ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია იწყება
ფოტო: პაპუნა შუშანია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან დაკავებული აქციის მონაწილის რომან ჭანტურიას წინააღმდეგ გამოძიება 166 და 173 მუხლებით დაიწყო.
აღნიშნული წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ამ წუთებში ზუგდიდის რაიონული პოლიციის სამმართველოს შენობასთან დაკავებულის ნათესავები იკრიბებიან და საპროტესტო აქციას გეგმავენ.
შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამხარეო სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც სავალი გზის გადაკეტვას ცდილობდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, გუშინ დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები სამმართველოსთან აქციას მეორე დღეა მართავენ.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 20:27
საზოგადოება
„რწმენა გვაძლიერებს-სიყვარული გვაერთიანებს“. წელს პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახლად გამორჩეულმა პატრიარქმა მიულოცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„რწმენა გვაძლიერებს-სიყვარული გვაერთიანებს“. წელს პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახლად გამორჩეულმა პატრიარქმა მიულოცა.
26 მაისი 2026, 20:21
პოლიტიკა
საგარეო უწყება საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე: ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიური თანამდებობის პირად განსაზღვრა
ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიურ თანამდებობის პირად განსაზღვრა, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის შესახებ.
26 მაისი 2026, 20:14
საზოგადოება
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. წვევამდელების ფიცი უძველეს ეკლესია-მონასტრებთან და სამხედრო ტექნიკის გამოფენა თბილისსა და 20 ქალაქში.
26 მაისი 2026, 20:12
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა
ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ფატალური რისკების მიუხედავად, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა, - წერს კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია ოპოზიციის მიერ ატეხილ მორიგ ისეტერიაზე “ტვ იმედის“ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელზეც მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი არიან გამოსახულები.
26 მაისი 2026, 20:05
მსოფლიო
CNBC: დონალდ ტრამპი და მისი კაბინეტის წევრები კემპ-დევიდში შეიკრიბებიან
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი კაბინეტის წევრები ოთხშაბათს კემპ-დევიდში შეიკრიბებიან. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამშაბათს CNBC-ს განუცხადა.
26 მაისი 2026, 19:55
რეგიონი
ხულოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა
ხულოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
26 მაისი 2026, 19:50
საზოგადოება
ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა
ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა, - ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
26 მაისი 2026, 19:43
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობას მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობას მიულოცა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
26 მაისი 2026, 19:39
საზოგადოება
თინათინ რუხაძე: წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ დღეს იწყება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი
წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ დღეს იწყება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
26 მაისი 2026, 19:32
ეკონომიკა
სებ-ი: დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 3 კომპანიის დასანქცირების შესახებ განვმარტავთ, რომ სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 3 კომპანიის დასანქცირების შესახებ განვმარტავთ, რომ სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებში. აქვე აღნიშნულია, რომ რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე, სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებს და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.
26 მაისი 2026, 19:30
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 19:26
საზოგადოება
პაატა სალია: თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდში აღნიშნავს.
26 მაისი 2026, 19:24
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოზურგეთში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
26 მაისი 2026, 19:16
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, საუდის არაბეთის მეფე და ტახტის მემკვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
26 მაისი 2026, 19:13
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გორში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერთან, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძესთან და შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილთან ერთად, გორში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე იმყოფებოდა.
26 მაისი 2026, 18:59
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა თორნიკე კაპანაძემ და სალომე წიკლაურმა მარნეულის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
26 მაისი 2026, 18:56
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 18:51
საზოგადოება
ინგა ფხალაძე: თელავში სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ენერგეტიკული კომპანიებისა და საწარმოების ორგანიზებით ღონისძიება იმართება, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება
დღეს, ულამაზეს თელავში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ენერგეტიკული კომპანიებისა და საწარმოების ორგანიზებით, ღონისძიება იმართება, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ, რომელმაც თელავში 26 მაისის საზეიმო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.
26 მაისი 2026, 18:49
მსოფლიო
რუბიო ირანთან შეთანხმებაზე: ეს იქნება ან კარგი შეთანხმება, ან საერთოდ არანაირი არ შედგება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანთან პოტენციური შეთანხმების დეტალების საბოლოოდ შესათანხმებლად რამდენიმე დღე იქნება საჭირო.
26 მაისი 2026, 18:49
პოლიტიკა
ირაკლი ბათიაშვილი: 1980-იანი წლებიდან ყველანაირი ოპოზიცია მახსოვს და ასეთი უავტორიტეტო, ურეიტინგო ოპოზიცია, რომელსაც რეალურად არანაირი მხარდაჭერა ხალხში არ აქვს, არ მახსოვს - ეს ძალა იბრძვის არა იმიტომ, რომ მას რაღაც უკეთესი პერსპექტივის გახსნა უნდა ქვეყნისთვის, არამედ ამოძრავებს ერთადერთი - რევანშის წყურვილი
ჩვენდა საბედნიეროდ, დღეს, მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე ეს იყო 1918-1921 წლებში. საზოგადოებაში, ხალხში და ჩვენდა საბედნიეროდ, ასევე ხელისუფლებაშიც სიღრმისეულად გათავისებული და გაცნობიერებულია, რომ ეს არის ის ფუნდამენტური ღირებულება,, რაზეც ჩვენ ვდგავართ და რის დათმობაც წარმოუდგენელია, - განაცხადა ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.


