რეგიონი
16 სექტემბერი 2026, 19:23
ზურაბ პატარაძემ და გივი მიქანაძემ მახინჯაურის საჯარო სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახლად აშენებული დამატებითი კორპუსი გახსნა.
16 სექტემბერი 2026, 19:17
დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახლად აშენებული დამატებითი კორპუსი გახსნა.
16 სექტემბერი 2026, 16:08
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციაზე მუშაობენ.
16 სექტემბერი 2026, 11:38
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია: მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდეთ გარემოს, საკუთარ უსაფრთხოებას და თავი შეიკავოთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და სხვა ტერიტორიებზე ცეცხლის თვითნებურად გაჩენისგან
„აღნიშნული ქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, ადგილობრივ ეკოსისტემასა და ინფრასტრუქტურას. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ხანძრის თვითნებურად გაჩენა კანონდარღვევაა და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს“.
16 სექტემბერი 2026, 10:46
ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და არსებული გზის საფარი ძლიერ დაზიანებულია. პროექტის შესაბამისად დაგეგმილია 6.8 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ასევე, დაგეგმილია მეწყრულ მონაკვეთზე რკინაბეტონის კედლის მოწყობა. მოეწყობა კიუვეტები, მიერთებები, გადაკვეთები, მოსახელობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
15 სექტემბერი 2026, 20:37
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე: ყველაზე დიდი წარმატება იწყება განათლებით და პატრიოტიზმით
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძესთან, განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 20:04
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ქალაქის სხვადასხვა სკოლას ესტუმრა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან, მერისა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ხათუნა ხმალაძესთან ერთად, ქალაქის სხვადასხვა სკოლას ესტუმრა. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 19:59
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაბა ხულოსა და ბეღლეთის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრ მინურ პაქსაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ხულოსა და ბეღლეთის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


