Imedi /  13 აგვისტო 2019, 15:53 / სანდო წყარო

ბიუჯეტისთვის ასი მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე დანაშაულებრივი სქემა გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტები გამოავლინა. 

უწყების ცნობით, დაწყებულია გამოძიება 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ და გახსნილი და მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა.  

უწყებამ გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 000 000 ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან არის აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.

უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ასეულობით საგამოძიებო მოქმედების, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვით, ამოღებით, ჩხრეკით, ფარული საგამოძიებო მოქმედებით და სხვა ღონისძიებების შედეგად, მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 53 პირის მიმართ, მათ შორის დღეის მდგომარეობით პატიმრობაში იმყოფება 38 პირი. პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი კომპანიების ფაქტობრივი მმართველი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში.

დღგ-ს დაბრუნების სისტემაში სახელმწიფოს აქვს კონტროლის ქმედითი მექანიზმი. სწორედ ამ მექანიზმისთვის თავის არიდების მიზნით, შემუშავდა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შექმნილ ყალბ აქტივებს იყენებდნენ მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, გამოყენებული აქტივის ოდენობა ათეულობით მილიონი ლარია“. 

სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღდა ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონება და საბანკო ანგარიშები.

ამოღებულია მილიონ ლარზე მეტი ნაღდი ფული და დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობები. საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება ამ და სხვა დანაშაულებრივ სქემებში მონაწილე შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენა-მხილების მიზნით.

პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში შესაძლო მონაწილე საჯარო მოხელეთა გამოვლენის მიზნით.

ანტიკორუფციული სამსახური ასევე სწავლობს, საჯარო მოხელეები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულებრივ სქემაში, თუ მათი დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად გახდა შესაძლებელი მისი ჩადენა.

ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური და კომპიუტერული ექსპერტიზები, რომელთა შედეგების მიხედვით შესაძლებელი იქნება მსჯელობა კონკრეტულ საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობის შესახებ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2, 218-ე მუხლის მე-2 და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2026, 13:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი - ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს, - დანაშაულებრივი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს ქვეყნის მმართველობის თუნდაც თეორიული პრეტენდენტი, უცხო ქვეყნის ძალებმა, აგენტურამ ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაანაცვლოს

„ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი. ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს. ამის საწინააღმდეგო, ნორმალურად მოფიქრალ ადამიანს არაფერი უნდა ჰქონდეს, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

17 ივლისი 2026, 13:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები

ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

ცოტნე ანანიძე

17 ივლისი 2026, 13:43

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: აზიასთან თანამშრომლობის კრიტიკით ოპოზიცია არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს ეკონომიკასა და პოლიტიკას აზიანებს

აზიასთან თანამშრომლობის კრიტიკით ოპოზიცია არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს ეკონომიკასა და პოლიტიკას აზიანებს, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2026, 13:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: აშშ-ის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში, ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ?

ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მინიშნებაც კი არ უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც აშკარად გამოხატავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაც პოლიტიკურ ტერორს ახორციელებდა საქართველოში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2026, 13:29

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს, მისი წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ, გაყიდონ

ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს. მისი წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ, გაყიდონ, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

კახა კალაძე

17 ივლისი 2026, 13:27

პოლიტიკა

კახა კალაძე გვარამიას განცხადებაზე: ომის და მეორე ფრონტის გახსნის მსურველები დღესაც გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ომის და მეორე ფრონტის გახსნის მსურველები დღესაც საჯაროდ გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ მან დაკარგა ტერიტორიები, გარდაცვლილია უამრავი ადამიანი და განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

დავით რუსია

17 ივლისი 2026, 13:25

ეკონომიკა

დავით რუსია: სებ-ის ახალი პლატფორმა სასარგებლოა როგორც საბანკო დაწესებულებებისთვის, ასევე მათი კლიენტებისთვის

„ინფორმაციის ასიმეტრიულობა, რაც მომხმარებლებისთვის ყველა ბანკში არსებულ განაკვეთებზე ინფორმაციის ფლობას ნიშნავს, გააადვილებს არჩევანს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მისცემს შესაძლებლობას ბანკთან მეტი მოლაპარაკების ბუფერი შეიძინონ და მოითხოვონ უკეთესი პირობები. თავის მხრივ კი საბანკო დაწესებულები შეძლებენ პორტალზე ინფორმაციის გადამოწმებას და თავიანთი კლიენტების უკეთესად დაკმაყოფილებას“, - აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ, საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმის შეფასებისას.

