Imedi /  22 მაისი 2019, 21:24 / სანდო წყარო

7 თვის ჩვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებს

შსს

შსს

არასრულწლოვნის ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის ოქტომბერში აცნობა, თუმცა ამ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

არასრულწოვანი დედის მიერ სავარაუდოდ 7 თვის შვილის სავარაუდო მკვლელობის შესახებ ახალ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

მისივე ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.

შედეგად უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას, ან სამსახურეობრივ გულგრილობას.

შსს-ს განცხადებით, ასეთის დადასტურების შემთხვევაში შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. 

ამ ეტაპზე კი, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.

„2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ.

პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იყო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ კი ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

07 მაისი 2026, 09:27

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ურანს აშშ-ს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი გამდიდრებულ ურანს ამერიკულ მხარეს გადასცემს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რადოსლავ სიკორსკი

07 მაისი 2026, 09:00

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვარშავა მზად არის ფიცოს მოსკოვისკენ საჰაერო გზა გაუხსნას, თუ სლოვაკეთი უკრაინის დახმარებას განბლოკავს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ოფიციალური ვარშავა მზად არის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თვითმფრინავს საჰაერო სივრცე გაუხსნას, რათა ის 9 მაისს მოსკოვში ჩავიდეს, თუ ოფიციალური ბრატისლავა უკრაინისთვის განკუთვნილ დახმარებას აღარ დაბლოკავს.

07 მაისი 2026, 08:53

ეკონომიკა

Forbs-ი და Newsweek-ი თბილისში დაგეგმილი მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსის, „The Tbilisi Downtown”-ის პირველ ესკიზს აქვეყნებენ

სტატიებში ნათქვამია, რომ პროექტის ღირებულება ორ მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპლექსი 6 შენობისგან შედგება, რომელთაგანაც ცენტრალურ ადგილს „ტრამპ თაუერ თბილისი“ იკავებს. როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, ტრამპის ცათამბჯენი საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება და თბილისში ახალი, ფართომასშტაბიანი განვითარების ცენტრს შექმნის.

07 მაისი 2026, 08:52

ეკონომიკა

თურქმენეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს დელეგაციას აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ქერიმბერდი კურბანოვი დახვდა.

შალვა პაპუაშვილი

07 მაისი 2026, 08:33

პოლიტიკა

საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს იხსნება

დაგეგმილია სიტყვით მიმართვა და ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ნატოს, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან. პლატფორმის მიზანია რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება და პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერება. საქართველოს პირველი კანონმდებელი ღონისძიებაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. სამიტი მონტენეგროში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

07 მაისი 2026, 08:29

სამართალი

ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ რეპორტაჟთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს, დღეს იგეგმება გურამ როგავას გამოკითხვაც

ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ იყო მომზადებული, პროკურატურაში გამოკითხეს. დღესვე იგეგმება ჟურნალისტ გურამ როგავას გამოკითხვაც.

გიორგი უძილაური

07 მაისი 2026, 08:24

სამართალი

ჯაშუშობისთვის დაკავებული გიორგი უძილაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

ადვოკატის განცხადებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებული დუმილს ირჩევს და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. უძილაურის უფლებადამცველი საქმის მასალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდა.

თამარ ტალიაშვილი
ილია თოფურია

07 მაისი 2026, 08:18

საზოგადოება

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას უმასპინძლეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას უმასპინძლეს. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნანა ხორავა

07 მაისი 2026, 08:00

სპორტი

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნანა ხორავა ატაცში ვიცე-ჩემპიონია

ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში ნანა ხორავამ 108კგ დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ემანუელ მაკრონი

07 მაისი 2026, 04:36

მსოფლიო

მაკრონი: ყველა მხარემ დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა მოხსნას ჰორმუზის სრუტის ბლოკადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირანელ კოლეგასთან, მასუდ პეზეშკიანთან მოლაპარაკებების შემდეგ, ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპი

07 მაისი 2026, 03:24

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ომი მალე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „სწრაფად დასრულდება“.

07 მაისი 2026, 03:00

მსოფლიო

The Guardian: ტერორიზმთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაში, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას ტერორიზმის „ინკუბატორი“ უწოდა და ამის მიზეზად მასობრივი მიგრაციით გამოწვეული პროცესები დაასახელა

ტერორიზმთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაში, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას ტერორიზმის „ინკუბატორი“ უწოდა და ამის მიზეზად მასობრივი მიგრაციით გამოწვეული პროცესები დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

07 მაისი 2026, 02:30

მსოფლიო

ტრამპი: ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი და არც ექნება - ისინი ამას დათანხმდნენ, სხვა საკითხებთან ერთად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ „არავითარი ვადები არ არსებობს“ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ელოდება თეირანისგან პასუხს ომის დასრულების შესახებ აშშ-ის წინადადებაზე.

07 მაისი 2026, 02:00

სპორტი

თეთრი სახლი: პრეზიდენტი ტრამპი ოვალურ კაბინეტში ალექს პერეირას, ილია თოფურიას, ჯასტინ გეიჯისა და სირილ განის შეხვდა

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტი ტრამპი სპორტული სამყაროს გამორჩეულ სახეებს შეხვდა. ივნისში დაგეგმილი ტურნირის - UFC Freedom 250-ის წინ, პრეზიდენტმა მებრძოლებს უმასპინძლა და მათთან ერთად მომავალი ორთაბრძოლები განიხილა.

07 მაისი 2026, 01:30

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნთან“ ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა

ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა, „პარი სენ-ჟერმენმა“, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში სტუმრად ფრედ ითამაშა გერმანულ „ბაიერნთან“ და ტურნირის ფინალში გავიდა.

მაკა ბოჭორიშვილი

07 მაისი 2026, 00:53

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება, იმისთვის რომ იყოს შეხვედრების და პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა

გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-სთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში რამდენიმე ვიზიტია დაგეგმილი, სადაც მხარეები მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

მაკა ბოჭორიშვილი

07 მაისი 2026, 00:31

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: აღარ გვინდა ვინმემ შეგვახსენოს ის წლები, რომელიც არცთუ ისე კარგად აისახა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იგივე გაიარონ და ამიტომაც ვუფრთხით მომეტებულ უცხოურ გავლენებს ჩვენს ქვეყანაში

ეს განცხადება, ჩვენთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი გამოიარა, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კითხვას, რომელიც ევროკაშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.

07 მაისი 2026, 00:25

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, კიდევ ერთი ვიზიტი აშშ-დან მაისის მეორე ნახევარში იგეგმება

ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, ხვალ და ზეგ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მისივე თქმით, კიდევ ერთი ვიზიტი აშშ-დან მაისის მეორე ნახევარში იგეგმება.

მაკა ბოჭორიშვილი

07 მაისი 2026, 00:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ვერ გახდა პოპულარული საქართველოში იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი იყო წაგებული

ეს ხელისუფლება ვერ ჩაანაცვლეს ვერც ბრიუსელში საარჩევნო კამპანიების წარმოებით, ვერც ვაშინგტონში, ვერც ვერსად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

07 მაისი 2026, 00:02

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი რეგიონის ქვეყნებს შორის კონკურენციის გაღვივების მცდელობაზე: ჩვენ არც საეჭვიანო გვაქვს რამე და არც სანერვიულო

ამ რეგიონში სამივე ქვეყანამ კარგად ვიცით ჩვენი როლი, ჩვენი ფასი, შესაბამისად თუ ვინმეს აზრად აქვს, რომ გააღვივოს არასაჭირო კონკურენცია, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მოკლებულია რეალურ შესაძლებლობებს, რომ ვინმე ამ მხრივ წარმატებას მიაღწიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მაკა ბოჭორიშვილმა ამ თემაზე საუბრისას გაიხსენა, რა უთხრა რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.