გენერალ ქუთათელაძის ოჯახმა „იმედის კვირას“ ვიდეო მიაწოდა, სადაც მკვლელობაში ბრადებული ჩანს
გიორგი ჭანტურია
ფოტო: IMEDI
გენერალ სამსონ ქუთათელაძის ოჯახმა "იმედის კვირას" გენერლის გახმაურებულ მკვლელობამდე სათვალთვალო კამერით გადაღებული ქუჩის ვიდეოკადრები მიაწოდა. ვიდეო 2018 წლის 15 იანვარს, რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზარში, გენერლის მკვლელობამდე სამი საათით ადრეა გადაღებული. კამერის ობიექტივში ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია 12:14 წუთზე მოხვდა - მუქი ფერის ქურთუკით და ნაქსოვი ქუდით. ვიდეოჩანაწერი 15-წუთიანია.
გენერლის მკვლელობის შემდეგ გადაღებულ კადრებში ასევე ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე სხვებთან ერთად ბრალდებული გიორგი ჭანტურიაც იმყოფება, თუმცა ტყავის ქურთუკი აცვია და ქუდი აღარ ახურავს.
მოკლული გენერლის მეუღლისთვის ეს ვიდეოჩანაწერი ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სამსონ ქუთათელაძე გიორგი ჭანტურიამ მოკლა. შემდეგ მკვლელობის მთავრი მტკიცებულებები იარაღი და ტანსაცმელი გაანადგურა ან გადამალა.
რამდენიმესაათიან ინტერვალში ტანსაცმლის გამოცვლას ბრალდებულის ადვოკატი წვიმიანი ამინდით ხსნის. ბექა ბასილაია ამბობს, რომ ტანსაცმლისა და ავტომობილის ექსპერტიზა უკვე ჩატარდა და ჭანტურიას დანაშაულის კვალი არსად იკვეთება.
ის, რაც განსაკუთრებული და საეჭვო არ არის ბრალდებულის ადვოკატისთვის, ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულებაა გამოძიებისა და მოკლულის ოჯახისთვის. ქუთათელაძეების ადვოკატი დეტალურად საუბრობს იმ ვიდეო მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების შესახებ, რომელიც გენერლის მკვლელობის 20-ტომიან საქმეში დევს. ლევან ზაქრაძე ამბობს, რომ მკვლელობის დღეს ბაზრის ადმინისტრაციული შენობისკენ სამსონ ქუთათელაძის და გიორგი ჭანტურიას გადაადგილება კამერებმა და მოწმეებმაც დააფიქსირეს.
ერთ-ერთი მოწმე, რომელზეც ადვოკატები საუბრობენ ირაკლი თედორაძეა. ის პირველად 2018 წლის იანვარში დაკითხეს. მეორედ - შვიდი თვის შემდეგ. განმეორებით ჩვენებაში და სასმართლო პროცესზეც, თედორაძემ თქვა, რომ დაინახა სამსონ ქუთათელაძის კაბინეტიდან გამოსული გიორგი ჭანტურია, რომელსაც იარაღი ეჭირა. რატომ მისცა ორი განსხვავებული ჩვენება ამის გარკვევა "იმედის კვირამ" მოწმესთან სცადა, თუმცა ირაკლი თედორაძე სახლში არ დახვდა.
ირაკლი თედორაძის მიერ ჩვენების შეცვლას პროკურატურა გამოძიების პროცესში ახალი გარემოებებით ხსნის. უწყების ინფორმაციით, მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებათა ოქმები, ვიდეოჩანაწერები, და ექსპერტიზის დასკვნები მხოლოდ გიორგი ჭანტურიას დანაშაულზე მიუთითებს.
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია გამოძიებამ პირველად მკვლელობიდან მეორე დღეს დააკავა, მაშინ ჭანტურიას 40-საათიანი პატიმრობა ბრალის წარდგენის გარეშე, გათავისუფლებით დასრულდა. ის განმეორებით რვა თვის შემდეგ ქუთათელაძის მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მაშინ გამოძიებამ განმეორებითი ჩხრეკისას ჭანტურიების საცხოვრებელი სახლიდან 3 ცეცხლსასროლი იარაღი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოღო.
დაკავებიდან მალევე გავრცელდა აუდიოჩანაწერიც, რომელიც ახლა საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებაა. აუდიო ჩანაწერში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას და მარიამ ჭანტურია, მის მეგობარს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ესაუბრება. ამ აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ჭანტურიების სახლში იარაღი ინახებოდა. ჭანტურიების ოჯახი ამტკიცებდა, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული იყო, სახლში იარაღი კი სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
გენერალი სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს ე.წ სტამბოლის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში მოკლეს. მოკლულის მეუღლე პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ მკვლელი გიორგი ჭანტურია იყო. მკვლელობის მოტივად კი ფინანსურ დავას ასახელებდა. გენერალსა და ბრალდებულს შორის არაერთგზის კონფლიქტი სტამბოლის ბაზრის დირექტორმა მამაუკა ცხოვრებაძემაც დაადასტურა.
