აჭარაში 190 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. დაკავებულია 2 ადამიანი
ფოტო: არქივი
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1966 წელს დაბადებული დ.ხ. და 1980 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 190 აბი „სუბოქსინი“, ბუპრენორფინის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები და 10 გრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა სიახლე
09 ივლისი 2026, 08:06
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოს განვითარებას
საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ ქვეყნის განვითარებას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ეუთოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული დეკლარაციის კომენტირებისას.
09 ივლისი 2026, 08:04
პოლიტიკა
ბელგრადის დეკლარაცია მიღებულია - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კანდიდატი ქვეყნების ერთიანობა მნიშვნელოვანია
დეკლარაციის ხელმომწერები ევროპული მომავლის ერთგულებას ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ ინტეგრაციას კანდიდატებს შორის ერთობა სჭირდება. დეკლარაციით, კანდიდატი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ პრობლემებს ერთობლივად გაუმკლავდებიან და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.
09 ივლისი 2026, 08:00
ეკონომიკა
„კასპიიდან ევროპამდე - მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის“ - სტატიას ამ სათაურით აზერბაიჯანული გამოცემა აქვეყნებს
„კასპიიდან ევროპამდე - მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის“ - სტატიას ამ სათაურით, აზერბაიჯანული გამოცემა აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კასპიის ზღვა-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ოფიციალურად გადავიდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლის ეტაპიდან განვითარებისა და განხორციელების ფაზაში ოფიციალურად გადავიდა.
09 ივლისი 2026, 02:38
მსოფლიო
Bloomberg: ტრამპის მიერ გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების უფლებას მისცემს, არც ადვილი შესასრულებელი იქნება და არც სწრაფად მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ოთხშაბათს გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების უფლებას მისცემდა, არც ადვილი შესასრულებელი იქნება და არც სწრაფად მოხდება, - წერს სააგენტო Bloomberg-ი.
09 ივლისი 2026, 02:18
მსოფლიო
ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ის საპასუხო დარტყმები ბევრად უფრო მკაცრი იქნება, თუ ირანული ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმას გააგრძელებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ღამით ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ის საპასუხო დარტყმები ბევრად უფრო მკაცრი იქნება, თუ ირანული ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმას გააგრძელებენ.
09 ივლისი 2026, 00:39
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეზღუდონ მათი შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნან ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში
უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეზღუდონ მათი შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნან ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
09 ივლისი 2026, 00:29
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: მთელი პოლიტიკური კლასი არ უნდა ვიყოთ გადართული მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობის გაჯანსაღებაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ გადართული იმაზე, როგორ ავაწყოთ სავაჭრო ურთიერთობები უფრო მეტად ჩინეთთან, ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებთან, მეზობლებთან, - თურქეთთან, ირანთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან
„ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რომ მთელი პოლიტიკური კლასი არ უნდა ვიყოთ გადართული მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობის გაჯანსაღებაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ გადართული იმაზე, როგორ ავაწყოთ სავაჭრო ურთიერთობები უფრო მეტად ჩინეთთან, უფრო მეტად ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებთან, უფრო მეტად ჩვენს მეზობლებთან, თურქეთთან, ირანთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.
09 ივლისი 2026, 00:29
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: ფაქტობრივად, დიდი სამზადისი აქვთ. ვვარაუდობთ, რომ ეს სამზადისი უნდა იყოს შემოდგომით და შესაძლოა, დეკემბერში - უვიზო რეჟიმის განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით. ამზადებენ გარკვეულ საფუძველს იმისთვის, რომ იყოს სოციალური დაძაბულობა
ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაში ახალი იყო ის, რომ მათ გადალახეს გარკვეული წითელი ზღვარი და ეკლესიის წინააღმდეგ პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდნენ, რაც არ არის შემთხვევითი, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის შეფასებისას.
09 ივლისი 2026, 00:01
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია უნდა იყოს მრავალვექტორული
საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია უნდა იყოს მრავალვექტორული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა. მისივე თქმით, საქართველომ უნდა განსაზღვროს ისეთი სტრატეგიული მიზანი, რომელიც მიღწევადია.
09 ივლისი 2026, 00:01
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი ირანზე: თუ ისინი გემებს ესვრიან, ჩვენ გამანადგურებელ პასუხს გავცემთ მათ, ასე მარტივადაა და სწორედ ასე იმუშავებს ეს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებზე სროლას გააგრძელებს, აშშ მათ „გამანადგურებელ პასუხს გასცემს“.
