ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
20 აგვისტოს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს ჩაატარებს.
„რუსთაველის გამზირის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ოთხ ეტაპად არის დაყოფილი, რომლის პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე მოეწყო წყალმომარაგების 2.3 კმ და წყალარინების 0.5 კმ სიგრძის განახლებული ქსელი, დამონტაჟდა 52 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო 8 სახანძრო ჰიდრანტი.
განახლებული ქსელების ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს, ხვალ, 20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და 6 ლოკაციაზე პარალელურად მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 21 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ. აბაშიძის, ლაღიძის, ზანდუკელის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ბოცვაძის, ჯავახიშვილის, ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, ბესიკის, ჟორდანიას, ზალდასტანიშვილის, სარაჯიშვილის, ჭავჭავაძის, ქიქოძის, ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ჩხეიძის, სობჩაკის, ჭანტურიას, ბროსეს, ვირსალაძისა და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, რიწის და არსენას ქუჩების ნაწილს.
კრწანისის რაიონში: აბჟანდაძის, დიდი ხეივნის, I ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის, ახალი ხეივნის, საბატონოს, ცოლიკაურის, გულუას, კრწანისის ქუჩას,შესახვევებს და ჩიხებს, ერეკლე II-ის, ვერცხლის, ნაკაშიძის, შარდენის, ბამბის რიგს, რკინის რიგს, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კატალიკოსის, ყავლაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის და დიუმას ქუჩებს; გორგასლის და კოტე აფხაზის ქუჩების ნაწილს.
ჩუღურეთის რაიონში: უშანგი ჩხეიძის ქუჩასა და მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
19 აგვისტო 2026, 09:43
მსოფლიო
სერბეთში მაშველი მეხანძრეები ქვეყნის უდიდეს ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ
სერბეთში მაშველი მეხანძრეები ქვეყნის უდიდეს ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. სამაშველო ოპერაციაში მეხანძრეებთან ერთად საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებიც მონაწილეობენ.
19 აგვისტო 2026, 09:37
მსოფლიო
ესპანეთში, ერთი კვირის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა - სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ესპანეთში, ერთი კვირის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა. 4.7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ისევ ანდალუსიის რეგიონში, გრანადაში დაფიქსირდა.
19 აგვისტო 2026, 09:35
მსოფლიო
ლატვიაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციაზე კიბერშეტევის შედეგად დამნაშავეებმა მილიონ 200 ათასი ადამიანის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს
ქვეყნის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ლატვიაზე სხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კიბერშეტევაა, რადგან კონკრეტული დამნაშავე ჯერ არ არის იდენტიფიცირებული.
19 აგვისტო 2026, 09:30
მსოფლიო
ვაშინგტონმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს სანქციები დაუწესა
ვაშინგტონმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს სანქციები დაუწესა. ტომოკო აკანე იმ სიაში მოხვდა, რომელიც დასანქცირებულ მოქალაქეებს მოიცავს, მანამდე შტატებმა სანქციები ჰააგის სასამართლოს რიგი მოსამართლეების წინააღმდეგაც შემოიღო.
19 აგვისტო 2026, 09:28
მსოფლიო
რუმინეთი ნატოს წვრთნებს მასპინძლობს - მიზანი გაერთიანების აღმოსავლეთ ფლანგზე მტრის შესაძლო შეჭრაზე რეაგირებაა
რუმინეთი ნატოს წვრთნებს მასპინძლობს. მასშტაბური სწავლება ტრანსილვანიაში, საფრანგეთის მეთაურობით ტარდება. მიზანი კი გაერთიანების აღმოსავლეთ ფლანგზე მტრის შესაძლო შეჭრაზე რეაგირებაა.
19 აგვისტო 2026, 09:11
რეგიონი
ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური სპორტული კომპლექსის თანამშრომლებს შეხვდა
ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური სპორტული კომპლექსის თანამშრომლებს შეხვდა. შეაჯამეს ექვსთვიანი მუშაობა, ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებსა და სიახლეებზე.
19 აგვისტო 2026, 09:09
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: ყველა შემდგარი სახელმწიფო პირველ რიგში ზრუნავს და ქმედებას აწარმოებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ეს ვიხილეთ, როდესაც ერეკლე მეორემ გადადგა ნაბიჯი
ყველა შემდგარი სახელმწიფო პირველ რიგში ზრუნავს და ქმედებას აწარმოებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ეს ვიხილეთ, როდესაც ერეკლე მეორემ გადადგა ნაბიჯი , - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, აკაკი ალადაშვილმა.
19 აგვისტო 2026, 00:03
საზოგადოება
მართლმადიდებლები დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავენ
მართლმადიდებლები დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავენ. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულს შორისაა. სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა სამი მოციქული: იაკობი, იოანე და პეტრე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა.
18 აგვისტო 2026, 22:32
სპორტი
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ფინალურ შეხვედრაში კობა ქარუმიძე (55 კგ) ირანელ არმინ საად შამსიპოურჰაისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
18 აგვისტო 2026, 21:17
რეგიონი
ფესტივალის „ღამის სერენადები “ გახსნითი კონცერტი 19 აგვისტოს, 19:00 საათზე ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიმართება
საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, ბათუმის მერიის, ბორჯომის მერიის და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ საზეიმოდ გაიხსნება.
18 აგვისტო 2026, 21:08
რეგიონი
ისტორიული ქართული სოფლის ახალი სიცოცხლე - მაჩხაანის რეაბილიტაცია იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული სოფელი ავთენტურობის შენარჩუნებით სრულად განახლდება. ქვემო მაჩხაანის რეაბილიტაცია სახალხო თეატრის აღდგენასაც გულისხმობს.
18 აგვისტო 2026, 20:59
საზოგადოება
ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისში - მერია მარჯანიშვილის მოედნის განახლებასაც იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მარჯანიშვილის მოედანზე ქვაფენილი განახლდება, შესაბამისი ტენდერი მზად არის. აქტიურად გრძელდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ უკვე აღდგა მოძრაობა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე.
18 აგვისტო 2026, 20:52
სამართალი
საერთაშორისო ძებნილი თბილისში დააკავეს - ქართველ და ამერიკელ სამართალდამცველთა თანამშრომლობის მორიგი შედეგი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველ და ამერიკელ სამართალდამცავთა ერთობლივი მუშაობის წარმატებული შედეგი, თბილისში საერთაშორისო ძებნილი დააკავეს. მას ამერიკაში უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის დახმარებას ედავებიან. მიმდინარეობს ექსტრადაციისთვის საჭირო პროცედურები.
18 აგვისტო 2026, 20:45
პოლიტიკა
რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახური: სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა.
18 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ბადრი ვადაჭკორია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში გაიმართა. ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად.ბადრი ვადაჭკორია 20-ზე მეტი ფოტოკრებულის ავტორია. იყო
18 აგვისტო 2026, 20:33
პოლიტიკა
ოპოზიციური ალიანსის ფინალი - დაპირისპირებათა ექვსთვიანი სერია დაშლით დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციურმა ალიანსმა თავი ოფიციალურად ამოწურა. დაშლას ნაწილი უარყოფს, უმეტესობა კითხვაზე პასუხს თავს არიდებს.
18 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
შერიგების და ნდობის აღდგენის დამაზიანებელი კამპანია - ბარამიძიდან სამადაშვილამდე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საკუთარი მოქალაქეებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება, ოკუპირებული ტერიტორიების ტრავმულ მეხსიერებად წარმოჩენა - ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ის გზავნილები, რომელიც გია ბარამიძემ დაიწყო და გვარამია-სამადაშვილით გაგრძელდა.
18 აგვისტო 2026, 19:41
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი წერილს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“
„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები“.
18 აგვისტო 2026, 19:09
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს საქართველო არის იმ ტიპის ქვეყანა, იმ ტიპის სახელმწიფო, რომელსაც უნდა სწორედ ქრისტიანული, ევროპული, ცივილიზაციის ნაწილი და ამ გზაზე მავალი იყოს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ერეკლე მეფის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებას შეტანილი აქვს ლომის წვლილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ყაიდის ქვეყანა.


