14 აგვისტო 2026, 13:36 / სანდო წყარო

დავით სონღულაშვილი: ფოკას დედათა მონასტერში შექმნილი პროდუქტები ქართული აგროპროდუქციისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში არსებული საწარმოო სივრცეები დაათვალიერა და მონაზვნების მიერ წარმოებული რძის პროდუქტების დამზადების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ფოკას წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სხვადასხვა სახის პროდუქცია მზადდება, მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ადგილობრივ პირობებსა და ევროპულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ყველის წარმოება.

„ფოკას დედათა მონასტერში წარმოებული ყველი, თაფლი და სხვა პროდუქცია ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციის განვითარებასა და ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ფოკას დედათა მონასტერი ფარავნის ტბის სანაპიროზე მდებარეობს და სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ და კულტურულ ადგილს წარმოადგენს. მონასტერში სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის რძის პროდუქტები, თაფლი და შოკოლადი იწარმოება. მონასტერში დამზადებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ მაღაზიაში ხდება, ხოლო ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, პროდუქციაზე მოთხოვნაც იზრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და საქართველოს პარლამენტის დელეგატი ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სამველ მანუკიანი იმყოფებოდნენ.

ყველა სიახლე

დავით გულუა

14 აგვისტო 2026, 14:22

პოლიტიკა

გენერალ-მაიორი დავით გულუა ბარამიძის განცხადებაზე: ეს არ არის შემთხვევით ნათქვამი, ამის თქმა იმიტომ დაავალეს, რომ საქართველო დაეზიანებინათ

მას ამის თქმა იმიტომ დაავალეს, რომ საქართველო დაეზიანებინათ, რომ საქართველო არის დამნაშავე მხარე - ასე გამოეყვანათ, - ასე შეაფასა გენერალ-მაიორმა დავით გულუამ გიორგი ბარამიძის განცხადება.

კობა კობალაძე

14 აგვისტო 2026, 14:22

პოლიტიკა

კობა კობალაძე: 14 აგვისტო არის ერთ-ერთი მტკივნეული თარიღი - მთელი ჩვენი არსითა და მრწამსით ვცდილობთ, გადავლახოთ ტკივილი, ემოციური ფონი და ჩვენს შვილებს მივცეთ საშუალება და უნარი ერთად თანაცხოვრების, ერთ ძლიერ და თავისუფალ სამშობლოში

„14 აგვისტო არის ერთ-ერთი მტკივნეული თარიღი, რადგან ეს იყო არა დაახლოების, არამედ დაშორიშორების კიდევ ერთი ზღუდე. იმის შემდგომ მთელი ჩვენი არსითა და მრწამსით ვცდილობთ იმას, რაც შეიძლება ნაკლებ მტკივნეულად გადავლახოთ ეს ტკივილი, ეს ემოციური ფონი და ჩვენს შვილებს მივცეთ საშუალება და უნარი ერთად თანაცხოვრების, ერთ ძლიერ და თავისუფალ სამშობლოში“, - განაცხადა კობალაძემ.

14 აგვისტო 2026, 14:15

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰიონდუ კიმს შეხვდა.

დავით მათიკაშვილი

14 აგვისტო 2026, 14:02

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ძალიან აღიზიანებთ ამ ძალებს ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ხელისუფლების მშვიდობიანი და საკუთარი ხალხის ინტერესზე ორიენტირებული პოლიტიკა დიდი წინაღობაა მათი ქმედებების აღსრულებისთვის

ძალიან აღიზიანებთ ამ ძალებს [დიფ სთეითი] ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

14 აგვისტო 2026, 13:55

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ამოცანაა ტურისტული ინდუსტრიის დაზიანება, საერთოდ სტაბილური ქვეყნის იმიჯის დაზიანება, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები სტაბილური ჰქონდეს

ამოცანაა ტურისტული ინდუსტრიის დაზიანება, საერთოდ სტაბილური ქვეყნის იმიჯის დაზიანება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

დონალდ ტრამპი

14 აგვისტო 2026, 13:51

მსოფლიო

Reuters: ტრამპი დრონების იმპორტზე 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადებით, ამერიკა დრონებისა და მათი კომპონენტების იმპორტზე, მათ შორის აშშ-ის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოკავშირისგან შემოტანილ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 13:41

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა. მთავრობის მეთაური ახალდანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

ფაიგ გულიევი ირაკლი კობახიძე

14 აგვისტო 2026, 13:37

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.

14 აგვისტო 2026, 13:28

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ულან ნიაზბეკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე.

14 აგვისტო 2026, 13:15

საზოგადოება

ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საიტზე ფოტოგრაფ შალვა გოქაძის კოლექციის ნაწილი გამოქვეყნდა. ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 13:15

საზოგადოება

საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე საქართველოში ევროკონტროლის ექსპერტების სამუშაო ვიზიტი შედგა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) ექსპერტების მორიგი სამუშაო ვიზიტი განხორციელდა.

14 აგვისტო 2026, 13:09

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის ლიდერები შვებულებაში არიან. კრიზისები კი, რომლებიც ბლოკს ემუქრება - არა

გეოპოლიტიკურ კრიზისებსა და სტიქიურ უბედურებებს უსიამოვნო ჩვევა აქვთ - ევროპას ზაფხულის შუაგულში არყევენ მაშინ, როდესაც ბლოკის პოლიტიკური ლიდერები მზეზე ისვენებენ ან რომელიმე სოფლის იდილიურ გარემოში განმარტოებას ცდილობენ. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 13:00

საზოგადოება

ივლისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 787 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 787 ფაქტი გამოავლინეს.

14 აგვისტო 2026, 12:37

საზოგადოება

GCCA-მა შპს „ფუდ გალერი ჯორჯიას“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინა

სააგენტოს ინფორმაციით, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე მომსახურების გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა.

14 აგვისტო 2026, 12:33

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ულან ნიაზბეკოვს შეხვდა.

14 აგვისტო 2026, 12:25

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: მეცხვარეობა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული დარგია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე საექსპორტო მიმართულებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მეცხვარე ფერმერების სახალხო დღესასწაულს დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მინისტრი ადგილობრივ მეცხვარე ფერმერებს შეხვდა და მათი საქმიანობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 აგვისტო 2026, 12:24

მსოფლიო

POLITICO: ზელენსკის აშშ-ში უკრაინის ახალი ელჩის კანდიდატურის შერჩევა უჭირს

ვოლოდიმირ ზელენსკის პრობლემა აქვს: ვაშინგტონში ყველაზე რთული თანამდებობის დაკავება არავის სურს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

14 აგვისტო 2026, 12:22

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: კიდევ სარეცხი მანქანების რუსეთში შეტანაზე საუბრობენ ჩიპების ამოსაღებად? რუსეთს ჩინეთთან 4000 კილომეტრზე მეტი საზღვარი აქვს! რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა?

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სარეცხი მანქანების თემასა და საქართველოს გზით რუსეთში ჩიპების შეტანის შესახებ გავრცელებულ ვერსიებს ეხმაურება და ამბობს, რომ „ჭკუასთან ახლო ტყუილიც არ შეუძლიათ“.

14 აგვისტო 2026, 12:16

ეკონომიკა

ქართული ღვინის წარდგენა ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები. აღნიშნული წარდგენის შემდეგ, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „Berliner Wine Trophy“-ის საერთაშორისო ჟიურის 130 წევრს უმასპინძლა ბერლინის ერთ-ერთ ქართულ რესტორანში.