25 ივნისი 2026, 13:18 / სანდო წყარო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში არსებული თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ესტუმრა.

მინისტრმა ადგილზე მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი, მასში არსებული სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საზღვაო განათლების პროცესში გამოყენებულ თანამედროვე სასწავლო სიმულატორებსა და აღჭურვილობას გაეცნო. აღნიშნული ტექნოლოგიები მეზღვაურებს პროფესიული უნარების განვითარებისა და რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მომზადების საშუალებას აძლევს.

მარიამ ქვრივიშვილთან ერთად აკადემიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე იმყოფებოდნენ.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2026, 14:35

მსოფლიო

Reuters: ერაყი OPEC-ის დატოვებით იმუქრება, თუ ნავთობის მოპოვების კვოტები არ გაიზრდება

ერაყის ხელისუფლება ნავთობის მომპოვებელთა და ექსპორტიორთა ორგანიზაციის OPEC-ის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს, თუ მისი ნავთობის წარმოების კვოტა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

25 ივნისი 2026, 14:33

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების კუთხით დამატებით პერსპექტივებს აჩენს

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 21%-ით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ტონაჟი კი 19%-ით გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მზარდ როლს რეგიონულ და საერთაშორისო ლოგისტიკაში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

არჩილ გორდულაძე

25 ივნისი 2026, 14:31

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოლდოვის მაგალითი, რომლის მიხედვითაც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე ხაზის გადასმა, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის თქმა იმისა, რომ თქვენ ქვეყანა აღარ გექნებათ, მხოლოდ იმიტომ რომ ევროკავშირის წევრები უნდა გახდეთო, რა სტანდარტში ჯდება, მსჯელობაც კი არ სჭირდება

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანების ინიციატივას ეხმაურება.

ლევან მახაშვილი

25 ივნისი 2026, 14:30

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მოლდოვაზე: რაღაც მიზეზების გამო, ევროინტეგრაციის პროცესში ზოგიერთი ქვეყანა ომში გაეხვა, ზოგიერთმა ქვეყანამ საერთოდ თავისი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დათმობა გადაწყვიტა

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი მაჭავარიანი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.

ირაკლი ყანდაშვილი
სოსო გიორგაძე

25 ივნისი 2026, 14:28

საზოგადოება

საქპატენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.

დავით სონღულაშვილი
რაიმუნდ იელე

25 ივნისი 2026, 14:19

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ხელი მოვაწერეთ ქვეყნის პროგრამულ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც გააძლიერებს აგროსექტორისთვის გაეროს მხარდაჭერას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ 2026-2030 წლებისთვის ქვეყნის პროგრამულ ჩარჩო ხელშეკრულებას (CPF) მოაწერეს ხელი.

ჯაბა ხუბუა

25 ივნისი 2026, 14:17

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ფაშისტური ხუმრობის გამო საზოგადოების წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი არამხოლოდ გიორგი კალატოზსა და მისი გადაცემის მონაწილეებს, არამედ იმ კომპანიებსაც, რომლებიც მათ ასპონსორებენ

„საერთოდ, ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი და სწორ ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანია, მძიმე სენთან მებრძოლი პაციენტების შეურაცხყოფის გამო, მაშინვე გაუუქმებდა სპონსორობას მსგავსი დისკრიმინაციული და ისედაც გასაჭირში მყოფი ადამიანებისათვის სულიერი ტანჯვის მომგვრელი გზავნილის ავტორებს“, - წერს ხუბუა.

ირაკლი კობახიძე

25 ივნისი 2026, 14:16

პოლიტიკა

პრემიერი: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება მორიგი ნიშანია იმისა, რომ საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება

მოხარული ვარ, რომ დღეს ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

25 ივნისი 2026, 14:14

პოლიტიკა

პრემიერი: მოთხოვნა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება, ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ, სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს, ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობა ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია

„ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია. ეს ინიციატივა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მინდა, გისურვოთ წარმატებები“, - აღნიშნა პრემიერმა.

