23 ივნისი 2026, 18:54 / სანდო წყარო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ ბსუ-ს საქმიანობის ანგარიში წარადგინა და საუნივერსიტეტო პლატფორმების განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში, უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონის წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ინსტიტუციური გაძლიერება, თანამედროვე საგანმანათლებლო, კვლევითი გარემოს განვითარება და ასევე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, უნივერსიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. 2026 წელს უნივერსიტეტის დაფინანსებისთვის 6 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, უნივერსიტეტის საჭიროებების შესაბამისად, გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, სამეცნიერო და კვლევითი კომპონენტების, აგრეთვე, პროფესორ-მასწავლებელთა მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება; მიმდინარე წელს დაგეგმილია აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ბსუ-ს წიგნადი ფონდის განახლება, საგანმანათლებლო სივრცეების განვითარება-ტექნიკური აღჭურვა და სხვა.

უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის და აკადემიურ წრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ბსუ-ს აკადემიური, სამეცნიერო პერსონალის ჩართულობითა და ორგანიზებით იგეგმება მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება.

2026 წელს გაორმაგდება წარჩინებული სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც აჭარის მთავრობის 1000 ლარიანი სტიპენდიები გადაეცემათ; გაგრძელდება სტუდენტთა დახმარების ფარგლებში, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, ასობით სტუდენტის დაფინანსება, ასევე, გაცვლითი პროგრამები ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტების საზღვარგარეთ სწავლის ხელშეწყობა და სხვა.

ზურაბ პატარაძემ მოისმინა პროფესორ-მასწავლებლების მოსაზრებები უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ მათთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რათა უნივერსიტეტის განვითარების პროცესი იყოს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული.

შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, პრორექტორები, აკადემიური საბჭოს წევრები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ყველა სიახლე

23 ივნისი 2026, 20:11

პოლიტიკა

კომპანია უკრაინის ომის სპონსორთა სიიდან - Procter & Gamble „ტელეიმედთან” თანამშრომლობას წყვეტს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

კომპანია უკრაინის ომის სპონსორთა სიიდან „ტელეიმედთან” თანამშრომლობას წყვეტს. სამაგიეროდ, Procter & Gamble რუსეთში ამ დრომდე ოპერირებს.

ზურაბ ქადაგიძე

23 ივნისი 2026, 20:07

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: როდესაც სახალხო დამცველი აკრიტიკებს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს, თავად ომბუდსმენის ოფისში თუ არსებობს ულიმიტო ღიაობა მედიისთვის

პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენისას პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ლევან იოსელიანს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

23 ივნისი 2026, 20:04

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მასწავლებელთა მე-6 მუნიციპალურ კონფერენციას დაესწრო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მასწავლებელთა მე-6 მუნიციპალურ კონფერენციას დაესწრო.

ვლადიმირ პუტინი

23 ივნისი 2026, 19:18

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის იმ შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც ჯერ კიდევ სტამბოლში იყო მიღწეული

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა იმ საფუძვლებზე, რომლითაც მოსკოვი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

23 ივნისი 2026, 19:18

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

იულია სვირიდენკო

23 ივნისი 2026, 19:12

მსოფლიო

ზელენსკი პოლონეთთან დავის ფონზე გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციას გამოტოვებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ სამშაბათს განაცხადა, რომ ის უხელმძღვანელებს დელეგაციას ამ კვირაში გდანსკში დაგეგმილ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე.

23 ივნისი 2026, 19:05

მსოფლიო

ევროკომისიის სპიკერი: პოლონეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობებს შორის დავა ძირს უთხრის ევროკავშირისა და უკრაინის ერთიანობას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

პოლონეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობებს შორის დავა ძირს უთხრის ევროკავშირისა და უკრაინის ერთიანობას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.

