imedi /  05 ივნისი 2019, 09:33 / სანდო წყარო

როგორ გავიდა გამოძიება მიხეილ კალანდიაზე - შს მინისტრის მოადგილე საქმის დეტალებს აღწერს

მიხეილ კალანდია

მიხეილ კალანდია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის დეტალებზე ილაპარაკა და საზოგადოებას განუმარტა, თუ რა ნაბიჯები გაიარა გამოძიებამ ამ საქმეზე კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

"ქრონოლოგიურად მივყვეთ ამ საქმის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან და შემდგომ გამოყოფილი საქმის მიმდინარეობას. მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია მოხდა და ეს საზარელი მკვლელობა ჩაიდინეს, ბუნებრივია დაიწყო გამოძიება და შეიკრიბა გარკვეული მტკიცებულებები, რის შემდეგაც მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე. ამავდროულად, წარიმართა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა მიმართულებით. ჩატარდა ათეულობით თუ ასეულობით საგამოძიებო მოქმედება და საბოლოო ჯამში სასამართლოში წარიმართა საქმე იმდაგვარად, რომ ბრალდების მხარე ამ ორ ადამიანს ედავებოდა განზრახ მკვლელობის ჯგუფურად ჩადენას სარალიძესთან მიმართებით და ასევე ცალკე ბარბაქაძეს დადუნაშვილთან მიმართებით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და თქვა, რომ სარალიძესთან მიმართებით გიორგი ჯანაშიამ ჩაიდინა მკვლელობის მცდელობა, ყოველგვარი ჯგუფური მაკვალიფიცირებლის გარეშე, ხოლო ბარბაქაძე სარალიძესთან მიმართებით წარდგენილ ბრალდებაში საერთოდ გამართლდა და მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ლევან დადუნაშვილთან მიმართებით.

ანუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ის, რომ ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი ფაქტობრივად აღარ არსებობდა ამ მოცემულობაში, ვინაიდან ცალსახა იყო, რომ ეს დანაშაული ჩადენილი იყო ჯგუფურად, ბრალდების მხარემ ამ შემთხვევაში პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა აპელაციაში და თქვა, რომ ეს დანაშაული ჩადენილი იყო ჯგუფურად და პირველად წარდგენილი ბრალდებიდან გამომდინარე შეიტანა საჩივარი სააპელაციო სასამართლოში.

ამავდროულად, ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით გაჩნდა გარკვეული კითხვის ნიშნები და ასევე არსებობდა კითხვის ნიშნები, რომ მოწმეებზე ზემოქმედება ხდებოდა. შესაბამისად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოცხადებული ამ განაჩენის შემდეგ.

გარდაცვლილი ბავშვების თანასკოლელები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ახალი გამოძიების ფარგლებშიც, პირველ ეტაპზე გარკვეული ეჭვები პირადად მეც გამიჩნდა. თავიდან ბოლომდე ვიყავი ამ საქმეში ჩართული მეც და დავრწმუნდი, რომ თანასკოლელებმა, ვინც უშუალოდ იქ იმყოფებოდნენ, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ამავდროულად აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ერთ-ერთი თანასკოლელი რომელმაც თავდაპირველი გამოძიების ეტაპზე ჩვენება მისცა, თქვა, რომ დავინახე მიხეილ კალანდია როგორ ურტყამდა მუშტს დავით სარალიძეს - სასამართლოში დაკითხვისას ესეც აღარ დაადასტურა და თქვა, რომ ეს გარემოება არ დაუნახავს.

