21 ივნისი 2026, 12:19 / სანდო წყარო

რუსთავში კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდა

რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული-2026" ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტითა და დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა.

„ქართულის“ ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გრან-პრის, პირველი, მეორე, მესამე ადგილის მფლობელები და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, სცენიდან რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა და კულტურის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძემ დაასახელეს.

„ქართულის“ გრან-პრი წელსაც რუსთავში დარჩა. ვულოცავ ანსამბლ „ნატოს" და ფესტივალის ყველა მონაწილეს ქართული დღეების ულამაზეს დასასრულს. 85 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა ჩვენთან ერთად ამ დღეების საოცარი ატმოსფერო. მადლობას გიხდით იმ ნამდვილად ქართული ემოციისთვის, რაც ამ დღეებში ჩვენს საფესტივალო სივრცეში ტრიალებდა“, განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

კონკურს-ფესტივალ „ქართულის“ გამარჯვებულები 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდა. ფესტივალის გრან-პრი და 10 000 ლარიანი ფულადი ჯილდო, რუსთავის ქორეოგრაფიულ ანსამბლს - „ნატო“ გადაეცა, პირველი ადგილის მფლობელი ანსამბლი „არტადონი“ გახდა, მეორე ადგილი - „მარაბდა“, მესამე - „გენია“.

რუსთავის მერიის სპეციალური პრიზი გადაეცა ფესტივალზე ფოკადან ჩამოსულ ანსამბლს - „ფოკას სხივები“, საუკეთესო ქართულის ნომინაციაში კი ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად დასახელდა საბერძნეთის ქართული დიასპორის ანსამბლი „კავკასია“.

კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავის მერის ორგანიზებით, უკვე მესამედ ჩატარდა. წლევანდელ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ანსამბლების გარდა, გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორებიც იყვნენ ჩართულები. „ქართულს“ წელს 3 ათასი მონაწილე ჰყავდა.

რუსთავის ცენტრალურ პარკში, სპეციალურად ფესტივალისთვის მოწყობილი სივრცე, მონაწილეებსა და სტუმრებს 10-დან 20 ივნისის ჩათვლით მასპინძლობდა. „ქართული“ გასული წლების მსგავსად, რუსთავის ერთ-ერთი მთავარი და მასშტაბური კულტურული მოვლენა იყო.

„ქართული-2026“ ქრისტიანობის 1700 წლისთავს და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

21 ივნისი 2026, 14:15

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: უკრაინა-მოლდოვა დაწინაურდა ვიდრე საქართველოო - საუბრობდნენ. რა თქმა უნდა დაწინაურდნენ და სამწუხაროდ ლგბტ პროპაგანდაში

უკრაინა-მოლდოვაზე საუბრობდნენ, რომ ეს ქვეყნები დაწინაურდნენ ვიდრე საქართველო და რა თქმა უნდა დაწინაურდნენ, სამწუხაროდ ლგბტ პროპაგანდაში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

21 ივნისი 2026, 14:14

რეგიონი

ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა

მინისტრის მოადგილემ ბოლქვაძეს გადასცა UNESCO-ს აფრიკისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში გენერალური დირექტორის თანაშემწის, ლიდია არტურ ბრიტოს წერილი და შესაბამისი ინსტრუქცია, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ორგანიზაციის სახელისა და ლოგოს - „ UNESCO-ს ​ პატრონაჟით“ გამოყენების წესებს განსაზღვრავს.

21 ივნისი 2026, 14:05

სამართალი

თბილისში უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

დიდუბეში, შალიკაშვილის ხიდთან სატვირთო მანქანას საკუთარი ტვირთ - რკინაბეტონის კონსტრუქცია გადმოცვენის შედეგად დაეცა. მძღოლი დაიღუპა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ზაქარია წიკლაური

21 ივნისი 2026, 13:58

პოლიტიკა

ზაქარია წიკლაური ბუქარესტში საერთაშორისო ორგანიზაცია Patriots Network-ის ორგანიზებით გამართულ სააერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

„მსგავსი ფორმატის საერთაშორისო შეხვედრები მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და იმ იდეების განხილვისთვის, რომლებიც ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება“,- წერს ზაქარია წიკლაური სოციალურ ქსელში.

ნანუკა ჟორჟოლიანი

21 ივნისი 2026, 13:39

პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი: კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ „ფორმულამ” ნახევარი მილიონი შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში - კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას? გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

ქართული ოცნება ჯერ აკმაყოფილებს გოგა ხაინდრავას საჩივარს ფორმულას წინააღმდეგ და რამდენიმე დღეში, კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ფორმულამ ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

21 ივნისი 2026, 13:20

მსოფლიო

კიევში ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც მაიდანი დაიკავეს

„მე არ ვუჭერ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და ვიცავ, რომ უკრაინა „თეთრკანიან ქრისტიანულ ქვეყნად“ დარჩეს“, - განაცხადა დიმიტრი კორჩინსკიმ.

21 ივნისი 2026, 12:20

პოლიტიკა

მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს: 2019 წლის 19 ივნისს საღამოს შენთან ვიყავი სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს

მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში, სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ „ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ 7 წლის წინ აღნიშნულ დროს ბელარუსში იმყოფებოდა.

21 ივნისი 2026, 12:11

ტაბლოიდი

სტოუნჰენჯში წელიწადის ყველაზე გრძელი დღის დადგომა იზეიმეს☀️გალერეა

მათ მონუმენტთან ღამე გაათენეს და მზის ამოსვლას ერთად შეხვდნენ. ზაფხულის ბუნიობა არის დღე, როდესაც მზე ჰორიზონტზე ყველაზე მაღლა დგას. ეს 20 ან 21 ივნისს ხდება. ზაფხული ბუნიაობას წელიწადში ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე ხანმოკლე ღამე ფიქსირდება.

21 ივნისი 2026, 11:37

სპორტი

გერმანია მესამე ნაკრები გახდა, რომელმაც პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა⚽

ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. გერმანიის ნაკრებმა კოტ-დ'ივუარი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და 6 ქულით შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე გაინაღდა. 40 წლის გერმანელმა მეკარემ მანუელ ნოიერმა კი რეკორდი დაამყარა გოლკიპერებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები მატჩების რაოდენობით - ეს შეხვედრა მისთვის 21-ე იყო.

21 ივნისი 2026, 11:22

მსოფლიო

სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში 2024 წელს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად აქცია გაიმართა

სერბეთის ქალაქ ნოვისადში 2024 წელს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად საპროტესტო აქცია გაიმართა.

21 ივნისი 2026, 11:21

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელექტროსკუტერების ჩემპიონატი ჩატარდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ელექტროსკუტერების პირველ ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც KIU-ს სტუდენტებთან ერთად, სხვა მსურველებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს თასები და პარტნიორების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 ივნისი 2026, 11:16

მსოფლიო

ზელენსკიმ პოლონეთს „თეთრი არწივის“ ორდენი დაუბრუნა

ვოლოდიმირ ზელენსკის კვალდაკვალ „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომაც თქვეს. პოლონურ ჯილდოებზე უარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმავ თქვეს.

21 ივნისი 2026, 11:15

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბეგონია გომესი კორუფციული საქმის ფიგურანტი აღმოჩნდა. მას სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას და კორუფციაში თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო გავლენის გამოყენებას ედავებიან. მას პასპორტის ჩაბარება და სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადება თვეში ორჯერ მოუწევს.

21 ივნისი 2026, 11:11

რეგიონი

ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით" გაიხსნა

ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნა. საფესტივალო სივრცე წელსაც ანბანის კოშკის მიმდებარედ მოეწყო. ტერიტორია საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმდა. დღევანდელი საღამო საზეიმო კონცერტით გაგრძელდება.

21 ივნისი 2026, 11:10

ჯანდაცვა

თბილისში გოთუას ალერგიისა და იმუნოლოგიის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ცენტრი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს, თანამედროვე დიაგნოსტიკასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მკურნალობის მეთოდებს აერთიანებს.

21 ივნისი 2026, 11:06

რეგიონი

ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა

სტიქია კახეთში - სეტყვამ და ქარმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა. დაზარალდა პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი. მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია შეისწავლის.

21 ივნისი 2026, 11:05

საზოგადოება

სკოლის ატესტატების გასაცემად განცხადებების მიღება ხვალიდან დაიწყება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას ხვალიდან იწყებს. 31 დეკემბრის ჩათვლით მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.

21 ივნისი 2026, 10:56

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში არსებული ვითარება და ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში საპოლიციო დანაყოფები გაძლიერებული რესურსით სრულ მზადყოფნაში არიან.

21 ივნისი 2026, 10:55

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, სასაზღვრო პოლიციის უფროსთან დავით თამაზაშვილთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები და ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.