მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
მესტიის მუნიციპალიტეტში, უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„პროექტის დაწყებას საფუძველი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაუყარა.
მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურული პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს.
პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ „Japan International Design Award“-ზე პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“, ხოლო იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარებულ „Rome Design Award“-ზე – ნომინაციაში „კონცეპტუალური დიზაინი“.
ახალი ქორწინების სახლი ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო სერვისების რეგიონებში განვითარებას, ისე მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის, კიდევ უფრო გაძლიერებას. ქორწინების რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რაც რეგიონს დამატებით ტურისტულ პოტენციალს შესძენს.
პროექტი სრულად შეესაბამება რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიზნებს და ითვალისწინებს თანამედროვე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოქალაქეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ, ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს.
ქორწინების სახლი მესტიაში, ცნობილი ქართველი პოეტის, რევაზ მარგიანის ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში ასევე განთავსდება რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი, რაც პროექტს დამატებით კულტურულ მნიშვნელობას შესძენს.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
09 ივლისი 2026, 14:05
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობიდან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანას, როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპს.
09 ივლისი 2026, 14:04
მსოფლიო
Reuters: პუტინი, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის ესკალაციისთვის ემზადება, მიუხედავად ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მოწოდებებს უარყოფს ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 13:48
პოლიტიკა
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისუფლად აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა, მიუხედავად თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აწარმოოს საკუთარი საქმე, მათ შორის სამშენებლო მიმართულებით.
09 ივლისი 2026, 13:35
სამართალი
მოქალაქე კახაბერ ფოჩხუა შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1500 ლარით დაჯარიმდა
მოქალაქე კახაბერ ფოჩხუა შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1500 ლარით დაჯარიმდა.
09 ივლისი 2026, 13:27
საზოგადოება
კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ
იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნის და ამის საჭიროება აქვს - დახმარება ექნება, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირების შესახებ შეკითხვაზე პასუხად.
09 ივლისი 2026, 13:27
მსოფლიო
უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ ფრონტზე სიტუაცია ისეთი კარგი არ არის, როგორც ზელენსკი აცხადებს
უკრაინულმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-მ ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა, სადაც მიმოხილულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და არსებული საფრთხეები.
09 ივლისი 2026, 13:24
პოლიტიკა
კახა კალაძე საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციაზე: ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ იყო
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა. მისივე განმარტებით, აღნიშნული რეზოლუციაც, წინა ვარიანტის მსგავსად, ტყუილითა და ცილისწამებითაა გაჯერებული.
09 ივლისი 2026, 13:21
პოლიტიკა
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას - „ტელეკომპანია „იმედის” 26 მაისის „ქარდის“ მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოვლინდა“. საუბარია „ქარდზე“, სადაც მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.
09 ივლისი 2026, 13:21
კულტურა
მომღერალი ბონი ტაილერი გარდაიცვალა
მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის წუხელ „მოულოდნელად“ გარდაიცვალა პორტუგალიის საავადმყოფოში, „იმ დაავადების შედეგად, რომელსაც მკურნალობდა“.
09 ივლისი 2026, 13:19
რეგიონი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა
ზემო აჭარაში, შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და ხელოვნების სკოლაში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
09 ივლისი 2026, 13:15
საზოგადოება
საქპატენტმა ჟენევაში მასშტაბური ღონისძიება გამართა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა წარუდგინა
ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნული იდენტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, საქპატენტმა მასშტაბური კულტურული ღონისძიება გამართა.
09 ივლისი 2026, 13:11
სამართალი
სულხან თამაზაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად კი საექსპერტო-კრიმინალისტიკური და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტები მოინახულა.
09 ივლისი 2026, 13:02
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 12:58
მსოფლიო
მერცის განცხადებით, აშშ-მა გერმანიას Tomahawk-ის ტიპის რაკეტების ყიდვის ნებართვა მისცა
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობამ ბერლინს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების ყიდვის უფლება მისცა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 12:54
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინეს.
09 ივლისი 2026, 12:52
ეკონომიკა
სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლონდონის საფონდო ბირჟისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე ლონდონის საფონდო ბირჟის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს აიუნა ნეჩაევას და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 12:49
საზოგადოება
კახა კალაძე: თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება - რაც ერთად შევქმენით, ერთად გავუფრთხილდეთ
„ჩვენ მომავალშიც ისეთივე პასუხისმგებლობით განვაგრძობთ თბილისის გამწვანებასა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, როგორც ამას ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით. ჩვენი მიზანია, თბილისი იყოს ქალაქი, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს; ქალაქი, სადაც სისუფთავე, წესრიგი, სიმწვანე და ადამიანზე ზრუნვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რადგან ქალაქის სიყვარული სიტყვებით კი არ იზომება, არამედ ყოველდღიური შრომით, პასუხისმგებლობითა და გაფრთხილებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
09 ივლისი 2026, 12:48
რეგიონი
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საპარკინგე სივრცეებს შემზღუდავი ბარიერებისგან ათავისუფლებს
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა და საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით, შემზღუდავი ბარიერებისგან ტერიტორიას ათავისუფლებს.
09 ივლისი 2026, 12:36
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: უკრაინული საზოგადოება ხელისუფლებას სიგნალს უგზავნის - ხალხი ჯერ კიდევ მზად არის სახელმწიფოს გვერდით დადგეს, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად არის მზად უსასრულო მობილიზაციისა და ომის ტვირთის ასატანად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ ტრამპი-ზელენსკის მოლაპარაკების შემდეგ, ლვოვში პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაუკეტეს სამხედრო გაწვევის ცენტრის თანამშრომლებს და მათი სამსახურეობრივი ავტომობილი გადააყირავეს. ანალიტიკოსი წერს, რომ მსგავსი ინციდენტი ივნისში კიევშიც დაფიქსირდა, რაც მეტყველებს მოსახლეობის სურვილზე, შეწყდეს საომარი მოქმედებები. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ იმავეს აჩვენებენ საზოგადოებრივი გამოკითხვებიც.