პაატა სალია

25 ივნისი 2026, 14:13

სამართალი

პაატა სალია: პირველივე დღიდან, როდესაც ელენე ხოშტარიას დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა, რაც სჭირდებოდა. რაც შეეხება ექიმის შესვლას, როგორც კი მიწოდებული იქნება დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულებს ელენე ხოშტარიას

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომენტარი გააკეთა „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. მინისტრმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ სპეკულაციაა, რომ ექიმი ვერ ახერხებს შესვლას. ამის მიზეზია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დღემდე არ მიაწოდეს ექიმის პირადობის მოწმობის და შესაბამის სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

25 ივნისი 2026, 14:02

რეგიონი

ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში განვითარების მეორე ფაზის მშენებლობა იწყება. LIVE

ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში განვითარების მეორე ფაზის მშენებლობა იწყება. პროექტი დამატებით 40 მლნ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.

პაატა სალია

25 ივნისი 2026, 13:54

პოლიტიკა

პაატა სალია: ამ ფორუმმა საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საჯარო სერვისებისა და საჯარო მმართველობის თვალსაზრისით

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში 3 დღის განმავლობაში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

25 ივნისი 2026, 13:49

საზოგადოება

გარდაცვლილი ონკოპაციენტის მშობელი იუთუბერების მიერ ლეიკემიით დაავადებულთა დაცინვაზე: ჩემი 13 წლის ანგელოზის ერთი ღერი თმის ფასად არ ღირხართ, სამარცხვინოა თქვენი ადამიანობა. ჩემი გოგო თმის გარეშე გავაცილე ამ ქვეყნიდან - ყველა ონკოპაციენტის წინაშე მოიხადეთ ბოდიში

ლეიკემიით დაავადებულთა შესახებ იუთუბერების დაცინვის ვიდეოს, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ონკოპაციენტის მშობელი, ელზა ფარცვანია ეხმიანება და წერს, რომ ამ „სკეტჩში“ მონაწილეებმა, ყველა ონკოპაციენტის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადონ.

25 ივნისი 2026, 13:39

მსოფლიო

მედია: ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ნაწილი დატოვა

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის იმ ტერიტორიის ნაწილი დატოვა, რომელიც დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ომის დროს ჰქონდა დაკავებული. ინფორმაციას The Times of Israel-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 ივნისი 2026, 13:27

სამართალი

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის მიზნით შემუშავდა, პარლამენტმა დაამტკიცა

მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

შალვა პაპუაშვილი

25 ივნისი 2026, 13:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოება და მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი ავტოსაგზაო შემთხვევები იყოს აღმოფხვრილი

მინიმალური დარღვევების შემთხვევაში იყო მაღალი ფინანსური ტვირთი მოქალაქისთვის ამიტომ, ჩვენ ამ ცვლილებით ავირჩიეთ უფრო დიფერენცირებული მიდგომა, სადაც იქნება სამი კლასი დარღვევის და იქნება სიჩქარის გადაჭარბების ადეკვატური სანქცია,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით.

25 ივნისი 2026, 13:26

საზოგადოება

„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი „ასეთი ხუმრობები“?

ასოციაცია „ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, სოფიკო ფირანიშვილი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ე.წ სკეტჩს ეხმიანება, რომელშიც ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ და მაყურებელთა გასამხიარულებლად იყენებენ და აღნიშნავს, რომ TBC ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტია.

25 ივნისი 2026, 13:23

საზოგადოება

უსახლკაროს სტატუსის მქონე ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა

ქესანიშვილების ოჯახისთვის 15-წლიანი უსახლკარობა დასრულდა. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა და მათთან ერთად, ახლად აშენებულ კორპუსში გარემონტებული, საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა დაათვალიერა.

შალვა პაპუაშვილი

25 ივნისი 2026, 13:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მოლდოვაზე: ჩვენ იმას ვჩიოდით, რომ ბრიუსელში ზოგიერთი ევროინტეგრაციას უყურებს, როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას და თურმე საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში

შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზების შედარება. მათთვის სახელმწიფოს სუვერენიტეტს მნიშვნელობა არ ჰქონია, ქართველს კი ასეთი დამოკიდებულება ვერც კი დაესიზმრება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.