დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი ნედლეულის ადგილზე გადამუშავება დამატებული ღირებულების პროდუქციის შექმნას უწყობს ხელს
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობასა და წარმოების პროცესს გაეცნო.
„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ 2007 წელს დაარსდა და დღეს საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოა. ქარხანა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებასა და საკონსერვო პროდუქციის წარმოებაზეა ორიენტირებული. საწარმო 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ტომატის პასტას, ტყემალს, აჯიკას, მარინადებს, საწებლებს, ჯემებსა და მურაბებს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ნედლეული ადგილზე გადამუშავდეს და შეიქმნას დამატებული ღირებულების პროდუქცია. ეს, ერთი მხრივ, ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას აძლევს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს ახალი საწარმოების განვითარებას, დასაქმების ზრდას და რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„მარნეულის სასურსათო ქარხნის“ საწარმოო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება.
ქარხანა ნედლეულს პარტნიორი კომპანიისგან „მარნეული აგრო“ და 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან იბარებს, რაც ადგილობრივი სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის ერთმანეთთან დაკავშირებას უწყობს ხელს.
ქარხნის პროდუქცია საქართველოს ბაზარზე იყიდება და ექსპორტზეც გადის, მათ შორის ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე.
საწარმოს საექსპორტო პროდუქციაში განსაკუთრებით მოთხოვნადია ტყემალი, კიტრის მარინადი და აჯიკა.
მინისტრთან ერთად მარნეულის სასურსათო ქარხანაში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაური ისმაილოვი იმყოფებოდნენ.
ყველა სიახლე
15 აგვისტო 2026, 13:59
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ქართული ხორბლის წარმოების ზრდას, ასევე ქართული ჯიშების შენარჩუნებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში კომპანიის „ლომთაგორა“ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გაეცნო და მეხორბლე-ფერმერებს შეხვდა.
15 აგვისტო 2026, 13:25
მსოფლიო
POLITICO: BBC-ი ცილისწამების სარჩელის ფარგლებში ტრამპის ოჯახის წევრების სასამართლოში გამოძახებას ითხოვს
BBC-ი ცდილობს სასამართლოში გამოიძახოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟი, ქალიშვილი და სიძე - აღნიშნული დაკავშირებულია 10 მილიარდი დოლარის ცილისწამების სარჩელთან, რომელსაც პრეზიდენტი ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ აწარმოებს, - წერს გამოცემა POLITICO.
15 აგვისტო 2026, 13:22
რეგიონი
რუსთავში შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს
რუსთავში, შიდასაუბნო დასასვენებელი სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.
15 აგვისტო 2026, 13:10
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარე შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ ეწვია და სასწავლებლის საქმიანობას, სასწავლო პროცესსა და საწარმოო მიმართულებებს გაეცნო. მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა, მეცხოველეობის ფერმა და რძის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. დავით სონღულაშვილმა სკოლის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებისა და წარმოების განვითარების შესახებ.
15 აგვისტო 2026, 12:45
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურის ინფორმაციით, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, რაც სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გაუგზავნა რამდენიმე პირს.
15 აგვისტო 2026, 12:16
მსოფლიო
აშშ-ის ვაჭრობის მდივანი: ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, რომ Apple-მა მეხსიერების ჩიპები ჩინეთისგან შეიძინოს
ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, რომ Apple-მა მეხსიერების ჩიპები ჩინეთისგან შეიძინოს, - განაცხადა ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა.
15 აგვისტო 2026, 12:10
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილს: 2012 წელს პეტერბურგში რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! სინამდვილეში, არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერალ გიორგი უშიკიშვილს პოპულიზმსა და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.
15 აგვისტო 2026, 11:48
საზოგადოება
თბილისის მერია: ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ქუჩები და ყველა პრობლემური ლოკაცია ინტენსიურად იწმინდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
15 აგვისტო 2026, 11:43
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ქსენოფობიურ განცხადებებზე: ერთი, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად სტაბილურია ქვეყანა და რასაკვირველია, ამ მიმართულებით მთავარი დარტყმა უნდათ, რომ განახორციელონ და მეორე, უფრო აგრესიული გახდეს ოკუპაციის ის რეჟიმი, რომელიც არსებობს
ერთი, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად სტაბილურია ქვეყანა და რასაკვირველია, ამ მიმართულებით მთავარი დარტყმა უნდათ, რომ განახორციელონ და მეორე, უფრო აგრესიული გახდეს ოკუპაციის ის რეჟიმი, რომელიც არსებობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
15 აგვისტო 2026, 11:38
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ასეთი ფობიები არანაირად არ ემსახურება არც დეოკუპაციის მიზანს, არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას
ასეთი ფობიები არანაირად არ ემსახურება არც დეოკუპაციის მიზანს, არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით.
15 აგვისტო 2026, 11:34
მსოფლიო
BBC: ლონდონის ჰითროუს აეროპორტი მგზავრებს აფრთხილებს, რომ წყალდიდობის გამო მე-2 და მე-3 ტერმინალებზე წვდომა შეზღუდულია
ლონდონის ჰითროუს აეროპორტი მგზავრებს აფრთხილებს, რომ წყალდიდობის გამო მე-2 და მე-3 ტერმინალებზე წვდომა შეზღუდულია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
15 აგვისტო 2026, 11:19
საზოგადოება
გიორგი პაპავა: სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 ერთეული მძიმე ტექნიკა, სანამ პრობლემა სრულად არ აღმოიფხვრება, სამუშოები გაგრძელდება
ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში შექმნილ პრობლემების ლიკვიდაციაზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, - აცხადებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, გიორგი პაპავა. მისივე თქმით, გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად წვიმამ გარკვეული პრობლემები თბილისის ათივე რაიონში პრობლემები.
15 აგვისტო 2026, 11:16
მსოფლიო
7.7 მაგნიტუდის მიწისძვრას ინდონეზიაში, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა
ინდონეზიის აღმოსავლეთით, კუნძულ ფლორესის რეგიონში, შაბათს დილით 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.
15 აგვისტო 2026, 11:15
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო - ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ნჯოშნიკები“, აპიარებდნენ
როდესაც ფაქტებით დადასტურდა, რომ 7 აგვისტოს საომარი მოქმედებები უკვე მიმდინარეობდა და 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღად წარმოჩენა აგენტურისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იყო, გარე დავალების შესაბამისად, მომენტალურად შეცვალეს ნარატივი და ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო დასახელდა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.
15 აგვისტო 2026, 11:14
სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს.
15 აგვისტო 2026, 10:57
სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.
15 აგვისტო 2026, 10:52
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
15 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
აშშ-ის ელჩმა ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა
აშშ-ის ელჩმა ევროკავშირში, ენდრიუ პაზდერმა ბლოკს მოუწოდა, შეარბილოს კანონმდებლობა, რომელიც კომპანიებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების ეკოლოგიურ და სოციალურ ზემოქმედებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს. დიპლომატის მტკიცებით, აღნიშნული ზომები ეწინააღმდეგება ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის დადებულ სავაჭრო შეთანხმებას.
15 აგვისტო 2026, 10:37
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