09 ივლისი 2026, 00:00
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და არ გვაინტერესებს საარჩევნო წელია თუ არა საარჩევნო წელი. ჩვენ რაც გვაქვს შესასრულებელი, ამ ყველაფერს ვასრულებთ, ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას
„ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და არ გვაინტერესებს საარჩევნო წელია თუ არა საარჩევნო წელი. ჩვენ რაც გვაქვს შესასრულებელი, ამ ყველაფერს ვასრულებთ, ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
08 ივლისი 2026, 23:40
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „ლელოზე“: ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ვუსამძიმრებ მათ ამ მდგომარეობას
ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ვუსამძიმრებ მათ ამმძიმე მდგომარეობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ოპოზიცია აგონიაშია.
08 ივლისი 2026, 23:39
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ისინი არაფერს გულშემატკივრობენ რაც კი წარმატებასთან არის ასოცირებული, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ისინი ყველაფერს უყურებენ ელექტორალურ ჭრილში, რა თქმა უნდა, წარმატება ასოცირდება ხელისუფლებასთან და ეს ყველაფერი მათ შინაგანად ანგრევს
ისინი არაფერს გულშემატკივრობენ რაც კი წარმატებასთან არის ასოცირებული, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა რადიკალებთან დაკავშირებით.
08 ივლისი 2026, 23:39
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდი ჩვენსა და აშშ-ს შორის აბსოლუტურ თანხვედრას იდეოლოგიურ ნაწილში, ჩვენს შეფასებებში, იგივე ევრობიუროკრატების მიმართ. ამიტომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყება
ჩვენ კონტაქტი ყველასთან გვაქვს და მით უმეტეს ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც იდეოლოგიურ თანხვედრაში არიან ჩვენთან. ამ მხრივ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდი ჩვენსა და აშშ-ს შორის აბსოლუტურ თანხვედრას ღირებულებების, იდეოლოგიურ ნაწილში, ჩვენს შეფასებებში, იგივე ევრობიუროკრატების მიმართ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
08 ივლისი 2026, 23:38
მსოფლიო
რუბიო: დღეს პრეზიდენტმა კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, გააუქმოს სირიისთვის „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს“ სტატუსი
დღეს პრეზიდენტმა კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, გააუქმოს სირიისთვის „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს“ სტატუსი, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
08 ივლისი 2026, 23:29
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: პირდაპირ ვამბობთ, სულ რომ დღეს მიგვიღონ ევროკავშირში ყოველგვარი დათქმების გარეშე და გვითხრან, უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა საქართველოში, ეს არის წითელი ხაზი, გამორიცხულია!
პირდაპირ ვამბობთ, სულ რომ დღეს მიგვიღონ ევროკავშირში ყოველგვარი დათქმების გარეშე და გვითხრან, უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა საქართველოში, ეს არის წითელი ხაზი, გამორიცხულია! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
08 ივლისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: უცნაურია რატომ ხარჯავენ ფულს ჯო უილსონზე, ადამიანზე, რომელიც ვაჭრობდა ინაუგურაციაზე ბილეთებით, რომელიც ვაჭრობს სხვადასხვა დროშებით, ამ ადამიანს კიდევ ფულს უხდიან, რომ რეზოლუციის ტექსტები შეადგინოს
ჩემთვის უცნაურია რატომ ხარჯავენ ფულს ჯო უილსონზე, ადამიანზე, რომელიც ვაჭრობდა ინაუგურაციაზე ბილეთებით, რომელიც ვაჭრობს სხვადასხვა დროშებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. მისივე თქმით, საერთაშორისო რეზოლუციებს ქართულ საზოგადოებაში მღელვარება 5 წლის წინ შეჰქონდა, თუმცა ისინი დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის საინტერესო აღარ არის.
08 ივლისი 2026, 23:18
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოს განვითარებას
საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ ქვეყნის განვითარებას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ეუთოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული დეკლარაციის კომენტირებისას.
08 ივლისი 2026, 22:46
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: „ლელოს” წევრები საკუთარ თავს „ტოპ ტვინებს“ უწოდებენ და თავის გონებაში დაასკვნეს, რომ თურმე საქართველოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სტრატეგიული ობიექტი ააშენოს და, მით უმეტეს, თავად მართოს - სწორედ ეს არის მონური აზროვნება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ წარმომადგენლების მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სტრატეგიული ობიექტის საკუთრებისა და მართვის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის იდეა საქართველოს სუვერენიტეტისა და შესაძლებლობების მიმართ უნდობლობას გამოხატავს.
08 ივლისი 2026, 22:39
სამართალი
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 32 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 32 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


