10 სექტემბერი 2026, 16:03 / სანდო წყარო

მარნეულის მუნიციპალიტეტში 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტებია დაგეგმილი

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2026 წელს 25 164 237 ლარის ღირებულების 5 კაპიტალური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დაგეგმილი პროექტები ხრამ-არხისა და ახალი სადახლოს სარწყავი სისტემების, ასევე, ლომთაგორის მაგისტრალური სარწყავი არხის აღდგენა-რეაბილიტაციას და ლეჟბადინის მექანიკური აწევის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფა 4 825 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

ამასთან, მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა 2 კაპიტალური პროექტი -ქეშალოს სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამ 708 513 ლარი შეადგინა,და ხრამ-არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 3 735 868 ლარია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმირასანის სათავე ნაგებობის, ბარათაანთ არხის სარწყავი სისტემის და მდინარე დებედაზე გვერდითი წყალაღების სათავე ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე, იბერიისა და აღმაშენებლის მაგისტრალურ არხებზე მიმდინარეობს წყალმიმღები კვანძებისა და მიმმართველი არხების აღდგენისა და ჯებირების მოწყობის სამუშაოები. მიმდინარე პროექტების საერთო ღირებულება 8,8 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 3 320 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

საექსპლუატაციო სამუშაოების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიწმინდა და მოწესრიგდა 73 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები, შეკეთდა 2 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ასევე შეიცვალა და შეკეთდა სხვადასხვა ტიპის 48 ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. რეგიონში უკვე დასრულებულია 3 სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 6, ხოლო დაგეგმილია კიდევ 7 პროექტის განხორციელება. ჯამში, 2026 წელს რეგიონში 51 მილიონ ლარამდე ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება, შედეგად, წყალუზრუნველყოფა 15 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს რეგიონში გაიწმინდა და მოწესრიგდა 305 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები და 9 კმ სიგრძის მილსადენი, შეკეთდა 7 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ასევე შეიცვალა და შეკეთდა სხვადასხვა ტიპის 401 ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოები სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას, საიმედო წყალმომარაგებასა და ფერმერებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას ემსახურება.

ყველა სიახლე

10 სექტემბერი 2026, 16:47

მსოფლიო

ალჟირმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

ალჟირმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გადაწყვიტა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ფოჩხუა

10 სექტემბერი 2026, 16:45

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა თორნიკე რაზმაძეზე: ქვეყნის პრემიერის გინება ან აუგად მოხსენიება დასჯადია, იცის ეს ამ პატარა კაცმა, მაგრამ თავის მრევლს აჩვენებს თითქოს რუსების გინებისთვის სჯის ხელისუფლება, პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს ამას

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციის აქტივისტ, თორნიკე რაზმაძის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კონკრეტული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება კანონით გათვალისწინებული პროცესია.

დავით ჩიხელიძე

10 სექტემბერი 2026, 16:38

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს, სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას თორნიკე რაზმაძე საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს

თორნიკე რაზმაძე, სკანდალის შექმნას კვლავ ფაქტების დამახინჯებით ცდილობს! შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს, სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას რაზმაძე საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

10 სექტემბერი 2026, 16:38

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: CIFTIS-ზე საქართველოს წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი, არამედ როგორც ჰაბი, რომელიც ამ დერეფანს შესაბამისი ციფრული, საფინანსო და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს

პეკინში, მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი, არამედ როგორც ჰაბი, რომელიც ამ დერეფანს შესაბამისი ციფრული, საფინანსო და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში (China International Fair for Trade in Services – CIFTIS) მონაწილეობს.

10 სექტემბერი 2026, 16:32

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და სხვადასხვა ფორმატებში, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს.

დიმიტრი პესკოვი

10 სექტემბერი 2026, 16:29

მსოფლიო

პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში გემების განადგურებას გააგრძელებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი სამხედროები შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებს გააგრძელებენ.

მაკა ბოჭორიშვილი

10 სექტემბერი 2026, 16:06

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის

„კოსმოსთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია როგორც ევროპული, ისე, ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისთვის, და ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში.

ლევან კოჭლოშვილი

10 სექტემბერი 2026, 15:44

პოლიტიკა

ლევან კოჭლოშვილი: კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა

„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ოპოზიციისა და კონკრეტული პირების მისამართით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ისტორიული ფიგურების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მანიპულაციაა.

