პენიტენციური სამსახური ბათუმის ციხეში მყოფი პატიმრების საჩივრებს უსაფუძვლოს უწოდებს
ფოტო: აჭარის ტელევიზია
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბათუმში მდებარე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ გავრცელებულ საჩივართან დაკავშირებით აცხადებს, რომ საჩივრის ინიციატორი გიორგი მარსაგიშვილია, რომელიც 2013 წლიდან სასჯელს ყაჩაღობის მუხლით იხდის (სსკ-ის 179-2 ნაწ "ბ" ქ/პ და 179-3 ნაწ "ა" ქ/პ).
როგორც პენიტენციური სამსახურის განცხადებაში წერია, საჩივარს ხელს აწერენ მისი თანამესაკნეები დავით ჭოველიძე (რომელიც გასამართლებულია განზრახ მკვლელობა, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით) და შოთა დობაძიშვილი (გასამართლებულია ყაჩაღობა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის). მსჯავრდებულები სასჯელს იხდიან მაღალი რისკის დაწესებულებაში, რომელიც სხვა დაწესებულებებთან შედარებით მკაცრი რეჟიმით ხასიათდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს საჩივარში მოყვანილ ბრალდებებს და აცხადებს, რომ დაწესებულების ადმინისტრაციას არ დაურღვევია მსჯავრდებულების მიმართ რამე სახის უფლებები. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გიორგი მარსაგიშვილი და მისი თანამესაკნეები მუდმივად უარს აცხადებენ დაწესებულების შინაგანაწესისადმი დამორჩილებაზე და გადაძახილების მეშვეობით იმავეს მოუწოდებენ სხვა მსჯავრდებულებსაც. ამასთანავე, სამსახურის ცნობით, მარსაგიშვილი გამოირჩევა განსაკუთრებით აგრესიული ქმედებებით, როგორც დაწესებულების თანამშრომლების, ასევე მედპერსონალის მიმართ.
ზემოთჩამოთვლილი ქმედებების გამო მსჯავრდებულს არაერთხელ აქვს დაკისრებული დისციპლინური სახდელი, რაც გამოიხატება სამარტოო საკანში მოთავსებაში, ასევე პაემნების, ან სატელეფონო საუბრების დროებით შეზღუდვაში.
"მსჯავრდებულების რისკს განსაზღვრავს მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი. რისკის გადაფასება ხდება წელიწადში ერთხელ და გადაწყვეტილებას ჯგუფი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით იღებს, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია დაწესებულებაში პატიმრის მიერ გამოვლენილი ქცევა. ამდენად, მსჯავრდებულების მიერ გამოთქმული ბრალდება, თითქოს მათთვის რისკის დამძიმება დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიზანმიმართულად ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება", - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
რაც შეეხება საჩივარში მოყვანილ სხვა ფაქტებს, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ წყლის პრობლემა არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას.
"N3 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარედ (ე.წ. ურეხის დასახლება) მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება. როდესაც წყდება ქალაქიდან წყალი, ამის შემდეგ წყლის მიწოდება დაწესებულებისთვის რეზერვუარიდან ხორციელდება.
ასევე უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია 24 საათიან რეჟიმში, უწყვეტად ხორციელდება. რაც შეეხება, მთლიანად დაწესებულების ვენტილაციას, იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ღამით მხოლოდ 2 საათით ხდება ვენტილაციის გამორთვა. ესეც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება, ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნა და საკნების ბუნებრივად განიავება.
სიცრუეა ისიც, თითქოს უსაფრთხო (დეესკალაციის საკნებში) და სამარტოო საკნებში სათვალთვალო ვიდეოკამერის ხედვის არეალში ხვდება ტუალეტის ნიჟარა.
უსაფუძვლოა ასევე მსჯავრდებულების განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მათ ეზღუდებათ კანონით მინიჭებული უფლებები, კერძოდ, საჩივრების დაწერის უფლება", - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
სამსახურის თქმით, მათი საჩივარი მედიისთვის სწორედ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მეშვეობით გახდა ხელმისაწვდომი, რადგან ადმინისტრაციამ გაუგზავნა მითითებულ ადრესატებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ N3 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, ისევე, როგორც სხვა დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს, საჭიროებისამებრ დროულად მიეწოდება სამედიცინო სერვისები.
"სამსახური ადასტურებს, რომ 1 აპრილს გიორგი მარსაგიშვილმა, დავით ჭოველიძემ და შოთა დობაძიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენეს, რაც გამოიხატა შემდეგში: 23:39 სთ-ზე, გიორგი მარსაგიშვილმა კისერზე კანქვეშ და მარცხენა ხელის ცერა თითთან ე.წ. სპილენძის მავთული გაიყარა (რომელიც საკანში არსებული ტელევიზორის ანტენის დეტალია) და ხელით მიება მაგიდის ფეხს. ნახევარი საათის შემდეგ მის საკანში მყოფმა მსჯავრდებულმა დავით ჭოველიძემ (2 აპრილს 00:08 სთ-ზე) მარცხენა ხელის ცერა თითთან გაიყარა ძაფი და მარსაგიშვილის მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა. შოთა დობაძიშვილმაც (2 აპრილს 01:14 სთ-ზე) - მარცხენა ხელის ცერა თითთან გაიყარა ძაფი და მარსაგიშვილის მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა. მსჯავრდებულებმა აღნიშნული ქმედების მიზეზი არ განმარტეს.
2 აპრილს, 12:50 სთ-ზე მსჯავრდებულმა მარსაგიშვილმა ადვოკატთან შეხვედრამდე მაგიდიდან აიხსნა ხელი, სხვა მსჯავრდებულებს მავთულის ამოძრობის გარეშე ჩამოეხსნა და ადვოკატთან შესახვედრად გავიდა. ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ, მარსაგიშვილი საკანში შეიყვანეს, სადაც კარადა დააზიანა, რის შემდეგაც დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. 2 აპრილს 23.25 საათზე საკანში დარჩენილმა დობაძიშვილმაც დააზიანა საკანში არსებული კარადა. ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, დობაძიშვილი და ჭოველიძე არაადეკვატურად იქცეოდნენ, თვითდაზიანებებით იმუქრებოდნენ და ციხის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ პერიოდში მსჯავრდებულებმა თითებს შორის გაყრილი ძაფები მოიხსნეს და ამჟამად დეესკალაციის საკანში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ციხეში სამმა პატიმარმა სხეული დაიზიანა. ადვოკატის თქმით, ისინი ციხის თანამშრომლებს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. ასევე მათი მოთხოვნაა სასმელი წყლის მიწოდება.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 22:46
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ
ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ, ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს „გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს”, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-ქმარი, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.
28 აგვისტო 2026, 22:37
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ლოზანის „გრანდ სლემის“ ფინალში ეთერ ლიპარტელიანმა ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 22:32
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 21:58
მსოფლიო
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
28 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.
28 აგვისტო 2026, 20:15
პოლიტიკა
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.


