Imedi /  11 მაისი 2019, 13:21 / სანდო წყარო

პოლიციამ გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

დაკავე ქვემო ქართლში

გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 45 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

USS Tripoli

29 მარტი 2026, 11:27

მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო ჩავიდა

შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა იუწყება, რომ ახლო აღმოსავლეთში 3 500 ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჩავიდა. სამხედროები რეგიონში სადესანტო გემით, USS Trippoli-თ გადასვეს, რომლის ბორტზე ასევე იმყოფება სატრანსპორტო და სამხედრო ავიაცია, ასევე სადესანტო ტექნიკა.

29 მარტი 2026, 11:20

პოლიტიკა

გიგა ბოკერია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში: ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი

ივანიშვილმა ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი- განაცხადა „ფედერალისტების“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „რადიო თავისუფლებასთან“ გადაცემაში „პარასკევის საუბრები პოლიტიკაზე“.

რეზა ფაჰლევი

29 მარტი 2026, 11:19

მსოფლიო

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი: ირანის ხალხს აქვს შანსი ამ ტერორისტულ რეჟიმს ბოლო მოუღოს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომაც, ახლა ჩვენ ვთხოვთ ამერიკას, შეინარჩუნოს აღებული კურსი

„პრეზიდენტი ტრამპი მართალი იყო, როცა თქვა: არ გვინდა ირანში ორ წელიწადში ერთხელ დაბრუნება. ეს კი აუცილებლად მოხდება, თუ ხელისუფლებაში რეჟიმის რომელიმე ფრაქცია მაინც დარჩება. ირანის ხალხს აქვს შანსი ამ ტერორისტულ რეჟიმს ბოლო მოუღოს. ის დასუსტებულია, მისი ტერორისტული ქსელი და მმართველობა კი განადგურებულია. მაგრამ ამისთვის აუცილებელია დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომაც, ახლა ჩვენ ვთხოვთ ამერიკას, შეინარჩუნოს აღებული კურსი“, - განაცხადა მან.

29 მარტი 2026, 11:06

მსოფლიო

რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში

დარტყმები განხორციელდა ერაყზეც. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კირკუკზე განხორციელებულ დარტყმას ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების, „ჰაშდ ალ-შააბის“ 3 მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა. თავდასხმის შემდეგ კვამლი ამოდიოდა ირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების შტაბბინიდანაც. ყოფილი პარამილიტარული კოალიცია, რომელიც ამჟამად ერაყის რეგულარული შეიარაღებული ძალების ნაწილია, თავდასხმაში შეერთებულ შთატებს და ისრაელს ადანაშაულებს.

29 მარტი 2026, 10:53

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

29 მარტი 2026, 10:36

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეები: 1981 წელს დაბადებული ს.კ. და 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

29 მარტი 2026, 10:34

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

29 მარტი 2026, 10:19

მსოფლიო

პარიზში Bank of America-ს შენობასთან ტერაქტი აღიკვეთა

პარიზში, Bank of America-ს შენობასთან ტერაქტი აღიკვეთა. პოლიციის პატრულმა შენიშნა და დანაშაულის ადგილზე დააკავა კაცი, რომელიც ამერიკული ბანკის განყოფილების შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას აპირებდა. საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 28 მარტის ღამეს მოხდა.

ანა პაულინა ლუნა

29 მარტი 2026, 09:34

მსოფლიო

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა ჯო უილსონს მიმართავს: ჯო, ალბათ უნდა შეწყვიტო უცხო ქვეყნის დროშის ტარება და ამერიკელივით მოიქცე

`ნებისმიერ შემთხვევაში, ჯო, ალბათ უნდა შეწყვიტო უცხო ქვეყნის დროშის ტარება სამკერდე ნიშნით და ამერიკელივით მოიქცე. დარწმუნებული ვარ, შენი ამომრჩეველი არ დააფასებს იმას, რასაც აკეთებ“, - წერს ანა პაულინა ლუნა.

29 მარტი 2026, 09:31

მსოფლიო

WP: პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება

გამოცემის წყაროების ცნობით, საუბარი არ არის სრულმასშტაბიან ომსა და ირანში შეჭრაზე. გეგმა სპეცრაზმისა და ქვეითი ნაწილების წერტილოვან იერიშებსა და რეიდებს ითვალისწინებს. პენტაგონში აღნიშნავენ, რომ ეს სცენარები თეთრ სახლში უკვე კვირებია მუშავდება. ასევე, ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი ამერიკელი სამხედროებისთვის უდიდეს რისკებთანაა დაკავშირებული, რაშიც იგულისხმება ირანული დრონები, რაკეტები, საპასუხო ცეცხლი და თვითნაკეთი ბომბები.

29 მარტი 2026, 09:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

29 მარტი 2026, 08:39

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის საწინააღმდეგო აქცია „არა მეფეებს“ გაიმართა

„ტრამპს ჩვენზე ტირანული მმართველობის დამყარება სურს. თუმცა ეს ამერიკაა და ძალაუფლება ხალხის ხელშია და არა მეფობაზე მეოცნებეებისა თუ მათი მილიარდერი ძმაკაცების“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

29 მარტი 2026, 08:19

საზოგადოება

მეუფე შიო დღეს სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს, შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

29 მარტი 2026, 08:11

სპორტი

დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში მოხვდნენ⛸️

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა სპორტულ ცეკვებში იასპარეზა. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა მსაჯებისგან 119,31 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 198,65 ქულით გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს.

29 მარტი 2026, 08:02

სპორტი

საქართველოს ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში ლიეტუვას დაუპირისპირდება⚽

ლიეტუვისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა 29 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

28 მარტი 2026, 23:43

პოლიტიკა

საქართველოს საელჩო აშშ-ის ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდით წარდგა

საქართველოს საელჩო აშშ-ს ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდით წარდგა.

რატი იონათამიშვილი

28 მარტი 2026, 22:29

პოლიტიკა

იონათამიშვილი: აშშ-ის პრეზიდენტი, ბრიტანეთის პრემიერი იძულებულები გახდნენ ისეთი მარტივი ჭეშმარიტება ეთქვათ, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. ხომ ვერ წარმოიდგენდა ვინმე ხუთი, თუნდაც, ათი წლის წინ, რომ ამაზე საუბარი საჭირო გახდებოდა

„აშშ-ის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი იძულებულები გახდნენ ისეთი მარტივი ჭეშმარიტება ეთქვათ, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. ხომ ვერ წარმოიდგენდა ვინმე ხუთი, თუნდა ათი წლის წინ, რომ ამაზე საუბარი საჭირო გახდებოდა“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

28 მარტი 2026, 22:18

რეგიონი

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა აქციას - „დედამიწის საათი“

„დედამიწის საათი" გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

28 მარტი 2026, 22:17

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

რატი იონათამიშვილი

28 მარტი 2026, 22:11

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმა პრევენციის მიმართულებით ეფექტური შედეგები გამოიღო

უკვე 2 წელია, რაც ეს კანონი [ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ] მივიღეთ და ის სტერეოტიპი, რომ ეს კანონი თითქოს ვინმეს დასჯაზეა, ვინმეს უფლების შეზღუდვაზეა ეს არის მტკნარი სიცრუე. ამ 2 წლის მანძილზე ერთ ადამიანს ვერ დამისახელებთ ვისი უფლებაც შელახულა, ვისაც გაუსაჩივრებია, მაგრამ პრევენციის მიმართულებით ამ კანონმა უკვე ეფექტური შედეგები გამოიღო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა. მისივე თქმით, პრობლემა საფრთხის შემცველი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა