18 ივნისი 2026, 16:11 / სანდო წყარო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, დეპუტატებმა უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარედ პაატა კეშელავა 13 ხმით აირჩიეს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო ავრცელებს.

სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. პროექტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს 2027 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 313 570 ლარით მცირდება.

ამავე სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ედნარ ნატარიძეს მოუსმინეს.

მისი განცხადებით, გასული წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 687 700 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივმა შესრულებამ კი, 755 393 200 ლარი, გეგმის 109,8 პროცენტი შეადგინა. შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების - 96,1 პროცენტი საშემოსავლო გადასახადებზე მოდის, რაც სამუშაო ადგილების გაზრდილ რაოდენობასა და ხელფასების მატებაზე მიუთითებს. საშემოსავლო გადასახადის გეგმა 660 000 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივი შესრულება 725 935 000 ლარს, გეგმის 110 პროცენტს შეადგენს. 107 პროცენტითაა შესრულებული სხვა შემოსავლების გეგმა.

მინისტრის განცხადებით, აჭარაში, უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტით, წელსაც გრძელდება რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები. 2026 წლის პირველ კვარტალში, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 203 421 200 ლარს, გეგმის 104,2%-ს შეადგენს. რაც შეეხება შემოსავლების გეგმას, რომელიც 185 236 400 ლარით იყო განსაზღვრული, 109,5%-თაა შესრულებული. ედნარ ნატარიძის განცხადებით, შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების - 97,9 პროცენტი საშემოსავლო გადასახადებზე მოდის და ამ ნაწილში გეგმის შესრულების მაჩვენებელი 109,1%-ია.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ცალკეული უწყებებისა და მხარჯავი დაწესებულებების ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებზე, რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე. მინისტრმა უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

სხდომის ბოლოს შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურა.

ყველა სიახლე

18 ივნისი 2026, 17:38

საზოგადოება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტ „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ მონაწილე მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრების ციკლს ატარებს

შეხვედრები მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს განივითარონ კომპეტენციები მეცნიერების, ტექნოლოგიების, ელექტრონული ინჟინერიისა და STEAM მეცნიერებების მიმართულებით; ასევე, ამ სფეროს გამოცდილი პროფესიონალების ხელშეწყობით გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება.

18 ივნისი 2026, 17:35

საზოგადოება

რევაზ სოხაძემ სკოლების პროექტების შეფერხების მიზეზებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და შემდგომ გეგმებზე ისაუბრა

ჩვენთვის სკოლა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა პრიორიტეტია და ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევუქმნათ სრულფასოვანი და უსაფრთხო სასწავლო გარემო, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სკოლების დირექტორებთან შეხვედრაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 ივნისი 2026, 17:31

მსოფლიო

ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, დაიწვება მოსკოვიც

რუსეთზე უკრაინული დრონების მასშტაბურ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ვიზიტისას გამოეხმაურა.

18 ივნისი 2026, 17:23

საზოგადოება

სკოლების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი აქტიურ ფაზაშია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების შეფერხებული მშენებლობებისა და პრობლემური პროექტების მართვას აქტიურად აგრძელებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 17:22

სამართალი

პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულმა ზუგდიდელმა აქტივისტმა შალვა ესართიამ ბრალი აღიარა და საპატიმრო დატოვა

პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

18 ივნისი 2026, 17:22

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: არ შეიძლება, ადამიანს მოაფიქრდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები კატეგორიებად დაყოს - ეს სრული აბსურდია. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ევროკომისია ამ მოწოდებას ნამდვილად არ გაითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც რასა იუკნევიჩიენემ მოამზადა და საქართველოს გარკვეული მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას ეხება.

18 ივნისი 2026, 17:19

პოლიტიკა

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

მაკა ბოჭორიშვილი

18 ივნისი 2026, 17:16

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევრო პარლამენტარები ერთის მხრივ პოლარიზაციაზე საუბრობენ და მეორეს მხრივ ყველანაირ მექანიზმს და საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება კიდევ უფრო ფრაგმენტირებული, დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყოს

ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ, ასეთი ჩვენ ბევრი ვნახეთ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

18 ივნისი 2026, 17:16

სამართალი

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედს“ უჩივის

ნინო ლომჯარია, როგორც თავად აცხადებს, ტელეკომპანია იმედს უჩივის. ამ თემაზე მან ბრიფინგი გამართა, თუმცა ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ არ აცნობეს. კონკრეტულად, რომელ სიუჟეტზე ჩივის, ლომჯარიას ბრიფინგზე არ დაუსახელებია.

18 ივნისი 2026, 17:10

რეგიონი

დავით სონღულაშვილი აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.

ტაკერ კარლსონი

18 ივნისი 2026, 17:07

მსოფლიო

ტაკერ კარლსონი ტრამპის ირანთან დადებული შეთანხმების შესახებ: ეს დოკუმენტი აღიარებს, რომ ირანი არ არის ტერორისტული სახელმწიფო

ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ აცხადებს, რომ დოკუმენტი აღიარებს, ირანი არ არის ტერორისტული სახელმწიფო.

18 ივნისი 2026, 17:04

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

18 ივნისი 2026, 17:03

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი ალან მიჩელს შეხვდა

პაატა სალიამ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო, პროფესიული და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ.

18 ივნისი 2026, 16:58

მსოფლიო

The Wall Street Journal-ი ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის არსებულ რთულ ურთიერთობებზე წერს

ტრამპისა და ნეთანიაჰუს რთული ურთიერთობების კულისებში. სტატიას ამ სათაურით ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

18 ივნისი 2026, 16:51

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს. სტატისტიკისა და ოფიციალური ანგარიშების მიღმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ დგას - რწმენა იმისა, რომ პატარა სახელმწიფოსაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი და მდგრადი ცვლილებების მიღწევა თანმიმდევრული და პრინციპული რეფორმების განხორციელების გზით

საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს. სტატისტიკისა და ოფიციალური ანგარიშების მიღმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ დგას - რწმენა იმისა, რომ პატარა სახელმწიფოსაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი და მდგრადი ცვლილებების მიღწევა თანმიმდევრული და პრინციპული რეფორმების განხორციელების გზით, - ასე მიმართა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს.

18 ივნისი 2026, 16:35

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

18 ივნისი 2026, 16:21

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი: ვგეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ 40 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის ინფორმაციით, კორპორაცია ეკონომიკის და ადგილობრივი კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.

18 ივნისი 2026, 16:20

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: საოჯახო მეურნეობების განვითარება ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წლის ბოლომდე 5 000 ბენეფიციარის მხარდაჭერა ნიშნავს 5 000 ახალ შესაძლებლობას ფერმერებისთვის, რაც მნიშვნელოვანი წვლილია როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ღონისძიებაში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში“ მიიღო მონაწილეობა.

18 ივნისი 2026, 16:15

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს უმნიშვნელოვანესი მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, როგორიცაა - ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და მთელი რიგი დარგების მხარდაჭერა ახალი ინსტრუმენტებით

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ტრანსფორმაციის და მისი მანდატის გაზრდის თაობაზე, დაკავშირებულია სწორედ იმ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების ამოცანებთან, ასევე მთელ რიგ გამოწვევებთან - როგორც შიდა, ასე გარე ფაქტორების გათვალისწინებით, სადაც ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ითამაშოს სხვადასხვა მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კორპორაციის მნიშვნელობასა და ამოცანებზე საუბრისას.