23 ივნისი 2026, 18:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელისთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ საქართველოსა და იტალიას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

მასუდ პეზეშკიანი

23 ივნისი 2026, 18:40

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: მოლაპარაკებების ეფექტიანობა დამოკიდებულია შეთანხმებული ვალდებულებების სრულ დაცვასა და მათ ზუსტ შესრულებაზე - შეთანხმებული ტექსტის მიღმა გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკებების წინსვლას არ უწყობს ხელს

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ჩარჩო-შეთანხმების წარმატება მის „ზუსტ შესრულებაზე“ იქნება დამოკიდებული.

23 ივნისი 2026, 18:34

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა.

ლევან ჟორჟოლიანი

23 ივნისი 2026, 18:32

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტური მონიტორინგის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში ინიცირებულ რეფორმებს საჯარო შესყიდვებში, ასევე, შექმნილია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც ამ პერიოდამდე 390 მლნ ლარზე მეტი დანაზოგი მოუტანა ბიუჯეტს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - სახელმწიფო ანგარიშვალდებულების გაძლიერება ზედამხედველობის მეშვეობით.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

23 ივნისი 2026, 18:32

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ღრმად ვაფასებ იმ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან - დღეს კი ვამბობ, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი, დამოუკიდებელი შეიარაღების სისტემა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანას „შეიარაღების მხრივ დამოუკიდებლობა“ სჭირდება.

არჩილ გორდულაძე

23 ივნისი 2026, 18:29

პოლიტიკა

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც პარლამენტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გააცნო, სპეციალიზებულ მაუწყებლებს უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

23 ივნისი 2026, 18:23

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილების პროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 ივნისი 2026, 18:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რაც ხდება ქართულ ოპოზიციაში, ამასთან დაკავშირებით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთში, ვინც ასეთი ტიპის ოპოზიციური საქმიანობის წახალისებით იყვნენ დაკავებულები

ის, რაც ხდება ქართულ ოპოზიციაში, ამასთან დაკავშირებით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთში, ვინც ასეთი ტიპის ოპოზიციური საქმიანობის წახალისებით იყვნენ დაკავებულები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 ივნისი 2026, 18:15

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: პოლიტიკური რიტორიკა გეოგრაფიას ვერ შეცვლის. შავ ზღვაზე გამავალი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში არის საქართველო. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამ რეალობის შეცვლის უნარი მათ არ გააჩნიათ

„დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს და სწორედ შუა დერეფნის მეშვეობით ევროკავშირს შეუძლია, საკუთარი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გახადოს.

პაატა სალია

23 ივნისი 2026, 18:13

პოლიტიკა

პაატა სალია: ჩვენ ვხელმძღვანელობთ გაერო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპით, რომ არავინ დარჩეს მომსახურების მიღების მიღმა. უახლოეს პერიოდში საქართველოს კიდევ რამდენიმე იუსტიციის სახლი დაემატება

ჩვენ ვხელმძღვანელობთ გაერო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპით, რომ არავინ დარჩეს მომსახურების მიღების მიღმა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „დღის ქრონიკაში“.

პაატა სალია

23 ივნისი 2026, 18:11

პოლიტიკა

პაატა სალია: გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში დღეს გადმოგვეცა ჯილდო, რომელიც არის ნამდვილი აღიარება იმ რეფორმებისა, რომლებიც საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროში ხორციელდება

„ღია ვართ თანამშრომლობისთვის ნებისმიერ ქვეყანასთან და ამ თანამშრომლობის ფარგლებში არაერთმა ქვეყანამ გაიზიარა ჩვენი გამოცდილება, დანერგეს ის სერვისები, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს და სწორედ ამ საერთაშორისო თანამშრომლობის, ჩვენი რეფორმების აღიარება იყო ის სიგელი, რაც დღეს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ გადმოგვცა“, - განაცხადა მინისტრმა.

პაატა სალია

23 ივნისი 2026, 18:10

პოლიტიკა

პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის კიდევ ერთი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ისევე, როგორც ის არაერთი გამარჯვება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში მიაღწია

ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ისევე, როგორც ის არაერთი გამარჯვება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში მიაღწია, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „დღის ქრონიკაში" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამება-მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრა.