გუბაზ სანიკიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას მოითხოვს
გუბაზ სანიკიძე
ფოტო: IMEDI
პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას მოითხოვს. პოლიტიკოსი შსს-ს უნდობლობას უცხადებს.
„არ გამოვრიცხავ არა მარტო პოლიტიკურ რეპრესიებს, არამედ ფიზიკურ განადგურებასაც“, - განუცხადა „ქრონიკას“ გუბაზ სანიკიძემ.
ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძეც. ჯერ უცნობია, როდის დაიბარებენ მას სასამართლოში გამოკითხვაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი გამოკითხვაზე გუშინ დაიბარა. უწყების ცნობით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამინისტროში გამოკითხვაზე 12 ივლისს არიან დაბარებულები.
შსს-ში გამოკითხვაზე დაბარება 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.
ყველა სიახლე
25 მაისი 2026, 00:53
კულტურა
თინათინ რუხაძე ლევილის მამულის რეაბილიტაციაზე: საბოლოო, დამამთავრებელი ეტაპის სამუშაოებზე ვართ - ყველა ეს სივრცე მოხმარდება იმას, რომ საქართველოს კულტურა და ქართული ისტორია, ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინოს აქ - შუაგულ ევროპაში
დღეს ჩვენ პრაქტიკულად, საბოლოო, დამამთავრებელი ეტაპის სამუშაოებზე ვართ. ვემზადებით მუზეოგრაფიის მოსაწყობად, ბიბლიოთეკის აღსაჭურვად, ოდის მოსაწყობად, საბოლოო კოსმეტიკური სამუშაოებია დარჩენილი. აქაურობა უნდა იყოს მოვლილი, დაფასებული და ცოცხალი, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ლევილის მამულის რეაბილიტაციის შესახებ „იმედის კვირასთან“.
25 მაისი 2026, 00:10
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია, ევროპამ შეცვალა საგარეო კურსი. ევროპული სტანდარტი ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს - სად ვართ, სად ვდგავართ
კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია - ევროპამ შეცვალა საგარეო კურსი. ევროპული სტანდარტი ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს - სად ვართ, სად ვდგავართ და მოუსმინეთ, რას ამბობს კაია კალასი ან კუბილიუსი საქართველოსთან დაკავშირებით - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
25 მაისი 2026, 00:09
საზოგადოება
გივი მიქანაძე კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და იყალთოში კოლეჯ „პრესტიჟის“ ძველ სასწავლო კორპუსს ეწვია, რომლის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
25 მაისი 2026, 00:01
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ევროპული სტანდარტი ჩვენთვის უცვლელი დარჩა, თავად ევროპა შეიცვალა. სტრუქტურული ცვლილების გარეშე ევროპული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არ შეიცვლება
ევროპული სტანდარტი ჩვენთვის უცვლელი დარჩა, თავად ევროპა შეიცვალა. სტრუქტურული ცვლილების გარეშე ევროპული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არ შეიცვლება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრისას.
24 მაისი 2026, 23:59
სპორტი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 15-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულა
ბულგარეთში 15 წლამდე მოჭიდავეებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ჩემპიონატზე ასპარეზობა ცხრა - ოთხი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს - მედლითა და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.
24 მაისი 2026, 23:56
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებები არ არიან პოზიტიურად განწყობილნი იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებიც მათ მიერ არ არიან არჩეული - უკმაყოფილება იზრდება და ეს უკვე არჩევნებიდანაც ჩანს. მათ შორის, ევროპარლამენტშიც უფრო ხშირად გაისმის საქართველოს სასარგებლო განცხადებები
შეტევის სამიზნედ მოლდოვა რჩება. მოლდოვამ ვერ უნდა გაბედოს ხელისუფლების შეცვლა, ხოლო საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებამ ვერ უნდა გაბედოს რაიმე წინააღმდეგობის გაწევა ექსტრემიზმისათვის, რომელსაც ახალისებენ და აფინანსებენ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევრობიუროკრატებზე საუბრისას.
24 მაისი 2026, 23:54
სპორტი
ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ფრანკფურტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა
ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ფრანკფურტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა.
24 მაისი 2026, 23:51
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დღეს განისაზღვრება არა იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომელსაც თუნდაც, სხვადასხვა კვლევა გვიჩვენებს, არამედ მათი ინტერესის შესაბამისად - დაამარცხონ, ან სერიოზული პრობლემები შეუქმნან რუსეთს საქართველოს მეშვეობით
როდესაც ევროკავშირი შეიქმნა, ეფუძნებოდა თანამშრომლობის პრინციპების განვითარებას, რომელიც შექმნიდა კეთილდღეობის რეალობას და ამ კეთილდღეობის სივრცეში ადამიანები იპოვიდნენ პირადი, ოჯახის თუ ქვეყნების განვითარების პერსპექტივას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევროპის კრიზისზე საუბრისას.
24 მაისი 2026, 23:48
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ამ სტუდიიდან უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლიდან მოყოლებული თავის ვალდებულებების საწინააღმდეგო ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს, საქართველო ყოველთვის იყო ევროპულ გზაზე
ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ამ სტუდიიდან უნდა ვუთხრათ, რომ არასდროს საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლიდან მოყოლებული თავის ვალდებულებების საწინააღმდეგო ნაბიჯი არ გადაუდგამს. საქართველო ყოველთვის იყო ევროპულ გზაზე და იმ ევროპული სტანდარტების დამცველი და შემსრულებელია, როგორც კვლევები გვიჩვენებს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კანონის უზენაესობის კუთხით ჩატარებულ საერთაშორისო კვლევაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც საქართველომ მონტენეგროსთან ერთად უზენაესი შეფასება მიიღო.
24 მაისი 2026, 23:40
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე: ევროპული ფასეულობები და სტანდარტი არ გულისხმობს ადამიანების ფიზიკურ დაზიანებას, როგორც ვიხილეთ კადრებში
კადრებში ჩანს, რომ ადამიანები, ვინც პროტესტს გამოხატავდნენ, არ იყვნენ აგრესიულები და არ მიმართავდნენ ისეთ ექსტრემისტულ პროცესებს, როგორც საქართველოში ვიხილეთ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
24 მაისი 2026, 22:58
პოლიტიკა
აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი აჰმად შაჰიდოვი: საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში საკვანძო სახელმწიფოები არიან. საქართველოს გარეშე, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, ეს სისტემა ვერ იმუშავებს
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო, სარკინიგზო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს შუა დერეფნის როლს და სამხრეთ კავკასიას გლობალური დაკავშირებადობის მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს - ქართველი ანალიტიკოსებთან ერთად ამაზე ღიად საუბრობენ აზერბაიჯანელი ექსპერტებიც.
24 მაისი 2026, 22:58
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც ერთი მხრივ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და მეორე მხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან
საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც ერთი მხრივ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და მეორე მხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
24 მაისი 2026, 22:25
პოლიტიკა
კონსტანტინე გამსახურდია: გავლენის აგენტები ცდილობენ საქართველოში შექმნან სამოქალაქო ომის სიტუაცია, დაპირისპირება, შექმნან ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებაში დიალოგი ვერ ხერხდება, ხდება მუდმივი პოლარიზაცია და რადიკალიზაცია
1918 წლის 26 მაისს ხორცი შეესხა ქართული საზოგადოების, ქართველი ერის საკრალურ ოცნებას, დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამის გარდა რეალური ბრძოლის და მუშაობის დაწყებას ჭეშმარიტი სუვერენიტეტის მისაღწევად. გადაიდგა ნაბიჯები ერის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრისას.
24 მაისი 2026, 22:23
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო განაგრძობს, იყოს დასაყრდენი სანდო პარტნიორი არა მარტო რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც და ბოლო პერიოდის განმავლობაში ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო გახდა
მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ბაქო-თბილისის ნავთობმილსადენთან დაკავშირებით. საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას.
24 მაისი 2026, 22:15
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმი, რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება
ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმის რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება, - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ სუვერენიტეტისთვის საქართველოს ბრძოლაზე საუბრისას.
24 მაისი 2026, 22:00
პოლიტიკა
პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა - ლევილის მამული, ადგილი, რომელიც მძაფრად ინახავს ემიგრანტების ტკივილს, სამშობლოს მონატრებასა და სიყვარულს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ლევილში, სამშობლოდან შორს, დევნილობაში, ქართველებმა შექმნეს „მიკრო საქართველო“ და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება შეძლეს. ლევილის ქართველთა მამული და შატო წლის ბოლოს ზუსტად იმ იერსახეს დაიბრუნებს, რომელსაც იმსახურებს ისტორიული ღირებულების გამო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, თითქმის დასრულებულია. პროექტის ფარგლებში სრულად აღდგა ისტორიული კომპლექსი, განახლდა სასახლე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ინფრასტრუქტურა.
24 მაისი 2026, 21:45
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია
რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია, ისე უნდა დაესაჯათ ხალხი, რომ მინიმუმ ათეული წლის განმავლობაში ადამიანებს თავში აზრადაც ვერ მოსვლოდათ, რომ კიდევ ერთხელ გამოსულიყვნენ საპროტესტო აქციაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე საუბრისას.
24 მაისი 2026, 21:40
მსოფლიო
ერთი სარტყელი და ერთი გზა - ბაქოსა და პეკინში განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსის ფონზე საქართველო საკუთარ გეოპოლიტიკურ როლს აძლიერებს და იმ ისტორიულ ფუნქციას იბრუნებს, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში ევროპასა და აზიას აკავშირებდა როგორც რეგიონული სატრანზიტო და ენერგეტიკული ჰაბის ცენტრალური რგოლი.
24 მაისი 2026, 21:22
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენაზე: არაერთი ევროპული ქვეყანა მსგავს ქმედებას უმკაცრესად, სისხლის სამართლის წესით სჯის, მათ შორის 2 და 3 წლამდე პატიმრობაც კი არის გათვალისწინებული - საქართველოში ეს არის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებული საკითხი
როდესაც ადამიანი თავის მოსაზრებას და აზრს აფიქსირებს, იგი არის პასუხისმგებელი საკუთარ სიტყვებზე. რაც შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებას, სახელმწიფო არის ვალდებული, დაიცვას მოქალაქის ღირსება, ეს წერია ჩვენს კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, აკრძალული ქმედება ძალიან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გაწერილია ჩვენს კანონმდებლობაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ სიძულვილის ენასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრისას.
24 მაისი 2026, 21:18
პოლიტიკა
საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - 26 მაისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თაობები იცვლებიან, მაგრამ ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. დამოუკიდებლობის მოპოვება რთული ისტორიული პროცესია, თუმცა მისი შენარჩუნება კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა.