ეს ადამიანი ჩვენ ახალი გამოძიების ფარგლებში მივეცით პასუხისგებაში და დღეს უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი ცრუ ჩვენების მიცემისთვის. შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, რომ მივყვეთ - ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელეთ საგამოძიებო მოქმედებები, დავკითხეთ ყველა მოწმე ვინც პირველი საქმის გამოძიების ფარგლებში იყვნენ დაკითხული და  ჩავატარეთ ასობით საგამოძიებო მოქმედება, ათობით ფარული საგამოძიებო მოქმედება. ასევე დავკითხეთ ისეთი მოწმეები ვინც საერთოდ არ იყვნენ დაკითხული. ეს ცალსახად შემიძლია ვთქვა. რომ გამოძიების შეცდომა არ იყო, რომ ეს ადამიანები იყვნენ ირიბი მოწმეები, ვინც საერთოდ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან. იმიტომ, რომ იმ დროისთვის, იქ ბევრი მოზარდი იმყოფებოდა, ქუჩაზე გამვლელიც ბევრი იყო და ბუნებრივია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემცირებული, ანუ მოკლე ვადებიდან გამომდინარე, გამოძიება ყველა ადამიანს, ასობით და ათასობით ადამიანს ვერ დაკითხავდა.

გამოძიების პროცესში ჩვენ დავკითხეთ  გარკვეული მოწმეები, რომლისგანაც მივიღეთ გარკვეული ინფორმაცია  იმასთან დაკავშირებით, თუ  რა საუბრები შედგა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემთხვევის ადგილიდან, მას შემდეგ რაც ეს ფაქტი დასრულდა. ასევე, მოვიპოვეთ დამატებითი მტკიცებულებები მიხეილ  კალანდიასთან მიმართებით, თუ როგორ ახდენდა ის რკინის საგნის დემონსტრირებას და როგორ საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორ ურტყამდა ამ საგანს გარდაცვლილ სარალიძეს.

მანამ სანამ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, ეს საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდებოდა ინტენსიურად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები. სააპელაციო სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ გიორგი ჯანაშია არის მკვლელი. თქვა, რომ მან ჯგუფურად ჩაიდინა მკვლელობა და ამავდროულად, თქვა რომ ჯგუფის წევრი არ არის გუგა ბარბაქაძე. გუგა ბარბაქაძემ მოკლა ლევან დადუნაშვილი და ჯანაშიასთან ერთად ეს ადამიანი არ არის სარალიძის მკვლელი. ამავდროულად, ცალსახად გაჩნდა იურიდიული ჩარჩო, რომ გვყავდა ჯგუფის წევრი, კიდევ ერთი დამატებითი პიროვნება და ავტომატურ რეჟიმში ჩვენ გვქონდა დამატებითი მტკიცებულებები, მიხეილ კალანდიასთან მიმართებით შეგროვებული.

საგამოძიებო უწყების და პროკურატურის წარმომადგენლები შევჯერდით, რომ აუცილებელი იყო შეგვეტანა შუამდგომლობა სასამართლოში. ავიღეთ განჩინება და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. თქვენთვის ცნობილი იქნება, რომ გამოყოფილი საქმის ფარგლებში, მიხეილ კალანდია არ არის პირველი ბრალდებული. ჩვენ ამ გამოყოფილი საქმის ფარგლებში მიხეილ კალანდიას გარდა, კიდევ 3 პირი მივეცით პასუხისგებაში და სამივე პირის მიმართ დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი. მათ შორის, ერთ-ერთი არის ის ადამიანი, ვინც იყო დავით სარალიძის თანასკოლელი, რომელმაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია.

თუ გამოიკვეთება კონკრეტული პირების - არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის, რაიმე სახით, რაიმე ფორმით დანაშაულის ჩადენის ფაქტი და ჩვენ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, შევქმნით სამართლებრივ სტანდარტს დევნის დასაწყებად და ბრალდების წარსადგენად, რა თქმა უნდა ჩვენი რეაქცია იქნება ავტომატური და მყისიერი", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.

26 აგვისტო 2026, 17:57

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

26 აგვისტო 2026, 17:49

საზოგადოება

თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:35

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

26 აგვისტო 2026, 17:26

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს

როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“

​ვახტანგ ცინცაძე

26 აგვისტო 2026, 17:16

ეკონომიკა

​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

სერჟ სარგსიანი

26 აგვისტო 2026, 17:10

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:10

საზოგადოება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.

26 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.

26 აგვისტო 2026, 16:15

რეგიონი

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.

26 აგვისტო 2026, 16:07

სამართალი

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.

ვლადიმერ პუტინი

26 აგვისტო 2026, 15:52

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 15:25

რეგიონი

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.