშვილი შეხვდნენ.
16 მაისი 2026, 11:39
სამართალი
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 662 აბი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
16 მაისი 2026, 11:36
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩინეთი აკეთებს იმას, რასაც მეც ვიზამდი, ჩინეთის ლიდერი რომ ვყოფილიყავი. ისინი დღეს მსოფლიოში და მომავალში ყველა საკვანძო მრეწველობაში დომინირებას მოპოვებას ცდილობენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ჩინეთი დღეს ცდილობს მოიპოვოს დონიმირება მსოფლიოში და მომავალში ყველა საკვანძო მრეწველობაში.
16 მაისი 2026, 11:35
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისთვის მზადება მიმდინარეობს
უწმინდეს ილია მეორის მიერ დაწყებულ ტრადიციას, პატრიარქი შიო მესამე განაგრძობს. ქაშვეთიდან სამებამდე ტრადიციული მსვლელობა ხვალ, 11:00 საათიდან დაიწყება. მსვლელობის მონაწილეებს სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დალოცავს.
16 მაისი 2026, 11:32
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღეს გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მასშტაბური სახალხო მსვლელობა დაიწყება
გორში მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ 11:30 საათზე მასშტაბური სახალხო მსვლელობა დაიწყება. მრევლი სასულიერო პირებთან ერთად, ბაირაღებით და საგალობლებით ქალაქის რამდენიმე ქუჩა მოივლის და ფეხით ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრამდე მივა.
16 მაისი 2026, 11:28
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღეს ლოცვითი მსვლელობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, მსვლელობებს რეგიონებში ეპარქიების მმართველები უხელმძღვანელებენ
თელავში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში 11:00 საათიდან პარაკლისი დაიწყება. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი, ერეკლე მეფის ძეგლამდე სასულიერო პირების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების ფეხით მსვლელობა მოეწყობა
16 მაისი 2026, 11:25
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: ყველა შეხვედრის მერე ახალგაზრდების ჩართულობა და აქტიურობა იმატებს და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მივაღწევთ იმ შედეგს, რაც ჩვენი ახალგაზრდების მომავლისთვის იქნება კარგი და საინტერესო
ვისაუბრებთ ყველა იმ თემებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება. ვისაუბრებთ პრობლემებზე, გაკეთებულ საქმეებზე და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი შეხვედრა გამოგვივა, -განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრის დაწყებამდე.
16 მაისი 2026, 11:24
მსოფლიო
მარკო რუბიო: თუ ვენსი აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრას გადაწყვეტს, მე მას მხარს დავუჭერ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ NBC News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ, თუ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მომდევნო არჩევნებში პრეზიდენტად კენჭისყრას გადაწყვეტს, ის მას მხარს დაუჭერს.
16 მაისი 2026, 11:23
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-ი ანგარიშში ხაზს უსვამს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს
საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-ი ანგარიშში ხაზს უსვამს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.
16 მაისი 2026, 11:02
რეგიონი
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია და უახლოეს პერიოდში დასრულდება. პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.
16 მაისი 2026, 10:58
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა
ჯიღაურაში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, პლატფორმა „მადამ სომელიეს“ ორგანიზებით, ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.


