სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტ „სამიკიტნოს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭიათურაში კვების ობიექტი „სამიკიტნო“ (მის: ჭიათურის რაიონი, სოფ. კალაური, ინდმეწარმე ლ. მ.) გეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა: გამწოვი სისტემის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა მიმდებარე ტერიტორიაზე. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.
ყველა სიახლე
15 სექტემბერი 2026, 09:36
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მტკიცება, რომ ხელოვნური ინტელექტი „მსოფლიოს დაიპყრობს“, ისეთივე ტყუილია, როგორიც გლობალური „დათბობა“, რომლის მიხედვითაც, ამ დროისთვის ყველა უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მტკიცება იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს დაიპყრობს, ისეთივე ტყუილია, როგორც გლობალური დათბობა, რომლის მიხედვითაც, ახლა ყველა უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო.
15 სექტემბერი 2026, 09:22
მსოფლიო
Reuters: ნატოს გამანადგურებელმა ლიეტუვაში დრონი ჩამოაგდო
ნატოს გამანადგურებელმა თვითმფრინავმა გვიან ღამით ლიეტუვის ტერიტორიაზე დრონი ჩამოაგდო. ინფორმაციას Reuters-ი ლიეტუვის ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 09:05
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
15 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ტაგანროგში Ozon-ის საწყობი დაბომბეს
უკრაინულმა ძალებმა 15 სექტემბრის ღამეს რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ხოლო როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში რუსული ონლაინ-ვაჭრობის გიგანტ Ozon-ის საწყობი რაკეტებით დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 08:47
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 სექტემბერს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
15 სექტემბერი 2026, 08:38
ეკონომიკა
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი გაიზარდა 22.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი გაიზარდა 3.3 პროცენტით.
15 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ახალი ინიციატივის შესახებ წერს.
15 სექტემბერი 2026, 08:20
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე გახარიას პარტიაზე: მუდმივად ცდილობენ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას. ისინი ვერ გამოვიდნენ საბოტაჟის რეჟიმიდან
მუდმივად ცდილობენ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ გახარიას პარტიაზე საუბრისას.
15 სექტემბერი 2026, 08:10
პოლიტიკა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელებს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პირველი მოსმენით იმსჯელებს. ცვლილება ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს.
15 სექტემბერი 2026, 08:01
საზოგადოება
დღეიდან საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი იწყება
დღეიდან საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი იწყება. 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში ბევრი სიახლით იხსნება. შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლდა საგნობრივი სტანდარტები, რის საფუძველზეც მიმდინარეობს ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი.
15 სექტემბერი 2026, 07:54
პოლიტიკა
პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას - კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ
ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
15 სექტემბერი 2026, 07:50
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი, ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვქონდა რესურსი, მტკიცედ დაგვეცვა მშვიდობა ძალიან დიდი გამოწვევების და პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად
ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
15 სექტემბერი 2026, 01:52
მსოფლიო
Financial Times: აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში, საფრანგეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთხოვს, მოუხსნან სანქციები რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვს
ინფორმირებული წყაროების თანახმად, აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში, საფრანგეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთხოვს, მოუხსნან სანქციები რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 00:55
მსოფლიო
ბელგიაში პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - დაწყებულია გამოძიება. ვიდეო
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ბელგიაში, ნიველ-ჟენაპის პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად უსწორდება, საზოგადოების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 00:19
პოლიტიკა
პრემიერი: ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი
ჩვენ რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე. ეს არის პრინციპული საკითხი, რაზეც უნდა ვისაუბროთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება.
15 სექტემბერი 2026, 00:06
პოლიტიკა
პრემიერი: ბანერით რომ დაადგები თავზე პლაჟზე, დისკომფორტს რომ უქმნი ტურისტს, მიზანი რა გაქვს, თუ არა ის, რომ ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში?! ამით იცავ ტერიტორიულ მთლიანობას? მიშა მშვილდაძე რუსებზე აქირავებს ბინას და მერე გამოდის რუსოფობიური განცხადებებით, ეს არის ორმაგი სტანდარტი
„როდესაც პლაჟზე თავზე ადგები რუს ტურისტს და ამით გინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ხომ აბსურდია?! სადაც თქვენ დადიხართ იმ ტელევიზიის მფლობელი მიშა მშვილდაძე რუსებს აქირავებს ბინას და მერე გამოდის რუსოფობიური განცხადებებით, რომ - პლაჟზე, დიახ, უნდა დაადგე რუს ტურისტს. გემით რომ ჩამოდის ტურისტი, აქცია უნდა მოუწყო, ეს არის ორმაგი სტანდარტი,"- აღნიშნა პრემიერმა.
15 სექტემბერი 2026, 00:01
პოლიტიკა
პრემიერი: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს ერთ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, რეაგირება მყისიერი იქნება
როდესაც ჩატარდა პარტიული ყრილობა და ცნობილი განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ამის შემდეგ წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ყველა პრინციპული პრობლემა დაგვეძლია კორუფციასთან დაკავშირებით, იმდენად რთული იყო კორუფციასთან გამკლავება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
14 სექტემბერი 2026, 23:49
პოლიტიკა
პრემიერი: თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და თითქოს აქედან მოიპარეს ფული, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დებატებისას ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას კითხვას, რომელიც კულტურის ყოფილ მინისტრ თიკა რუხაძის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების არამიზნობრივად დახარჯვის საკითხს შეეხებოდა.
14 სექტემბერი 2026, 23:03
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს, მათი მთავარი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარის გაღება რუსი ტურისტისთვის, რუსი ბიზნესმენისთვის, რომ „ფულს სუნი არ უდის“
„რა ხდებოდა 2008 წლიდან 2012 წლის ბოლომდე, ვიდრე შეიცვალა ხელისუფლება - ჩვენ გვახსოვს ფაქტები, ლარსზე როგორ ხვდებოდა მაშინდელი პრეზიდენტი. ამას ხომ მათი მხარდამჭერებიც უყურებდნენ, რომლებიც დღეს არიან მთავარი რუსოფობები ამ ქვეყანაში. მათი საყვარელი ლიდერი, მაშინდელი ხელისუფლების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, პირდაპირ ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს. მათი მთავარი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და სხვები პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარის გაღება რუსი ტურისტისთვის, რუსი ბიზნესმენისთვის, რომ „ფულს სუნი არ უდის“ და ასე შემდეგ და ეს მათ შორის საქმითაც იყო გამოხატული“.
14 სექტემბერი 2026, 22:58
მსოფლიო
CBS News: დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი თქმით, „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო
აშშ-ის პრეზიდენტის შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა ორშაბათს დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი მხრიდან „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა CBS News-ი ავრცელებს.