სასამართლო პროცესები ახლა დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. თუ საქმეზე განაჩენი 1 თვეში არ დადგება, გიორგი ჭანტურიას პროცესებზე სიარული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან აღარ მოუწევს. 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა მას 8 მაისს იწურება.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
ვენესუელამ აშშ-სთან სანავთობო შეთანხმებას მხარი დაუჭირა
კარაკასში, ამერიკის ენერგეტიკის მდივნის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ ტრამპის ადმინისტრაციასთან სანავთობო შეთანხმებას მხარი დაუჭირა. მანამდე გარიგებას, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებს ვენესუელის ნავთობის რეზერვების მეხუთედზე ექნება წვდომა, თეთრი სახლის ლიდერმა უპრეცედენტო უწოდა.
02 სექტემბერი 2026, 11:06
მსოფლიო
ნეპალსა და ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
გაეროს ინფორმაციით, ნეპალსა და ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 100-ს გადააჭარბა გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 4 500-მდე ადამიანი. მათგან 580 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სტიქიის ზონაში სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.
02 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
პროკურატურამ ადვოკატის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:50
საზოგადოება
GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 110 %-ით არის გაზრდილი
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვეში, GCCA-ში - 1 758 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 5 367 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110 %-ით არის გაზრდილი.
02 სექტემბერი 2026, 10:47
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:47
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: მთავარი ამოცანაა, რომ მიგვავიწყონ ოკუპირებული ტერიტორიები სხვადასხვა ფორმით
მთავარი ამოცანაა, რომ მიგვავიწყონ ოკუპირებული ტერიტორიები სხვადასხვა ფორმით, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 10:42
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, კუბის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ერაყის, თურქეთის, კამერუნის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ბენინის, ეთიოპიის, ეგვიპტის, იამაიკის, სუდანის, ალჟირის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 93 მოქალაქე.
02 სექტემბერი 2026, 10:40
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:26
თავდაცვა
სუს-ისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:12
მსოფლიო
აშშ-მა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა
ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების განცხადებით, 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სარაკეტო თავდასხმისას რაკეტის ნამსხვრევები სამხრეთ ირანში, სერიქში მდებარე იმ სახლს მოხვდა, სადაც ქორწილი იმართებოდა.
02 სექტემბერი 2026, 09:27
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ - დასავალის“ დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება
სამხარაძე მიმართავს „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს, რომ ყოფილი პრემიერის საქციელი მორიგი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის - “ თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.”
02 სექტემბერი 2026, 09:22
სპორტი
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, პადელში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა
ფონდის ჩართულობისა და სუბსიდირების წყალობით, შეჯიბრების მონაწილე კომპანიებმა შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლეს. ღონისძიების ფარგლებში, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სპორტის ფსიქოლოგიისა და სპორტული კვების თემაზე სპეციალური სემინარი ჩატარდა.
02 სექტემბერი 2026, 09:19
რეგიონი
ახალციხეში ახალი სკვერი და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედანი მოეწყო
ახალციხეში, თაყაიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ ახალი სკვერითა და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედნით სარგებლობა. დასრულებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
02 სექტემბერი 2026, 09:16
საზოგადოება
ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით ყვარელში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა
ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით ყვარელში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ახალგაზრდული ბანაკის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა.
02 სექტემბერი 2026, 09:14
თავდაცვა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა. მთავრობის დადგენილებით, თუ პირი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინებას/უწყებას არ ჩაიბარებს, უწყება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება, შემდეგ კი ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება.
02 სექტემბერი 2026, 09:08
პოლიტიკა
საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ზურაბ დარჩიაშვილს
საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
02 სექტემბერი 2026, 09:03
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ანუ რას ამბობს, ან უნდა შევიჭრათ აფხაზეთში და სისხლის ტბები დავაყენოთ, ან გავყვეთ გვარამიას მიერ გაჟღერებულ მათ პატრონთა ახალ დავალებას და ეს მტკივნეული იარა საბოლოოდ დავივიწყოთ?!
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
02 სექტემბერი 2026, 08:58
საზოგადოება
საქართველოს განათლების მინისტრს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატირ მამედოვმა უმასპინძლა
გივი მიქანაძემ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
02 სექტემბერი 2026, 01:20
მსოფლიო
პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ
რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.


