ნინო ლაცაბიძე: განსაკუთრებით ემოციური საღამო გვქონდა გუშინ „ქართულზე“, რადგან საფესტივალო სცენაზე, ქართული დიასპორების ანსამბლები იდგნენ
ფოტო: რუსთავის მერია
რუსთავში, ქართული ქორეოგრაფიის კონკურ-ფესტივალი „ქართული-2026“, დღეს საზეიმო კონცერტითა და დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდება.
„ქართულის“ ბოლო საკონკურსო დღე კი შვედეთიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორების ანსამბლებს - „შოშია“, „სამანი“ და „კავკასია“ დაეთმო.
ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს დეპუტატები, ფესტივალის სტუმრები, დამეგობრებული ქალაქის ინეგოლის ხელმძღვანელი პირები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„განსაკუთრებით ემოციური საღამო გვქონდა გუშინ ,,ქართულზე", რადგან საფესტივალო სცენაზე, ქართული დიასპორების ანსამბლები იდგნენ. მადლობა ამ ემოციისთვის ჩვენს გუნდს, რომელმაც უზარმაზარი შრომა ჩადო ამ ფესტივალში. მადლობა რუსთავს და ადამიანებს, რომლებმაც ამხელა გზა გამოიარეს და ასეთი განსაკუთრებული დღეები გვაჩუქეს.
დღეს საღამოს, ჩვენს საფესტივალო სივრცეში, „ქართული-2026“ ერთი წლით დაიხურება. ველოდებით ყველას, ვისაც ნამდვილი ქართული საღამოს გატარება უნდა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
სცენაზე გამოსვლის წინ, ქართული დიასპორების ანსამბლებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს.
საკონკურსო ღონისძიების მიმდინარეობისას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა ქორეოგრაფიული ანსამბლების - „შოშია“, „სამანი“ და „კავკასია“ სამხატვრო ხელმძღვანელებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა და საკრებულოს თავმჯდომარის სპეციალური პრიზები გადასცა.
„ყველაზე ქართული საფესტივალო დღეების ფარგლებში, ,,ქართულის” სცენაზე წელს პირველად იცეკვეს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებმა გერმანიიდან, საბერძნეთიდან და შვედეთიდან. ფესტივალის საპატიო მონაწილეებს, პატივისცემის ნიშნად, რუსთავის საკრებულოს სახელით სპეციალური პრიზები გადავეცი და კიდევ ერთხელ დავუდასტურე უდიდესი პატივისცემა, იმ უმნიშვნელოვანესი საქმიანობისთვის, რომელსაც საქართველოს საზღვრებს გარეთ წლების განმავლობაში ახორციელებენ. მადლობა მათ ქართული საქმის ერთგულებისთვის, სიყვარულისა და იმ ძალისხმევისთვის, რომლითაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ეროვნულ კულტურასა და ღირებულებებს უნარჩუნებენ“, - განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა.
კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივითა და მერიის ორგანიზებით, უკვე მესამედ იმართება. წლევანდელ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ანსამბლების გარდა, გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორებიც ჩაერთნენ და წელს, 3 ათასი მონაწილე ჰყავს.
„ქართული“ რუსთავის ცენტრალურ პარკში სპეციალურად ფესტივალისთვის მოწყობილ სივრცეში 10-დან 20 ივნისის ჩათვლით მასპინძლობს სტუმრებს და გასული წლების მსგავსად, რუსთავის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მოვლენად იქცა.
ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებისა და სტუმრებისთვის ცეკვის, ვიზაჟისა და ქართული კულინარიის მასტერკლასები ჩატარდა.
კონკურს-ფესტივალი „ქართული“ დღეს ანსამბლ „ქართული ხმების“კონცერტითა და 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. გრანპრის მფლობელი 10 000 ლარს და სპეციალურად „ქართულისთვის“ შექმნილ გარდამავალ ჯილდოს მიიღებს. ფულადი ჯილდოები გადაეცემა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელ ანსამბლებსაც.
„ქართულის“ დახურვის ღონისძიების წამყვანები დღეს ნიკოლოზ წულუკიძე, გიორგი კალანდია და მარიკა ბაკურაძე იქნებიან.
კონკურს-ფესტივალი 10 ივნისს „რანინელების“, „კახაბერის და ხანუმების“ კონცერტებით გაიხსნა.
წლევანდელი „ქართული“, საქართველოს ქრისტიანობის 1700 წლისთავს და კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 12:09
რეგიონი
ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მარტყოფის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული შეხვედრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა, სადაც ყურადღება გამახვილდა წმინდა ნინოს მოღვაწეობაზე. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში ნინი გურჩიანის ნახატების გამოფენა მოეწყო.
14 სექტემბერი 2026, 12:07
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა
სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.
14 სექტემბერი 2026, 11:59
მსოფლიო
კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა
„ჩვენ არ ვისწრაფვით ევროკავშირის წევრობისკენ. ის, რისკენაც ვისწრაფვით და რაზეც მოლაპარაკებებს დავიწყებთ, არის უნიკალური ალიანსი ევროკავშირთან. ჩვენ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, გვაქვს იგივე პრიორიტეტები და ჩვენი ძლიერი მხარეები ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებს“, - განაცხადა კარნიმ.
14 სექტემბერი 2026, 11:55
პოლიტიკა
გეკა გელაძე: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სუს-ის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს
გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.
14 სექტემბერი 2026, 11:47
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს
ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ელექტრონული სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება, რაც სახელმწიფო კონტროლს უფრო სწრაფსა და ეფექტიანს გახდის, რადგან ინფორმაცია ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 11:44
პოლიტიკა
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
14 სექტემბერი 2026, 11:27
მსოფლიო
ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება
„ჩვენ ჩინეთს ვუსწრებთ ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ვართ და, გულწრფელად რომ ვთქვა, მინდა, რომ ეს ასეც დარჩეს, რადგან ვინც გაიმარჯვებს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში, ის გაიმარჯვებს საბოლოოდაც“, - განაცხადა ტრამპმა.
14 სექტემბერი 2026, 11:23
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე
რადიკალებში არსებულ დაპირისპირებას „ქრონიკასთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი გამოეხმაურა.
14 სექტემბერი 2026, 11:15
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება
ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაზე საუბრისას.
14 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ
„ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. ასევე, სოლიდურ მოთხოვნას წავუყენებთ უკრაინას თანხების დაბრუნებაზე. მილიონზე მეტი უკრაინელი გერმანიაში სოციალურ დახმარებას იღებს. ეს წარმოუდგენელია. საქმე ეხება ექვსციფრიან რიცხვებს. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ“, - აცხადებს ვაიდელი.
14 სექტემბერი 2026, 11:11
რეგიონი
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
14 სექტემბერი 2026, 11:10
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა.
14 სექტემბერი 2026, 11:07
მსოფლიო
ჟან-ლუკ მელანშონი: ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა
„თუ ფრანგი ხალხის ხმებით თქვენი პრეზიდენტი გავხდები, საფრანგეთის სახელით განვაცხადებ, რომ ფრანგები არ ეთანხმებიან გერმანიის მიერ კონტინენტზე წამყვანი კონვენციური არმიის აღდგენას, რადგან ჩემი კითხვა ასეთია - რისთვის? ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა და არ დავუშვებთ, რომ რომელიმე სახელმწიფომ გადაწყვიტოს, სამხედრო თვალსაზრისით ყველა სხვაზე მაღლა დადგეს, განსაკუთრებით კი ფრანგებზე“, - განაცხადა მელანშონმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
14 სექტემბერი 2026, 10:53
მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა
„აქამდე ამ გადაწყვეტილებების მიღებისგან პოლიტიკურად პრეზიდენტი მაკავებდა, მაკავებდნენ თვითონ ანტიკორუფციონერებიც, რომლებიც ხელშეუხებლობის გარანტიებს მთავაზობდნენ ეჭვის წაყენებაზე უარის თქმის სანაცვლოდ“, - აღნიშნა კრავჩენკომ თავის ვიდეომიმართვაში და НАБУ-სა და САП-ის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდა.
14 სექტემბერი 2026, 10:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება
„აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სულ მოკლე პერიოდში შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მნიშვნელობა იზრდება.
14 სექტემბერი 2026, 10:15
მსოფლიო
ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა
„ყველა მოსვენებას არ მაძლევდა. მეც ვთქვი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ირლანდიურ ვისკიზე ტარიფებს გავაუქმებ“, - განაცხადა ტრამპმა.
14 სექტემბერი 2026, 10:14
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 10:11
სამართალი
შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
14 სექტემბერი 2026, 09:53
მსოფლიო
ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“
„საბოლოო ჯამში გამოვალთ [ირანთან ომიდან], თუ რა თქმა უნდა არ გადავწყვეტთ დარჩენას და ნავთობის კონტროლს, როგორც ვენესუელაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ვენესუელის შემთხვევაში ამერიკულმა ჩარევამ „მრავალჯერად გაამართლა“.
14 სექტემბერი 2026, 09:21
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა
კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ ეს სწავლება სამხედრო მოსამსახურეების მორალური სულისკვეთების ამაღლებას და ბრძანების შემთხვევაში „მტრის სრული განადგურების“ უნარის სრულყოფას ისახავს მიზნად.


