ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა
ფოტო: აჭარის მთავრობა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხარისხიანი სათესლე მასალის ხელმისაწვდომობაზე, სარწყავი სისტემების გაუმჯობესებასა და ფერმერთა ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებზე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ფერმერებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ხულო ყოველთვის გამოირჩეოდა კარტოფილის წარმოებით და აუცილებელია ყველა ფერმერს ჰქონდეს შესაძლებლობა აწარმოოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქცია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადგილობრივმა მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა იგრძნოს როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური მიმართულებით.
„ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მნიშვნელოვანია ფერმერების გაძლიერება, საგაზაფხულო სამუშაოების მონახულება ადგილზე და ფერმერებთან უშუალო კომუნიკაცია. ხულო დაკავშირებულია მრავალფეროვნებასთან. ვფიქრობ, ის პროექტები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, ხელს შეუწყობს ფერმერებს აჭარის მაღალმთიანეთში. ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე, ახალი პროექტების დანერგვა, სიახლეების შემოტანა, მთის გაძლიერება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ამ ყველაფერს სჭირდება გამართული ინფრასტრუქტურა, მთავრობის ხელშეწყობა და ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა ფერმერებს, კარტოფილის ჯიშის „მესხური წითელი“ 3000 კილოგრამი სათესლე მასალა უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნული სათესლე მასალით განხორციელდება სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მაღალპროდუქტიული, ელიტური სათესლე მასალის კვლავწარმოებას და მეკარტოფილეობის დარგში მოსავლიანობის ზრდას.
დღევანდელი შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ხულოს მუნიციპალიტეტში მეკარტოფილე ფერმერების საჭიროებების, არსებული გამოწვევების განხილვა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი პროგრამების, ასევე მხარდაჭერის მექანიზმების გაცნობა.
ყველა სიახლე
22 მაისი 2026, 13:38
მსოფლიო
Bloomberg: ბრიუსელმა სერბეთი გააფრთხილა, რომ ჩინური ინვესტიციების ზრდა ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს შეამცირებს
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ჩინეთთან სიახლოვის გამო ევროკავშირთან ურთიერთობებში „წითელ ხაზს“ უახლოვდება.
22 მაისი 2026, 13:37
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის - როდესაც მუდმივად გვესმის შანტაჟი, მუქარა, ზეწოლა და სანქციების ენა, ამას პარტნიორობა აღარ ჰქვია. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს
საქართველო არ არის ევროკავშირზე ეკონომიკურად მიბმული ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოს მომავალი ბრიუსელის ბიუროკრატების გადაწყვეტილებებზე არ დგას, წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის, ვინაიდან შანტაჟს, მუქარას, ზეწოლას და სანქციების ენას პარტნიორობა არ ჰქვია.
22 მაისი 2026, 13:35
კულტურა
კულტურის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე იმსჯელა.
22 მაისი 2026, 13:33
საზოგადოება
რა აქტივობებს გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში - უწყება მოქალაქეებს გორში უმასპინძლებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, თენგიზ სისაურმა 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში უწყების მეირ დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.
22 მაისი 2026, 13:16
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური ხასიათისაა და ასეთად დარჩება. სხვა სცენარი ვერ იქნება
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური ხასიათისაა და ასეთად დარჩება.
22 მაისი 2026, 12:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „პროირანულობის“ ბრალდების შესახებ: ჯო უილსონი ამ ჯადოსნურ ფორმულირებას მანტრასავით იმეორებს. ეს ადამიანი არის სხვადასხვა ლობისტური ხელშეკრულებების ნაწილი, აქვს თავისი შემოსავალი ამ თემაზე, ვაცადოთ, ყოველ ჯერზე აიღოს თავისი შემოსავალი
ბოლოს როდის იგრძენით ირანის გავლენა საქართველოში? ყველამ ხომ ვიცით, რომ ეს არის ერთი ადამიანის, ჯო უილსონის აკვიატება, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას საქართველოს ხელისუფლების „პროირანულობასთან“ დაკავშირებით.
22 მაისი 2026, 12:48
საზოგადოება
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა მდგრადობის ანგარიშგების საკითხებზე კონფერენცია გამართა
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, გამართა კონფერენცია თემაზე - „მდგრადობის ანგარიშგება და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურება: საერთაშორისო გამოცდილება და მნიშვნელობა საქართველოსთვის“.
22 მაისი 2026, 12:45
პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფს ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფმა ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ერჟან სადენოვმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მოინახულეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამ ურთიერთობის დაზიანებაში ჩვენი წვლილი არის ნული. ამიტომ თუ უკრაინის ხელისუფლებას აქვს მზაობა, რომ სათანადო დასკვნები გამოიტანოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არ იყო სწორი ამ ურთიერთობებში და რა უნდა გამოსწორდეს, ამას მხოლოდ მივესალმებით
ამ ურთიერთობის დაზიანებაში ჩვენი წვლილი არის ნული. ამიტომ ველით, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, თუ მას აქვს მზაობა, რომ სათანადო დასკვნები გამოიტანოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არ იყო სწორი ამ ურთიერთობებში და რა უნდა გამოსწორდეს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა.
22 მაისი 2026, 12:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როგორ შეიძლება მხარდაჭერა ჰქონდეს იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ უცხო ქვეყნის ელჩის ვასალი უნდა იყოს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ოქროს გალია რკინის გალიაზე რაიმეთი უკეთესია, ძალიან ცდება, მთავარი თავისუფლებაა
რა თქმა უნდა არ განიხილავს, მაგრამ მათთვის რა აზრის აქვს, ვინც ცდილობს ასეთი საკითხის წამოყენებას - 2026-ში, 27-ში, თუ 28-ში დამარცხდებიან, რა მნიშვნელობა აქვს, მარცხი ხომ ყოველთვის მარცხია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს „ქართული ოცნება“? რა შემთხვევაში შეიძლება ვნახოთ ასეთი არჩევნები, რადგან ამის მოლოდინი არსებობს“.
22 მაისი 2026, 12:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი PACE-ზე: რახან მათ აბრევიატურაში ევროპა წერია, ამიტომ უფლება აქვთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდონ?! ჩვენ რა, ჩვენი სუვერენიტეტი მატო რუსეთთან მიმართებაში გვაინტერესებს? დიახაც, ზუსტად იმეორებს რუსეთის პოლიტიკას, ვინც ცდილობს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდოს
ეს აღარ არის უკვე ტყუილის და დეზინფორმაციის შემცველი ანგარიშები, ეს არის თაღლითური ანგარიშები. ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, რომელსაც აქვს სპეციფიკური მიზანი, რომ განზრახ ტყუილით ნახონ სარგებელი და დააზიანონ სხვა. ეს ანგარიში არის პოლიტიკური თაღლითობის მაგალითი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე.
22 მაისი 2026, 12:37
მსოფლიო
უნგრეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. დაღუპულია ერთი ადამიანი
უნგრეთის ქალაქ ტისაუივაროშში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: არის ყველა საფუძველ, მხარდაჭერა დაკარგული ჯგუფი, რაღაცაზე გაბოროტებულები და თავის ემოციურ პრობლემებს ახვევენ სხვებს. მათ ნეგატიურ ემოციას სხვა გასავალი არ აქვს და ერთ-ერთი, სადაც ამის გასავალს ხედავენ, არის რუსთაველზე გამოსვლა და საკუთარი ემოციებისგან დაცლა
ვხედავთ, რომ არის აბსოლუტურად ყველა საფუძველ, მხარდაჭერა დაკარგული ჯგუფი, რომელიც უბრალოდ რაღაცაზე არიან გაბოროტებულები და თავის ემოციურ პრობლემებს ახვევენ სხვებს. მათ ნეგატიურ ემოციას სხვა გასავალი არ აქვს და ერთ-ერთი, სადაც ამის გასავალს ხედავენ, არის რუსთაველზე გამოსვლა და საკუთარი ემოციებისგან დაცლა, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
22 მაისი 2026, 12:29
პოლიტიკა
პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: რა დემოკრატიაზე გვედავება ეს ადამიანი, შეხედოს ბერლინში როგორ შლიან მიტინგებს და ამის შემდეგ გველაპარაკოს ძალადობაზე - ბერლინში უმასპინძლეს და ჩაიხუტეს სირიის ლიდერი, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს
პაპუაშვილი პეტერ ფიშერს ურჩევს შეხედოს როგორ ხდება ბერლინში მიტინგების დარბევა, ასევე გაიხენოს ის ფაქტი, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში ჩავიდა და სირიის ის ხელისუფლება „ჩაიხუტა“, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს და შემდეგ ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიაზე და ძალადობაზე.
22 მაისი 2026, 12:15
რეგიონი
RBL-ის ფარგლებში გურიის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებმა, აზიის განვითარების ბანკის Result-Based Lending-ის (RBL) - შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, გურიაში, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან პირველი ეტაპის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:13
სამართალი
სგპ ყაზბეგის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
მიმდინარე წლის 1-20 მაისის პერიოდში, ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის 31 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:12
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინსიტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:09
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 46 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:07
სამართალი
კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


