25 სექტემბერი 2026, 20:20 / სანდო წყარო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეები“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

გონიოს ციხის ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი პერსპექტივების შექმნა.

„ხელვაჩაურის დღეები“ სხვა მნიშვნელოვან სახალხო დღესასწაულებთან ერთად, ჩვენი რეგიონის კულტურულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. ეს არის სიყვარულის და ტრადიციების ჯაჭვი. სასიხარულოა, რომ ამ სიხარულს არა მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტი, არამედ მთელი რეგიონი იზიარებს. განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ხელვაჩაურელებს ამ დღეს და ვუსურვებ კეთილდღეობასა და წარმატებებს. მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ტურისტული შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება.

სიმბოლურია, რომ დღეს გონიოს ციხეში ვართ ადგილას, რომელიც ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცოცხლებს და ამ ზეიმს განსაკუთრებულ ელფერს სძენს" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დღესასწაულის ფარგლებში „საპატიო ხელვაჩაურელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ზურაბ პატარაძემ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, ჯილდოები მურმან გორგოშაძეს და ნოდარ კოპინაძეს გადასცა.

მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს პარლამენტში ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატმა არჩილ ბერიძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის დელეგატმა მინდია დიასამიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ მხეიძემ.

„ხელვაჩაურის დღეები“ მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაულებს - „კოლხობასა“ და „მაჭახლობას“ აერთიანებს და მიზნად ისახავს ადგილობრივი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციას.

დღესასწაული ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით გამართული კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმტები ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2026, 21:05

რეგიონი

სენაკის სპორტკომპლექსს კალათბურთის ახალი სავარჯიშო ინვენტარი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეს ის არის, რაზეც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრების დროს ისაუბრეს. კალათბურთელებს დღეს ვარლამ ლიპარტელიანი შეხვდა.

25 სექტემბერი 2026, 21:05

სამართალი

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული - სუსის სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული. სუსმა სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში ჩაატარა.პროკურატურამ ორივე დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

25 სექტემბერი 2026, 20:55

საზოგადოება

მარტვილში ჭყონდიდელობა აღნიშნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკლესიურ და სახალხო დღესასწაულზე სამეგრელოში ჩავიდა კათოლიკოს პატრიარქი. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების და ქადაგების შემდეგ, შიო მესამემ სასულიერო პირები მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

ნანული გუგუნავა

25 სექტემბერი 2026, 20:52

საზოგადოება

ნოდარ დუმბაძის მეუღლე შვილის გვერდით, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა დღეს ვაკის სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე მის ხსოვნას პატივი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილებმა მიაგეს.

ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2026, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის შეფასება ოპოზიციურ პროტესტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პროტესტს აფასებს და პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელ ანალიზს ეხმიანება, რომელშიც შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ყოველდღიურ და ერთსახოვან საპროტესტო აქციებზე საუბრობს, ოპოზიციის ამ მცირერიცხოვან ჯგუფს კი, „ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტად“ მოიხსენიებს.

25 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

ვის და რას ეხვეწება ეკა გიგაური - ანტისახელმწიფოებრივ განცხადებად შეფასებული საერთაშორისო გამჭვირვალობის თავმჯდომარის მოხსენება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ანტიქართული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს - ასე აფასებენ თბილისში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე ეკა გიგაურის გამოსვლას.

ნიკა გვარამია

25 სექტემბერი 2026, 20:37

პოლიტიკა

ოპოზიცია შერიგების პოლიტიკის წინააღმდეგ - ნიკა გვარამიას უცვლელი რიტორიკა, რომელიც მიზანმიმართულ კამპანიად შეფასდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როცა ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივებსა და შერიგების პოლიტიკაზე საუბრობს, ნიკა გვარამია ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ცდილობს - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ოპოზიციონერის განცხადებებს აფხაზეთთან დაკავშირებით.

ანა წითლიძე

25 სექტემბერი 2026, 20:35

პოლიტიკა

დეზინფორმაცია, რომელსაც ოფიციალური სტატისტიკა აბათილებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები ისევ მტკიცებულებების გარეშე და მიღებული ახალი დავალება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ნარკორეალიზატორების მფარველობასა და სხვადასხვა დროს მომხდარ მკვლელობებში ადანაშაულებს, თუმცა მტკიცებულებები არ აქვთ.

25 სექტემბერი 2026, 20:29

პოლიტიკა

მკაფიო და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული - გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მკაფიო და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული - ასე ფასდება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე.

25 სექტემბერი 2026, 20:21

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეაზე და შეხვედრები ნიუ-იორკში. „ქრონიკის“ სიჟეტი

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობის გრძელვადიანი მნიშვნელობა და ამ კონტექსტში მიმართვა აფხაზ და ოს თანამოძმეებს, რეგიონული უსაფრთხოება და შუა დერეფანი, ეკონომიკური ზრდა, მულტილატერალიზმი და საერთაშორისო თანამშრომლობა, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დამყარებული პარტნიორობა - ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გზავნილებზე, თითქმის ათ წუთიან გამოსვლაში ისაუბრა.

25 სექტემბერი 2026, 20:10

სპორტი

საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩს საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 7500 ბავშვი ესწრება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის პირველ შეხვედრას მართავს. გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს მასპინძლობს.

გიორგი გამსახურდია

25 სექტემბერი 2026, 20:08

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ასეთი უსამშობლო და ქვეყნის მოღალატე გარეწრები არიან, თავიანთი მედია-რესურსებიანად. რომ არ აგვეკრძალა ფრენები, რატომ არ აკრძალეთო, ახლა კიდევ, ირანელი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსების მუქარებს ავრცელებენ სპეციალურად

„აი ასეთი უსამშობლო და ქვეყნის მოღალატე გარეწრები არიან, თავიანთი მედია-რესურსებიანად. რომ არ აგვეკრძალა ფრენები, რატომ არ აკრძალეთო. ახლა კიდევ, ირანელი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსების მუქარებს ავრცელებენ სპეციალურად. გავიგე, რომ გამწარებულია ქალბატონი ეთერი, მისი მეუღლე მზიას პატიმრობით, მაგრამ ამის გამო ქვეყანას არ უნდა ავნო," - წერს გიორგი გამსახურდია.

25 სექტემბერი 2026, 20:03

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის პირველ შეხვედრას მართავს

გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს მასპინძლობს. ახალი ფორმატის მიხედვით, საქართველოს ნაკრებს 10 დღის განმავლობაში 4 თამაშის ჩატარება მოუწევს.

25 სექტემბერი 2026, 19:26

სპორტი

ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, ხარებაშვილი, კვერნაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

საბა ბაღდავაძე

25 სექტემბერი 2026, 19:18

სპორტი

საბა ბაღდავაძე უსინათლოთა შორის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონია

საბა ბაღდავაძე (-81 კგ) უსინათლოთა შორის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონია, ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 18:53

პოლიტიკა

იან პრაუდი: ერთ-ერთი შეცდომა, რაც ევროკავშირმა უკანასკნელი წლების განმავლობაში დაუშვა, ეს არის იმ მიდგომებისა და პოლიტიკის დავიწყება, რომლებმაც ევროკავშირი წარმატებულად აქცია

გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა ევროკავშირის ამჟამინდელ კრიზისზე ისაუბრა. მისივე თქმით, ერთ-ერთი შეცდომა, რაც ევროკავშირმა უკანასკნელი წლების განმავლობაში დაუშვა, ეს არის იმ მიდგომებისა და პოლიტიკის დავიწყება, რომლებმაც ევროკავშირი წარმატებულად აქცია.

25 სექტემბერი 2026, 18:53

რეგიონი

ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი ახალციხეს ეწვია

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობილ მოჭადრაკეს ახალციხის ციხეზე, მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად უმასპინძლა.

25 სექტემბერი 2026, 18:39

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში იკავებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქ. გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არაყის დამზადებასა და შენახვას.

ირაკლი ჭეიშვილი

25 სექტემბერი 2026, 18:33

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაგებინეთ ჩვენი ხედვა. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იმაზეც, რომ ოკუპაციის პირობებში ყველაზე მეტად საქართველომ იცის მშვიდობის ფასი. შესაბამისად, ამიტომ არის მიუღებელი ჩვენი ე.წ. პარტნიორებისგან მუდმივ რეჟიმში კრიტიკა, ჭკუის სწავლება და მოწოდება, რომ თურმე ჩვენ არასწორ გზაზე ვდგავართ

ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას და გამოდის, რომ მარტო ვართ ამ ბრძოლაში, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად. ჩვენთვის არის წარმოუდგენლად რთული ჩვენი პარტნიორების გარეშე მსგავსი პრობლემის აღმოფხვრა და მასთან გამკლავება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.