სუსი მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს
ფოტო: youtube
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომლითაც, სუს-ის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტული აქტის ორგანიზება დასტურდება.
სუს-ის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი საუბრობენ.
„კრიმინალებიც და ჯოგიც მე დამდევს. ნებისმიერ ადგილზე, იქ დანის დარტყმა ხდება, იქ იარაღის სროლა ხდება, იქ სხვა ხდება. იქ თუ რაღაც მოხდა, დაჭერა ხდება. სულ პირველად, ჩვენი მხარის ხალხი შენ გიკითხავს, ჰუსეინი სად არისო. თუ ასეთი რამე მოხდა, შენ სადმე იქნები წასული, შენ ხალხისგან გაიგებ მაგას. მაგ მომენტში პირველს შენ დაგირეკავენ, შენ მოგიწევს თქმა მანდ არ ვარ, მე სხვაგან ვარო, ამიტომ ეს მისვლა-მოსვლა მოაშორე. არავინ აღარ მომიგზავნო, ჰუსეინი ჩვენთან ერთად იქ გამოუშვიო. არსად სიარული არ არის შენი საქმე. თუ სადმე წასვლა მოგიწევს, მე გეტყვი, ჰუსეინ შენ დღეს იქ უნდა წახვიდე მეთქი, იქ უნდა იარო, აქ უნდა იარო. ეგ აზრები ვაფშე თავიდან მოიშორე. შენ თავში რაც უნდა ჩაიდო, ეგ არის, რომ გოგაშვილზე უნდა იმუშაო და იმაზე იმუშავე, სად არის, რა არის, სად დადის, სად ცხოვრობს, მაგაზე იმუშავე. სადმე წასვლა თუ მოგიწევს, მითხარი ბიძა, მე აქ უნდა წავიდე და ფული მჭირდება-თქო, აი ეგ არის შენი სამუშაო. სხვა დანარჩენი ყველაფერი თავიდან მოიშორე. არავის დარდი და არაფერი არ გქონდეს. ერთი კაცია ვიზეც შენ უნდა იმუშაო. სად ცხოვრობს, სად დადის, საიდან მოდის. სოფელში უნდა წახვიდე, მაჩხაანში უნდა წახვიდე, სასაფლაოზე უნდა წახვიდე, მაგის მამის სახელი კლიმენტი არის, უნდა წახვიდე და ეგ საფლავი ნახო, შარშან დაკრძალეს, სად არის საფლავი ყველაფერი უნდა გაარკვიო, მოაგვარო, დადო და უნდა ვიცოდეთ. ყველაზე მეტად ჩვენ ეგ ადგილი გვჭირდება. მაგაზე იმუშავე შენ, სხვის საქმეზე აეროპორტში, საავადმყოფოებში და სხვის საქმეებში სიარული არ არის შენი საქმე. შენ შენი საქმე გააკეთე. მე აქ პოლიტიკურად ვცდილობ ესენი გავანადგურო, ჩვენ გვერდით არავინ არ გვყავს დამდგომი, გარდა ჩვენ ორისა, არავის არ ადარდებს და არც დაინტერესდებიან, მე ვარ და შენ ხარ, მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია, არ გვჭირდება. იქ რომ ცხოვრობს თემირლანი ეგ გვჭირდება მე და შენ, ჩვენც იქ იმ ადგილას ვართ წასასვლელები. ამიტომ სხვა დანარჩენი მოაშორე. არც შენი აეროპორტში სიარული მჭირდება და არც შენი საავადმყოფოებში სიარული, ანზორიც რომ იწვეს მანდ. თუ საჭირო იქნება...
მე აქ ვცდილობ ესენი პოლიტიკურად გავანადგურო, მეორე გზას შენ უნდა მიხედო. წასასვლელი და მოსასვლელი ფული არ მაქვსო, მაგის გამო არ უნდა გაჩერდე, მე არ უნდა მომერიდო არასოდეს. ბიძა, მე აქ მივდივარ, მე ფული მჭირდება, ვსიო მორჩა, შენ მაგ მიმართულებით მუშაობ, მე ამ მიმართულებით ვმუშაობ, აქ როცა ხარ, მაშინაც ერთი წუთით გვერდიდან არ მომშორდე. რაღაცა რომ მოხდეს, პირველად ჰუსეინს დაურეკავენ ჰუსეინ-ო, შენ ეტყვი, მე იქ არ ვარ და არ ვიციო, ეგ სირცხვილია, ეგ არ არის სწორი. ნახევარი საქართველო მე და შენ ჭკუა-დარიგებას გვეკითხება, მე და შენ არ გვაქვს უფლება, შეცდომა დავუშვათ. არავის ნდობა არ შეიძლება, მე და შენ ვისაც უნდა ვენდოთ, ის ერთი კაცი რუსლანი არის, რუსლანს რომ გაცდება, მეტი არავის ნდობა არ შეიძლება. ერთადერთი, რამზანი რომ არის? მაგის ნდობაც შეიძლება, მეტი დანარჩენი ვსიო, და, ძმა, ნათესავი, მოგვარე, არავის ნდობა არ შეიძლება. ერთი ვისაც უნდა ვენდოთ, რუსლანია და მეორე ის ბიჭი, რამზანი, იქ მორჩა, ვსიო. დანარჩენი არც ერთი ადამიანი არ არის სანდო, არც ერთი! სადაც მიდიხარ და მოდიხარ, ის ადგილი არავის არ უნდა უთხრა, არავისთვის არ არის საჭირო თქმა. წეღან როგორც გითხარი, პირველ რიგში იმ სოფელში ხარ წასასვლელი. საღამოს წახვალ და ტაქსს ნახავ, ტაქსში ჩაჯდები, სანამ იმ ადგილზე არ ჩახვალ, არავის არ ეუბნები, რომ წითელწყაროში მიდიხარ. იმ ადგილს სანამ გაცდები, აქ საქმე მაქვსო ეტყვი და იქ აუხვევ. რომ აუხვევ, სანამ ადგილზე მიხვალ ჩამოდიხარ და იმ მანქანას უშვებ იქიდან, წითელწყარომდე რა ფასიც უთხარი მისცემ და გაუშვებ. შედი იქ, იმ ეზოში, ერთი წელია გასული, წეღან რა სახელიც გითხარი, გოგაშვილი, მაგის ადგილი ნახე, ეგ სად არის დაკრძალული, სად რა შეიძლება, ყველაფერი მე არ უნდა გასწავლო, უკვე აღარ ხარ პატარა. იმ ადგილის მეტი სხვა შანსი არ არის, იქ რომ მოვლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი, ეგენი ყოველ წელს იქ მიდიან. სურათს და ყველაფერს რომ მოიტან, მერე თვითონ დავსახავ გეგმას. დღეს საღამოს იმ ადგილას წახვალ. იქ მარტო არ უნდა წახვიდე, შენთვის ყველაზე სანდო, მე არ ვიცი ვის ენდობი, შენ რამდენად სანდო ხალხი გყავს გვერდით. ვისაც ენდობი ერთი კაცი წაიყვანე, დღეს საღამოს იქ წადი და ღამით დარჩი. თუ ვინმე შეგხვდა და გითხრა რას დადიხარ აქო, აქ ერთი ქისტი არის დაკრძალულიო, ეტყვი, სანახავად მოვედი, მართალია თუ არა-თქო. ტელეფონში არაფერი არ დატოვო, ყოველთვის სუფთა უნდა იყოს ტელეფონი, ყოველთვის!“, - ნათქვამია ჩანაწერში.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 02:36
