23 ივლისი 2026, 09:54 / სანდო წყარო

ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ ქობულეთი უმასპინძლებს

ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ ქობულეთი უმასპინძლებს. ხვალ 24 ივლისს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალო სივრცე, სადაც 18:00 საათიდან სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ.

მუსიკალური შოუზე სტუმრების წინაშე წარდგებიან ბენდები: გუფი ლენდი, SEENთეზი, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, 4UP , OCEAN DRIVE, „პროექტი 33“ და მელომანიაკი. დღის განმავლობაში საფესტივალო სივრცეში განთავსებული იქნება კვების და მოსასვენებელი სივრცეები, ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია საბავშვო აქტივობები პატარებისთვის და ფრანების შოუ ცენტრალურ პარკთან ზღვის სანაპიროზე. ფესტივალს დიჯეი DJ GURI DE SAL დაასრულებს.

ყველა სიახლე

თამთა მეგრელიშვილი

23 ივლისი 2026, 11:07

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ჩანგის [აეროპორტის] მმართველი გუნდის მზაობა მონაწილეობა მიიღოს პარტნიორი კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში - ქართული სახელმწიფოსთვის არის სიტყვა, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ სანდოობაზე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას, „ვაზიანის აეროპორტის პროექტი მოექცა ჩამგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში, ფაქტობრივად დაგვიდასტურეს ინტერესი, რომ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში.“

23 ივლისი 2026, 10:59

სამართალი

პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

23 ივლისი 2026, 10:59

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში რეგულირების ობიექტების 2411 ინსპექტირება განახორციელა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, რეგულირების ობიექტების (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მფლობელი სუბიექტების, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული საწარმოების) 2411 ინსპექტირება განახორციელეს.

23 ივლისი 2026, 10:50

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა 25 პროცენტით, ადგილობრივი ექსპორტი კი 9-ჯერ გაიზარდა.

23 ივლისი 2026, 10:47

რეგიონი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის დაზოგვის მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას განაგრძობს.

23 ივლისი 2026, 10:36

მსოფლიო

POLITICO: გერმანიამ რუსეთთან დაკავშირებულ ბირთვულ პროექტს მწვანე შუქი აუნთო

გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში რუსეთის სახელმწიფო ბირთვულ კორპორაცია Rosatom-თან დაკავშირებულმა პროექტმა სახელმწიფო უწყებებისგან განვითარების ნებართვა მიიღო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ბრაიან ჯონსონი

23 ივლისი 2026, 10:27

ტაბლოიდი

ბიოჰაკერმა ბრაიან ჯონსონმა განაცხადა, რომ საკუთარი კლონი შექმნა

მან სოციალურ ქსელში X დაწერა, რომ ახალ კლონს მან ბრაიანი დაარქვა და ის ჯერჯერობით ლაბორატორიულ ჭურჭელში ცხოვრობს. ჯონსონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი მისი მეშვეობით. უპირველეს ყოვლისა, მას შეეძლება გახდეს საკუთარი თავის კლონი და მასზე მკურნალობის მეთოდები გამოცადოს. ასევე შესაძლებელი იქნება ტრანსპლანტაციისთვის ორგანოების გაზრდა და ახალგაზრდა უჯრედების შეყვანა.

შმაგი ჭიოკაძე

23 ივლისი 2026, 10:21

საზოგადოება

„ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ორ ახალგაზრდაზე: ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შმაგი ჭიოკაძემ მედიასთან ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელიც გუშინ ვერაზე დაჭრეს. მისი განცხადებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

23 ივლისი 2026, 10:21

მსოფლიო

AXIOS: აშშ-მა ირანზე იერიშისთვის B-1 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი პირველად გამოიყენა

ამერიკელმა სამხედროებმა სამშაბათს ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე იერიშის მისატანად B-1 ტიპის შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენი გამოიყენეს. ინფორმაციას AXIOS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 ივლისი 2026, 09:58

რეგიონი

რუსთავში ბავშვთა საზაფხულო სკოლა და სპორტული აკადემია გაიხსნა

რუსთავის მერია კიდევ ერთ საგანმანათლებლო და სპორტულ პროგრამას ახორციელებს, რომელიც ზაფხულის სეზონზე, მოზარდებისთვის საინტერესო და აქტიური გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

23 ივლისი 2026, 09:49

მსოფლიო

მედია: უკრაინამ დრონებით რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სატუმბი სადგური დაბომბა. იერიშის სამიზნე „რუსულ Amazon“-ად წოდებული Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრშიც გახდა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით იერიშები განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 ივლისი 2026, 09:43

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიაში ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, ველოდებით საპასუხო ნაბიჯს, რომ ახალი ელჩი დაინიშნება

ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

23 ივლისი 2026, 09:29

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: კარგია მინიმუმ ის, რომ რაღაც ტყუილები წაიშალა გერმანიის მთავრობის ოფიციალური გვერდიდან და სალომე ზურაბიშვილი იქაც აღარ არის უკვე საქართველოს პრეზიდენტი - ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები იქნება და ისინი შეეცდებიან, გამოასწორონ ის ყველაფერი, რაც ბატონმა ფიშერმა გააფუჭა

კარგია მინიმუმ ის, რომ რაღაც ტყუილები წაიშალა გერმანიის მთავრობის ოფიციალური გვერდიდან და სალომე ზურაბიშვილი აღარ არის უკვე საქართველოს პრეზიდენტი. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

23 ივლისი 2026, 09:17

მსოფლიო

CENTCOM-ი ირანზე განხორციელებული დარტყმების შესახებ იუწყება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა გვიან ღამით ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი სერია დაასრულეს.

23 ივლისი 2026, 09:13

კულტურა

ლანჩხუთში მარჯანიშვილის თეატრის დასმა მაყურებელს სპექტაკლი „ქალები“ წარუდგინა

სპექტაკლამდე თეატრის რეჟისორი და მსახიობი ახალგაზრდებს შეხვდნენ და თეატრის, კულტურისა და შემოქმედებითი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თეატრი გურიაში ახალი კულტურული პროექტის ფარგლებში ჩავიდა.

23 ივლისი 2026, 09:09

პოლიტიკა

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 133-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართება

მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტები განიხილავენ,მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების ფაქტებს. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას. დღის წესრიგში ასევე იქნება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხიც.

ალექსანდრე კარტოზია

23 ივლისი 2026, 09:03

პოლიტიკა

გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს

შესაბამისად, კარტოზია 7-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება. პარალელურად კი დაახლოებით წლინახევრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან წაიშალა ის არასწორი მონაცემები, სადაც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული.

23 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

ლავროვი რუბიოს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან პირისპირ მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აბას არაღჩი

23 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

აბას არაღჩი: ჩვენი თავდაცვის დოქტრინა მკაფიოა – თვალი თვალის წილ

ჩვენი თავდაცვის დოქტრინა მკაფიოა – თვალი თვალის წილ, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი. მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას, მათ შორის, ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, ძლიერი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება.