01 ივლისი 2026, 11:56 / სანდო წყარო

დღეიდან შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დაიწყო

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დაიწყო, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს მოუწოდებს ჩაერთონ კამპანიაში და რეგიონში იმოგზაურონ.

„მონაწილეობის მსურველებს კამპანიაში ჩართვა დღეიდან შეუძლიათ. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებ-გვერდზე followajara.ge. 1 ივლისიდან სექტემბერს ბოლომდე, კამპანიაში დარეგისტრირებულ კონტენტ კრეატორებს საშუალება აქვთ აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და კამპანიის მთავარი პრიზები მოიგონ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კამპანიას „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ატარებს. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები, მათ მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა კონტენტმა კი ნახევარ მილიარდამდე წვდომა დააგროვა.

კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის, მონაწილეობის პირობებისა და კრიტერიუმების გაცნობა მსურველებს ვებ-გვერდზე followajara.ge შეუძლიათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

01 ივლისი 2026, 13:20

მსოფლიო

ABC News: დონალდ ტრამპმა კრიპტოვალუტით 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრიპტოვალუტის ბიზნესიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას ABC News-ი ტრამპის პირად ფინანსურ დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი
აფრიმ გაში

01 ივლისი 2026, 13:10

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

01 ივლისი 2026, 13:01

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პეტერ ფიშერი დიპლომატიური საქმიანობის ნაცვლად პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული და კარგია, რომ ეს ეპოქა დასრულდა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის, საქმიანობა შეაფასა და განაცხადა, რომ ის დიპლომატიური მისიის შესრულების ნაცვლად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდა.

01 ივლისი 2026, 12:51

რეგიონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

01 ივლისი 2026, 12:48

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასებას საფუძვლად უდევს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასებას, საფუძვლად უდევს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები, რაც გამოიხატება ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელში, დაბალ ფისკალურ პარამეტრებსა და ზოგადად, მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას.

01 ივლისი 2026, 12:42

მსოფლიო

POLITICO: ევროპას საკუთარი მრეწველობის გადარჩენა სურს, მაგრამ ჯერ ვერ შეთანხმებულა, როგორ მოახერხოს ეს

ევროკავშირი საკუთარი ინდუსტრიის დაცვის გზებს ეძებს, თუმცა წევრ ქვეყნებსა და ევროპარლამენტს შორის ერთიანი პოზიცია ამ დრომდე ვერ ყალიბდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

01 ივლისი 2026, 12:31

სამართალი

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - ბრალდებულები საკუთარ შვილებს მოწყალების თხოვნას და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

01 ივლისი 2026, 12:15

კულტურა

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის დღეები და მინისტრის მოადგილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის დღეები და მინისტრის მოადგილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მიხაილო ფიოდოროვი

01 ივლისი 2026, 12:14

მსოფლიო

POLITICO: უკრაინა დასავლეთს რუსეთთან საბრძოლველად ფულს სთხოვს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფიოდოროვის განცხადებით, უკრაინამ ბრძოლის ველზე ინიციატივა დაიბრუნა რუსულ სამხედრო ძალებზე, ლოგისტიკურ ობიექტებსა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

01 ივლისი 2026, 12:13

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: Moody’s-ის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და საერთაშორისო ნდობის ზრდაზე მიუთითებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა.

01 ივლისი 2026, 12:11

რეგიონი

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერ ჯონდო მდივნიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურიასთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ.

BTS

01 ივლისი 2026, 11:59

კულტურა

BTS-მა მსოფლიო ტურნეების ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა

გამოცემის მონაცემებით, მხოლოდ მაისის თვეში BTS-მა 12 კონცერტი გამართა, 640 ათასზე მეტი ბილეთი გაყიდა და თითქმის 128 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს საუკეთესო ყოველთვიური შედეგია Top Tours-ის რეიტინგის ისტორიაში, რომელიც 2019 წლიდან იწარმოება.

01 ივლისი 2026, 11:55

რეგიონი

რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პროექტის - „რუსთავი-ცხოვრების სტილი" პირველი სეზონი დახურა

„რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, „გახდი შენი ქალაქის კონტენტ კრეატორი" - ამ იდეით განხორციელებულ პროექტში, 30-მა რუსთაველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროგრამაში ჩართულმა ციფრული მულტიმედიისა და პერსონალური ბრენდის შექმნის ორთვიანი სასწავლო კურსი, სრულიად უფასოდ გაიარეს. მათ ქალაქის ყოველდღიურობის, მისი ცხოვრების სტილის ამსახველი კონტენტები შექმნეს. საუკეთესო ნამუშევრები კი ახალ ონლაინ პლატფორმაზე - „რუსთავი ლაიფზე“ (Rustavi Life) გამოქვეყნდა“, - განაცხადა რუსთავის მერიის ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ანელი ჩხარტიშვილმა.

დავით ქართველიშვილი

01 ივლისი 2026, 11:51

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გაეროში მოსკოვსა და კიევს მოუწოდა, დაუყოვნებლივ განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები - პეკინი ოფიციალურად გადადის იძულებით დიპლომატიურ რეჟიმზე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გაეროში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, პეკინი ერიდება ზეწოლის პირდაპირ გამოხატვას, თუმცა ახლა, მისი შეფასებით, ჩინეთი აშკარად ჩქარობს. ქართველიშვილის აზრით, ჩინეთის მიზანი საგარეო ბაზრების სტაბილიზაციაა, რასაც ევროპაში მიმდინარე ომი სერიოზულად აფერხებს.

01 ივლისი 2026, 11:45

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირების მიზნით,დედაქალაქის მერია მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

ვალერი ზალუჟნი ვოლოდიმირ ზელენსკი

01 ივლისი 2026, 11:43

მსოფლიო

უკრაინული მედია: ვალერი ზალუჟნიმ ზელენსკის აცნობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, დიდ ბრიტანეთში უკრაინის მოქმედმა ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კახა კალაძე

01 ივლისი 2026, 11:40

ჯანდაცვა

კახა კალაძე: ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა გამოიყენოთ

ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

01 ივლისი 2026, 11:35

საზოგადოება

საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესასწავლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

თბილისის მერიის ინიციატივით, „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით, დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება, რისთვისაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, - აღნიშნა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

01 ივლისი 2026, 11:33

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მატჩის წინ რიგის არენაზე სრულად ივარჯიშა🏀

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ნაკრებს უკრაინასთან და ესპანეთთან მატჩებში ვერ დაეხმარება სანდრო მამუკელაშვილი. კალათბურთელი რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტი გახდა და, NBA-ს რამდენიმე კლუბის მხრიდან ინტერესის მიუხედავად, ამ ეტაპზე უგუნდოდაა. აქედან გამომდინარე, მოქმედი საკლუბო კონტრაქტის არქონის გამო მისი დაზღვევა იურიდიულად შეუძლებელია.