imedi /  10 აპრილი 2019, 13:37 / სანდო წყარო

თელავის უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრეს

დაჭრა

შემთხვევის ადგილი

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ამავე უმაღლესი სასწავლების სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. imedinews-ის ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. 

მომხდარის კონკრეტული მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ექმურება.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ყველა სიახლე

19 იანვარი 2021, 08:46

საზოგადოება

დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელი

ასევე თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც -3 გრადუსი და მცირე ნალექია იქნება. ღამის განმავლობაში -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, -4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -16 გრადუსი იქნება.

ბექა ფერაძე

19 იანვარი 2021, 08:27

ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის სამინისტროსა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ბიზნეს სექტორს შეხვდებიან

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, სავაჭრო ობიექტების გახსნის წინაპირობა მოლებსა და ბაზრობებზე მომუშავეთა ინტენსიური ტესტირება იქნება. ბაზრობების მოვაჭრეებისა და მოლების პერსონალის კორონავირუსზე ტესტირება იანვარში დაიწყება და თებერვლის დასაწყისამდე გაგრძელდება, რასაც მონიტორინგს გაუწევენ.

19 იანვარი 2021, 08:16

რეგიონი

კობი-გუდაურის მონაკვეთი ამ დრომდე ჩაკეტილია

გუდაურის მისადგომებთან ტრაილერების რამდენიმე კილომეტრიანი რიგია, უამინდობის გამო, მძღოლები ბოლო ერთი კვირაა, საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ. ყაზბეგში დარჩენილი მოქალაქეები კი საბაგიროებით გადმოჰყავთ.

19 იანვარი 2021, 08:03

საზოგადოება

დღეს ნათლისღებაა

დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10 საათზე დაიწყებს.

19 იანვარი 2021, 03:28

COVID19

კალიფორნია აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კალიფორნია აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა.

19 იანვარი 2021, 03:20

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 29 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 29 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 460 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მელანია ტრამპი

19 იანვარი 2021, 02:36

მსოფლიო

მელანია ტრამპი: ჩემო ამერიკელებო, აშშ-ის პირველი ლედობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა ამერიკის მოსახლეობას გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აშშ-ის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ „ამერიკელებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ძალადობა არასდროსაა პასუხი და მას არასდროს ექნება გამართლება“.

ჯუზეპე კონტე

19 იანვარი 2021, 01:07

მსოფლიო

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა

იტალიაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

19 იანვარი 2021, 00:10

რეგიონი

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

„ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იაგო ხვიჩია

19 იანვარი 2021, 00:02

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ფასილიტატორები სერიოზულად არ უყურებენ ისეთ ბოიკოტს, სადაც ოპოზიცია ხელფასს იღებს

„ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ ის ხალხი, რომელიც წინა პარლამენტში იყო, ავტომატურად იღებს ფულს. სამადაშვილის განცხადებას მოუსმინეთ და თქვენ თვითონაც იგივე შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რაც მე. იგივე შთაბეჭდილება რჩებოდათ ფასილიტატორებს, დამკვირებლებს, „ქართული ოცნების“ წევრებს და ამიტომაც არ უყურებენ ბოლომდე სერიოზულად ასეთი ტიპის ბოიკოტს, სადაც ოპოზიცური ძალები ხელფასს იღებენ - მე ამის გამორიცხვა მინდოდა. მე მინდოდა მკაცრი ბოიკოტი, მართლა ბოიკოტი, რომ ვერავის მსგავსი შეურაცხყოფა ვერ მოეყენებინა. ეს არ გამოვიდა. ახლა მინდა შეთანხმება ისეთი, რომ მაქსიმალური წამოვიღო „ქართული ოცნებიდან“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

18 იანვარი 2021, 23:51

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 24 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 24 მილიონს გადააჭარბა.

18 იანვარი 2021, 23:42

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 3 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 404 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

18 იანვარი 2021, 23:40

სამართალი

სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ხურჩასთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 23:28

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მე საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი ვთქვი, რომ ბოიკოტი ყოფილიყო წმინდა - პირველი აქ გაირყვნა ბოიკოტი

ბოკერიამ თქვა, რომ პარტია დაეშლებათ და ხალხი დარჩებათ პურის გარეშე, თუ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარსიტყვიან, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. მან დეტალურად გაიხსენა ის შეხვედრა, სადაც გაირკვა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ გარდა ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას აპირებდა. „იყო რამდენიმე საკითხი, რაც ოპოზიციის მოლაპარაკებებზე კონფლიქტებს იწვევდა. ამ კონფლიქტების წყარო მე ვიყავი. ამ საკითხებზე „გავჭედე“. ერთ-ერთი იყო ბიუჯეტიდან ფულის აღების საკითხი. ბოკერიამ თქვა, რომ პარტია დაგვეშლება, ხალხი დაგვრჩება პურის გარეშე. 3,5 მილიონ ლარზე ვამბობ უარს. თქვენ როგორ გგონიათ, მე ისეთი მდიდარი ადამიანი ვარ, რომ ეს ფული არ გვჭირდება?! მაგრამ მე უარი ვთქვი იმიტომ, რომ ბოიკოტი ყოფილიყო წმინდა და არ ყოფილიყო შერყვნილი. პირველი აქ გაირყვნა ბოიკოტი“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

აკაკი საღირაშვილი

18 იანვარი 2021, 23:21

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა. 2018 წლიდან დღემდე ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. აკაკი საღირაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 23:15

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ლელოს“ და ვაშაძის პარტიას შეთანხმება უნდა, „ევროპულ საქართველოს“ – არა

არ მინდა კრიტიკული ვიყო, უბრალოდ პოლიტიურად არ აწყობდათ შეთანხმება და ეს ჩემთვის მეორე-მესამე შეხვედრაზე ცხადი გახდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოდი ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 23:11

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნების” წინადადება ჩემთან ბადრი ჯაფარიძის გავლით მოდიოდა

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციის მოლაპარაკებების დროს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ინდივიდუალური კომუნიკაცია ჰქონდათ პარტიებთან და მისთვის ცნობილია, რომ „ოცნებას“ ზურაბ ჯაფარიძესთანაც ჰქონდა მოლაპარაკებები. ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 23:08

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: გული მწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ისე წავიდა პოლიტიკიდან, ვერ გავიცანი

„სამწუხაროდ ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კომუნიკაცია არ არის. მზად ვარ, „ოცნებასთან“ ვილაპარაკო, – ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ ტვ.„პირველის“ ეთერში განაცხადა.

ბორის ჯონსონი

18 იანვარი 2021, 22:53

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 22:35

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ოპოზიციის ნაწილს: არასწორია, როცა მოლაპარაკებაში მონაწილე მთავარი ადამიანი - ამერიკის ელჩი პარლამენტში შესვლისკენ მოგიწოდებს და შენ მაინც ბოიკოტის რეჟიმში რჩები

„ჩვენს ყველა მეგობარს ეტყობა ჩვენკენ (ოპოზიცია) არის თუ ხელისუფლებისკენ. პარლამენტის პირველ სხდომაზე ვნახეთ, რომ ამერიკის ელჩი მივიდა და მერე მოგვიწოდა, რომ შევიდეთ პარლამენტში. ამერიკის ელჩი შენკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენკენ არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ აგროვებ. არასწორია, როდესაც მთავარი იმედი, ვისიც გაქვს, ის ხალხი გეუბნება, რომ უნდა შეხვიდე პარლამენტში და შენ მაინც ბოიკოტის რეჟიმში რჩები.“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.