17 ივლისი 2026, 13:24

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 22 ფაქტი გამოავლინა

მასშტაბურად ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთდროულად ჩატარდა ჩხრეკა 22 ლოკაციაზე, რა დროსაც ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და ვალუტის კონვერტაციისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი. ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება.

კახა კალაძე

17 ივლისი 2026, 13:17

პოლიტიკა

კახა კალაძე: პოლიტიკური ტერორიზმის ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ

„იმისთვის რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა არის პოლიტიკური ტერორიზმი, ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას განუცხადა და ამით გამოეხმაურა პოლიტიკური ტერორიზმის გააქტიურების საკითხზე აშშ-ში გამართულ მინისტერიალზე წამოჭრილ საკითხებს.

კახა კალაძე

17 ივლისი 2026, 13:16

პოლიტიკა

კახა კალაძე: ე.წ. რიყის დოქებს სხვაგან გადაიტანენ თუ რა სახის პროექტი განხორციელდება, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის

თბილისის მერიამ გასცა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა, ხოლო კერძო მესაკუთრე რა სახის ბიზნესსაქმიანობას აწარმოებს, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ე.წ. რიყის დოქების დამპროექტებლის, იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის ინტერვიუს საპასუხოდ.

17 ივლისი 2026, 13:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე რიყის დოქებზე: ამ შენობაში შიგნით რომ შეხვიდე და გადარჩენის საშუალება მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე თავად ეს შენობა, შენობის მეპატრონეები მზად არიან, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მოუნდება მისი აწყობა

ამ შენობაში შიგნით რომ შეხვიდე და გადარჩენის საშუალება რომ მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე თავად ეს შენობა, ყველა, ვინც კი ოდნავ შეხებაში იყო ამ შენობასთან, ამბობდა, რომ ჯერ ერთი, უხარისხოდ არის ნაშენები, მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალზე გათვლილი და მერე მეორე, შეუძლებელი იყო მასში რაიმეს განთავსება, ან სჭირდებოდა ორი იმდენის დახარჯვა, რომ გაგრილების სისტემა ნორმალურ კონდიციამდე მიეყვანათ, - განაცხადა საელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ რიყის დოქებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

17 ივლისი 2026, 13:11

საზოგადოება

დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

„დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონში კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი დავასრულეთ. ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო ძალიან კარგი პარკი. დაირგო ხე-მცენარეები, დამონტაჟდა ბავშვებისთვის შესაბამისი ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ცალკე გამოიყო დამოუკიდებელი სივრცე ძაღლებისთვის, რათა პარკში მყოფ მოქალაქეებს არ შეექმნათ დისკომფორტი. ძალიან სასიამოვნო გარენო შეიქმნა. ირგვლივ ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და, პირველ რიგში, აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ სივრცე, სადაც შეძლებენ დასვენებას, განტვირთვას, ვარჯიშს. ჩვენ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ, რადგან მწვანე სივრცეები, რეკრეაციული არეალები ჩვენს ქალაქს ძალიან უხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2026, 13:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს - რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა

შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს - რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

17 ივლისი 2026, 12:58

მსოფლიო

მედია: საბერძნეთი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების გადაცემის მოთხოვნით ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი განხილული წინადადება ითვალისწინებს საბერძნეთის მიერ რაკეტების ნორვეგიისთვის მიყიდვას, რომელიც შემდეგ მათ უკრაინას მიაწვდის. ამასთან, როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ათენს არ გამოუხატავს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ამაზე დადებითად რეაგირებას გეგმავს.

17 ივლისი 2026, 12:54

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

17 ივლისი 2026, 12:50

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2026, 12:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან

ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2026, 12:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს, ევროპული ღირებულებები არის სხვაგან, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები - სხვაგან და არაფერი დღეს ევროპის მიმართ დამოკიდებულებას ისე არ აზიანებს, როგორც ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები

ევროპა და ევროპული ევროკრატია არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ უკვე ქართველი ხალხისთვის, რომელმაც კარგად გაიაზრა, რასთან გვაქვს საქმე მიმდინარე პერიოდში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

17 ივლისი 2026, 12:41

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებებით ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2026, 12:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის, საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში, ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება

საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებუl როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში, ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.