ხულოს მუნიციპალიტეტში ფრენბურთში დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა
ფოტო: Facebook
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ფრენბურთში პედაგოგებს შორის დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის 7 გუნდი მონაწილეობდა. დაძაბული ბრძოლის შედეგად, პირველი ადგილი ღორჯომის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე ტუნაძეების გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი დიოკნისის გუნდს ერგო.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ყველა სიახლე
30 ივლისი 2026, 20:15
საზოგადოება
რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინიციატივა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა. ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი.
30 ივლისი 2026, 20:10
პოლიტიკა
მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრემიერ-მინისტრმა ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.
30 ივლისი 2026, 19:58
მსოფლიო
„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება
UEFA-მ, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ხუთშაბათს მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას როგორც კაცების, ისე ქალების ტურნირებში. აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება.
30 ივლისი 2026, 19:45
მსოფლიო
ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა ყველა არსებული რესურსის მობილიზებას ახდენს მას შემდეგ, რაც ათასობით ახალგაზრდა მაროკოელი ესპანურ ენკლავ სეუტაში გადასვლას შეეცადა.
30 ივლისი 2026, 19:35
მსოფლიო
Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა
მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - მიზეზი დიზელის საწვავის მიწოდების შეფერხება და მდინარე დნესტრში წყლის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება გახდა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.
30 ივლისი 2026, 19:31
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია
რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე.
30 ივლისი 2026, 19:13
პოლიტიკა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი კამრან ალიევი და საქართველოს დელეგაციის წევრები.
30 ივლისი 2026, 19:10
საზოგადოება
გივი მიქანაძე: რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებულ აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - მთავარი ამოცანაა, რომ დაფინანსების ახალი მოდელი მაქსიმალურად მორგებული იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტების საჭიროებებზე
მინისტრმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.
30 ივლისი 2026, 19:07
პოლიტიკა
ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან
ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას.
30 ივლისი 2026, 19:00
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ, ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი“ (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ პარტია მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარს აირჩევს თავმჯდომარედ.
30 ივლისი 2026, 18:48
მსოფლიო
POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს, - წერს გამოცემა POLITICO.
30 ივლისი 2026, 18:24
სამართალი
პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
30 ივლისი 2026, 18:22
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი ტრადიციების შეურაცხყოფაზე: მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება
მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ტრადიციებისა და რელიგიის შეურაცხყოფაზე საუბრისას.
30 ივლისი 2026, 18:22
ეკონომიკა
როლანდ პრაისი: მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი, საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების მნიშვნელოვან პროცესში
ამ პროექტით გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას იმისათვის, რომ ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს, - ასე გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საქართველოს შორის 35 მილიონი დოლარის ფინანსური შეთანხმების გაფორმებას.
30 ივლისი 2026, 18:22
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი სიძულვილის ენაზე: შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს
შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა სიძულვილის ენაზე საუბრისას.
30 ივლისი 2026, 18:17
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: თუ ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში შემოვა, „ხალხის ძალა“ მასზე იმსჯელებს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა ახალი საინიციატივო ჯგუფის დაფუძნებას, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითხოვს.
30 ივლისი 2026, 18:16
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრში“ დამზადებული კერამიკული ნაკეთობების გამოფენა გაიმართა
თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. გამოფენილი ნამუშევრები მომზადდა თბილისის მერიის მომზადება/გადამზადების პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში. კერამიკული ნაკეთობების დამზადების მომზადება/გადამზადების პროგრამა წელს 80-მდე პირმა გაიარა, მათ შორის პროგრამა განხორციელდა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში.
30 ივლისი 2026, 18:13
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: პირველი პრობლემა, რაც ჩვენს ოპოზიციას აქვს, არის გაკოტრება. მეორე - პერსონალური გაკოტრება
„პირველი პრობლემა, რაც ჩვენს ოპოზიციას აქვს, არის გაკოტრება. მეორე - პერსონალური გაკოტრება, იმიტომ რომ ადამიანები ხედავენ 30-წლიანი დაძველების ფიგურებს ან თუ ვინმე ახალგამოჩენილი ფიგურაა, მისგან ვერ ისმენენ ვერაფერს ახალს და განსხვავებულს“, - მიიჩნევს ნიკოლაშვილი.
30 ივლისი 2026, 18:09
საზოგადოება
გიორგი შანიძე: რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, ვიღაც ფეხით ანგრევდა ტაძრის კარს, შეურაცხყოფდა მონასტრის კედლებს და ა.შ. როდესაც ეცოდინებათ, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც პასუხს მოგთხოვს ამ ცნებების შეურაცხყოფისათვის, ყველაფერი მარტივად, ცივილურად დალაგდება
როდესაც ეცოდინებათ, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს და აუცილებლად პასუხს მოგთხოვს ამ ცნებების შეურაცხყოფისათვის, ყველაფერი მარტივად, ცივილურად დალაგდება, - განაცხადა მსახიობმა გიორგი შანიძემ „დღის ქრონიკაში“, რომელმაც საინიციატივო ჯგუფთან ერთად ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა დააანონსა, რაც ქვეყანაში არსებული ვითარების დე-ესკალაციისა და ნორმალიზაციისკენ იქნება მიმართული.
30 ივლისი 2026, 18:05
რეგიონი
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ეწვივნენ. ტურის ფარგლებში სტუმრებმა ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი და ჰაბის თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები დაათვალიერეს, რომლებიც მოიცავს რობოტიკისა და ავტომატიზაციის, დრონების, ელექტრონიკისა და IoT-ის, ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების, FabLab-ის, STEAM-ის, 3D პროტოტიპირებისა და ვირტუალური რეალობის მიმართულებებს. ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.