სპორტი
„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა
ინგლისურმა „კრისტალ პალასმა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
28 მაისი 2026, 01:44
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: თუ ეს არ იქნება ბრწყინვალე გარიგება, ჩვენ მას არ გავაფორმებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გარიგებას დათანხმდება.
28 მაისი 2026, 00:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია
პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.
28 მაისი 2026, 00:18
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა
მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებ სამშობლოსთან რაიმე ბმა აქვთ.
28 მაისი 2026, 00:17
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია გორში მომხდარ ინციდენტზე: ჩვენ პატივს ვცემთ პოლიციელის მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას ჩრდილს აყენებს. რაც მთავარია, გამოძიება დაწყებულია
მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა.
28 მაისი 2026, 00:10
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება
ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
28 მაისი 2026, 00:08
მსოფლიო
POLITICO: პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო
პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ (ESN), რომლის წევრიც არის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო, - წერს გამოცემა POLITICO.
28 მაისი 2026, 00:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია შაჰინის განცხადებაზე: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს
ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, უკრაინა გაანადგურეს იმ ინტერესებმა, რომელიც დღეს ჩანს და იმ საშინელებამ, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, პირდაპირმა სისხლისღვრამ.
27 მაისი 2026, 23:51
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია კანდელაკის „კვლევაზე“: მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან
მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
27 მაისი 2026, 23:41
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ
ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში.
27 მაისი 2026, 23:36
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ფაქტი ერთია, რომ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს - მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი
ფაქტი ერთია, რომ ის ბიუროკრატია, დიფ სთეითის ხელდასხმული ე.წ. პოლიტ ელიტა გაჩერებას არ აპირებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიაზრებენ თავიანთ პროქსი სახელმწიფოებად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს
ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები - აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000 -3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.
27 მაისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას და არა ამ აგენტურას
საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 23:15
პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს
კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.
27 მაისი 2026, 22:44
მსოფლიო
Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის იდეა ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბლოკის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 22:11
პოლიტიკა
სულიკო ასათიანის შვილი პაატა ასათიანი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობაზე“ თავიდანვე ამბობდა - ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს. სხეულზე არცერთი ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი რომ ნაცემი არ ყოფილიყო
ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა თავიდანვე და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს, - განუცხადა „ქრონიკას“ სულიკო ასათიანის შვილმა პაატა ასათიანმა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 21:52
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ იმ პროცესის დაწყებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში მიიყვანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც - ჩვენთვის პრიორიტეტი ბალკანეთია
იტალია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, თუმცა სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტერესებსაც ითვალისწინებს და რომისთვის პრიორიტეტად დასავლეთ ბალკანეთი რჩება. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ლიმასოლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
27 მაისი 2026, 21:47
სამართალი
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.
27 მაისი 2026, 21:17
მსოფლიო
რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს.
27 მაისი 2026, 21:12
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.