მაკა ბოჭორიშვილი

10 სექტემბერი 2026, 15:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს გვჭირდება მეტი თანამშრომლობა და მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში

„ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში და MAGA-ს მოძრაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლის წარმომადგენელიც დღეს მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას, შესაბამისად კავშირების გაწყვეტა მასთან სასაცილო და ღიმილისმომგვრელია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

10 სექტემბერი 2026, 15:27

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

სამიტის ფარგლებში მიღებულ იქნა 3 დეკლარაცია კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებსაც საქართველო შეუერთდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ერთად იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მარიამ ქვრივიშვილი

10 სექტემბერი 2026, 15:19

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს, რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს, რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა.

10 სექტემბერი 2026, 15:13

მსოფლიო

გერმანული მედია: ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას განიხილავს

გერმანული მედიის ცნობით, ბრიუსელი, საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას განიხილავს.

10 სექტემბერი 2026, 15:03

ტაბლოიდი

ახალაღმოჩენილ მწერებს სახელები ტეილორ სვიფტისა და მისი ალბომების პატივსაცემად დაარქვეს

ახალაღმოჩენილ მწერების სახეობას ტეილორ სვიფტის, კიდევ სამს კი მისი ალბომების პატივსაცემად დაარქვეს სახელები. Swiftiephylus - ასე უწოდეს ბაღლინჯოების ოჯახში შემავალ მწერების გვარს, რომელიც რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. მათ ამ მწერების 12 ახალი სახეობა იპოვეს, რომლებიც ავსტრალიის ტერიტორიაზე ბინადრობენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

10 სექტემბერი 2026, 14:57

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: როდესაც „გალილეო“ პირველად შემოგვთავაზეს, ზოგიერთი კითხულობდა, რატომ სჭირდებოდა ევროპას საკუთარი სისტემა, როდესაც GPS უკვე არსებობდა, მაგრამ ევროპის ლიდერებს ესმოდათ, რომ ზოგიერთი შესაძლებლობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათზე სხვებზე დამოკიდებულება დაუშვებელია - იგივე არჩევანი კვლავ ჩვენს წინაშეა, რადგან კოსმოსი ახალ ეპოქაში შედის

როდესაც „გალილეო“ პირველად შემოგვთავაზეს, 25 წელზე მეტი ხნის წინ, რა თქმა უნდა, ზოგიერთი კითხულობდა, საერთოდ რატომ სჭირდებოდა ევროპას საკუთარი სისტემა, როდესაც GPS უკვე არსებობდა, მაგრამ ევროპის ლიდერებს ესმოდათ, რომ ზოგიერთი შესაძლებლობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათზე სხვებზე დამოკიდებულება დაუშვებელია, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა პარიზში, კოსმოსის საკითხზე პირველ საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

10 სექტემბერი 2026, 14:55

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენას CIFTIS -2026 ესწრება, სადაც საქართველო ეროვნული პავილიონით პირველად არის წარმოდგენილი

პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობს.

10 სექტემბერი 2026, 14:55

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

გიგა ავალიანის საქმეზე, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო მიმდინარეობს.

10 სექტემბერი 2026, 14:55

საზოგადოება

ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ გადაადგილების დროებითი სქემა 11 სექტემბრიდან იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხრიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით როგორც მიხეილ ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის, ისე ძმები კაკაბაძეების ქუჩისკენ.

კაია კალასი ჟან-ნოელ ბარო

10 სექტემბერი 2026, 14:54

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირი საგარეო პოლიტიკისთვის ბრძოლის ზღვარზე იმყოფება

Euractiv-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილ სამიტზე კაია კალასისა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის მომავლის საკითხს განიხილავენ.

გიორგი გაბუნია

10 სექტემბერი 2026, 14:49

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: გვარამიაზე მეტი „ნაცი“ ვინ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“?! - მათ ჩათვალეს, რომ სააკაშვილი დასრულებულია მათთვის, როგორც ლიდერი. ახლა ცდილობენ, რომ საზოგადოებაში ერთგვარი წამყვანი ლიდერის როლი აჩვენონ

გვარამიაზე მეტი „ნაცი“ ვინ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“?!, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის კომენტირებისას.