Imedi /  13 ივლისი 2019, 22:45 / სანდო წყარო

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავარიისას დაშავებულთაგან კიდევ ერთი გარდაიცვალა. წინას მსგავსად ისიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს. 

როგორც ირკვევა, დაღუპულია ცოლ-ქმარი. 

ექიმ ირინა დოლიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ 11 დაშავებული იმყოფება. 

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავარიისას ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. 12 იყო დაშავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მინივენის ტიპის სამი ავტომობილი შეეჯახა.

ყველა სიახლე

ზუგდიდი სპეცოპერაცია საქართველოს ბანკი

21 ოქტომბერი 2020, 16:24

სამართალი

ზუგდიდში, თავდამსხმელმა ორსული მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა თავდამსხმელმა ორსული მძევალი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედმა მას შენობის დატოვების უფლება მისცა.

ზუგდიდი სპეცოპერაცია საქართველოს ბანკი

21 ოქტომბერი 2020, 16:08

რეგიონი

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ თანამშრომელთან ითხოვს შეხვედრას

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელმა ბანკის ორსულ თანამშრომელს შენობიდან გასვლის უფლება მისცა, შემდეგ კი დამლაგებელი გაათავისუფლა, რომელიც შეუძლოდ გახდა.

21 ოქტომბერი 2020, 16:06

ეკონომიკა

უნგრეთში ღვინის დაყენების ქართული ათასწლოვანი ტრადიციული მეთოდის გამოყენება დაიწყეს

პიტერ ნადისა და მისი ოჯახი იყვნენ პიონერები, რომლებმაც უნგრეთში ღვინის დაყენების ქართული ათასწლოვანი ტრადიციული მეთოდის გამოყენება დაიწყეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა gazdasag წერს.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 15:47

სამართალი

გიორგი გახარია ჟურნალისტებს: მარტივ რჩევას მოგცემთ, მძიმე დანაშაულების სტატისტიკა აიღეთ, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში რა ხდება

არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ კრიმინალის სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაული, რომელიც 3-4 წლის წინ, როგორც დანაშაული, საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კრიმინალთან დაკავშირებით დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას განუცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 15:46

სამართალი

ირაკლი ჩიქოვანი: სამართალდამცველებს უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება, ახლა პოლიტიკური განცხადებების დრო არაა

„ახლა უმთავრესია, რომ სამართალდამცველებს მივცეთ საშუალება შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანა“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 15:44

რეგიონი

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელს 15-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელს 15-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი. თვითმხილველის თქმით, შენობაში 1 შეიარაღებული თავდამსხმელია, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე კლიენტები. შსს-მ ზუგდიდში ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ განცხადება გაავრცელა.

21 ოქტომბერი 2020, 15:41

რეგიონი

მალხაზ თორიას ინფორმაციით, ზუგდიდში რამდენიმე პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობის დატოვება შეძლო

„ბანკი არის 4-სართულიანი. შენობაში შეჭრილია 1 პირი, ხოლო რაც შეეხება გათავისუფლებას, იქ არის ისეთი სიტუაცია შემქნილი, რომ ზოგიერთი პირი სხვა გამოსასვლელით გამოვიდა“, - აღნიშნა თორიამ. მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას მედიას შინაგან საქმეთა სამინისტრო მიაწვდის.

შსს

21 ოქტომბერი 2020, 15:36

სამართალი

შსს ზუგდიდში ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 15:32

COVID19

პრემიერი: ინფიცირების ტემპის ზრდა გაგრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც, ჩვენი მთავარი ამოცანაა - ეს პროცესი ვმართოთ და ჩვენ ამას ვაკეთებთ

ინფიცირების ტემპი იზრდება. მსოფლიოში შემთხვევების რიცხვმა 41 მილიონს გადააჭარბა. ეს ზრდა გაგრძელდება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც. ჩვენი მთავარი ამოცანაა - ეს პროცესი ვმართოთ და ჩვენ ამას ვაკეთებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 15:22

რეგიონი

„საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი თავდასხმის დეტალებს ჰყვება

„ვემსახურებოდი ერთ-ერთ კლიენტს, შემოვიდა მძარცველი, რამდენჯერმე გაისროლა და დაიყვირა, რომ იყო ძარცვა და ითხოვდა ყველა იატაკლზე დავწოლილიყავით. მერე არ მახოვს როგორ აღმოვჩნდი გარეთ. როგორც ვიცი, ვინც ბანკში იყო, ასაკოვანი ხალხი მძარცველმა გამოუშვა“, - განაცხადა ბანკის თანამშრომელმა.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 15:20

პოლიტიკა

გიორგი გახარია ჟურნალისტს: კავშირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას არჩევნებთან არ აქვს, ამას აქვს კავშირი ქვეყნის აღმშენებლობასთან, პოზიტიურ დღის წესრიგთან, ქვეყნის მომავალზე ზრუნვასთან

რა თქმა უნდა, ამას აქვს კავშირი ქვეყნის აღმშენებლობასთან, პოზიტიურ დღის წესრიგთან, ქვეყნის მომავალზე ზრუნვასთან, რა თქმა უნდა კავშირი აქვს ამ ყველაფერს, არა უნივერსიტეტს, არამედ ქვეყნის მომავალზე ზრუნვას და აღმშენებლობას არჩევნებთან, აქვს პირდაპირი კავშირი, ესეც გასაგებია, მაგრამ თარიღებით როცა მანიპულირებთ, უნდა იცოდეთ, რომ 15 სექტემბერს იწყება ქვეყანაში საგანმანათლებლო პროცესი და კოვიდიც გლობალური გამოწვევაა, მარტო საქართველოს და ჩვენ არ მოგვიგონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნასა და არჩევნებს შორის კავშირს შეეხებოდა.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 15:16

რეგიონი

გიორგი გახარია ზუგდიდში სპეცოპერაციაზე: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტიანად და რაც მთავარია მშვიდობიანად

„ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში. დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტიანად და რაც მთავარია მშვიდობიანად“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 15:11

COVID19

გიორგი გახარია: თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩავიტარე ტესტი და საბედნიეროდ, უარყოფითი იყო

გახარიას კითხვით მიმართეს მის ტესტირებასთან დაკავსირებით. კერძოდ, გურიის რეგიონში, სადაც პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედია დაინტერესდა, ჩაიტარა თუ არა გიორგი გახარიამ ტესტირება ან იმყოფებოდა თუ არა იგი თვითიზოლაციაში.

21 ოქტომბერი 2020, 15:08

პოლიტიკა

გიორგი გახარია: სუპერმარკეტში ვიზიტი იქნება უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა

„დარწმუნებული ვარ იმ წესებით, რომელიც შემუშავებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ეპიდემიოლოგების მიერ, საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე სუპერმარკეტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 15:03

სპორტი

„ინდიანა პეისერსს“, სადაც გოგა ბითაძე გამოდის, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

„ინდიანა პეისერსს“, სადაც გოგა ბითაძე გამოდის, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე 45 წლის ნეიტ ბიორკგრენი დაინიშნა, რომელსაც აქამდე NBA-ში მხოლოდ ასისტენტად უმუშავია.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 14:59

საზოგადოება

პრემიერი: ეს არის საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი, რომელმაც სერიოზული პროგრესი უნდა აჩვენოს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ის ინოვაცია ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში, რომელმაც ფუნდამენტური როლი უნდა შეასრულოს. განსაკუთრებით, ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ ქუთაისის​საერთაშორისო უნივერსიტეტში ძირითადი აქცენტები გაკეთებულია ფუნდამენტურ მეცნიერებაზე, რაშიც ჩვენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში გარკვეული პრობლემა გვქონდა. ეს არის საერთაშორისო დონის, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების უნივერსიტეტი, რომელმაც სერიოზული პროგრესი უნდა აჩვენოს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 14:57

პოლიტიკა

პრემიერი: წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული და არასამართლიანი

წინა ხელისუფლების დროს სისტემურად საქართველოს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული და არასამართლიანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ვოლფგანგ ჰერმანი

21 ოქტომბერი 2020, 14:55

საზოგადოება

ვოლფგანგ ჰერმანი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს ადგილობრივი და საერთაშორისო ტალანტების გაერთიანებაში - ტალანტების განათლება საუკეთესო საქმეა, რომელიც ქვეყნისთვის კეთდება“, - ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა და პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 14:49

რეგიონი

ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, მიმდინარეობს სპეცოპერაცია

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, მათ მძევლები აიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატითა და ხელყუმბარით. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.

სალომე ზურაბიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 14:49

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა იყო, დღეს აქ იბადება ახალი საქართველო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც თავის დროზე, 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.