Imedi /  21 აგვისტო 2019, 15:28 / სანდო წყარო

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ბრალი წარუდგინეს

ლაურა ღაჭავა

ლაურა ღაჭავა

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ბრალი წარუდგინეს. მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა. მანამდე კი მედიასთან განაცხადა, რომ ბრალის წარდგენის შესახებ დეტალურად ვერ ისაუბრებს, რადგან მასალა დისკებზე ჩაწერილი გადასცეს და ჯერ არ უნახავს.

„ჯერ უნდა გავეცნო მასალას და დამატებით დეტალებზე შემდეგ ვისაუბრებ“, - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.  

მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენებას ედავება. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილის ინფორმაციით, ლაურა ღაჭავამ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულირების გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც, შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები.

ლაურა ღაჭავას მიერ, გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

პარალელურად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზია "მთავარი არხი" ლაურა ღაჭავას საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ შენობაში უნდა განთავსებულიყო.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელი ნიკა გვარამიასთან ცდილობდა დაეზუსტებინა რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია რეალობას. გვარამია ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ამ თემაზე მხოლოდ ლაურა ღაჭავას განმარტებების შემდეგ ისაუბრებს. „ჯერ ქალბატონმა ლაურამ ისაუბროს ამაზე და მერე გავაკეთებ მე კომენტარს“, - ამბობს გვარამია. 

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა უარყოფს, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიისთვის ფართი მიჰყიდა.

ყველა სიახლე

ალექსანდრ სტუბი

27 მარტი 2026, 17:05

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: ირანში მიმდინარე ომი უკრაინას სასიცოცხლო ჟანგბადს აცლის

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთელი ყურადღება ახლა ირანს ეთმობა.

27 მარტი 2026, 16:49

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა

„ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში კრისტოფ შპეტთან შეხვედრაზე განხილვის ძირითადი საკითხი იყო ოკუპირებული რეგიონები. ვისაუბრეთ 18-19 მარტს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდზე და კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას ქართული მხარისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

27 მარტი 2026, 16:44

საზოგადოება

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯს „აისი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯს „აისი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს პროფესიული განათლებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების პროცესში.

გიორგი მიშელაძე

27 მარტი 2026, 16:34

საზოგადოება

გიორგი მიშელაძე: მიმდინარე წელს მიწის ფონდის შესახებ მონაცემები ოთხ რეგიონში განახლდება

საქართველოს მიწის რესურსების შესახებ ერთიანი ბაზის მონაცემები მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის ფაქტობრივი გამოყენებისა და მიწის საფარის ინფორმაციას, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯო ბაიდენი

27 მარტი 2026, 15:50

მსოფლიო

აშშ-ში გამოძიებას ითხოვენ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა ფარულ გეგმაზე მუშაობდა, რომ ამერიკის 2024 წლის არჩევნებში ბაიდენის საარჩევნო კამპანია ასობით მილიონი დოლარით დაეფინანსებინა

ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობა USAID-ის დახმარებით, ფარულ გეგმაზე მუშაობდა, რომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანია ასობით მილიონი დოლარით დაეფინანსებინა, ამერიკელი კანონმდებლები გამოეხმაურნენ.

27 მარტი 2026, 15:48

საზოგადოება

თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან დასაქმების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და თბილისის საკრებულოსთან არსებულ ეთნიკური უმცირესობის საკოორდინაციო საბჭოს შორის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

27 მარტი 2026, 15:45

სპორტი

პარლამენტის სპორტის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით

პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის შესაბამისად, სპორტის კომიტეტში სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მიზნებსა და საქმიანობის მიმართულებებზე კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ ისაუბრა.

27 მარტი 2026, 15:32

საზოგადოება

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.

27 მარტი 2026, 15:31

საზოგადოება

საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა 20-წლიანი წყვეტის შემდეგ შეიქმნა

საქართველოს მიწის ფონდის შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სისტემატიზაცია 20-წლიანი ინტერვალის შემდეგ შესაძლებელი გახდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ძალისხმევით. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

27 მარტი 2026, 15:29

საზოგადოება

ეკა კუპატაძე: წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი! დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის. ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა თამაშია

წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი! დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის, - წერს სოციალურ ქსელში მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.

ვიქტორ ორბანი

27 მარტი 2026, 15:26

მსოფლიო

ორბანი ლატვიის პრემიერს ურჩევს მასზე თავდასხმის ნაცვლად, ზელენსკის მოსთხოვოს უნგრეთისთვის დაწესებული ნავთობის ბლოკადა მოხსნას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უსამართლო უწოდა ლატვიის პრემიერის, ევიკა სილინიას განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სესხის ბუდაპეშტის მხრიდან დაბლოკვა შანტაჟად შეაფასა და უნგრეთს ევროკავშირის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა.

27 მარტი 2026, 15:24

მსოფლიო

ცნობილი პირების წინააღმდეგ თურქეთში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჰანდე ერჩელმა სასამართლოს ჩვენება მისცა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტში თმისა და სისხლის ნიმუშები ჩააბარა

სტამბოლის გენერალური პროკურატურის მიერ ცნობილი პირების მიმართ წარმოებული „ნარკოტიკების“ გამოძიების ფარგლებში მსახიობი ჰანდე ერჩელი სასამართლოში ჩვენების მისაცემად მივიდა. ინფორმაციას თურქული გამოცემა evrensel ავრცელებს.

გიორგი გაბუნია

27 მარტი 2026, 15:18

სამართალი

გიორგი გაბუნია 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე: ეს იყო კარგად ორგანიზებული, გარედან კარგად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, უბინძურესი აქტი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა აქციაზე ხალხის მისაყვანად ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი ეგონა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.

27 მარტი 2026, 15:17

რეგიონი

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა შავღელეს სადრენაჟო სისტემის მოდერნიზაციის პროექტი წარადგინა

პროექტის განხორციელების შედეგად, 700 ჰექტარ სახნავ-სათესი მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დრენაჟის სერვისები, რაც დადებითად აისახება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე.

27 მარტი 2026, 15:14

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების პროცესს ეხება.

27 მარტი 2026, 15:13

საზოგადოება

რევაზ სოხაძე თბილისის №209 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თბილისის №209 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ დეტალურად გააცნო ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებული მიმდინარე მდგომარეობა და დაგეგმილი ნაბიჯები. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

27 მარტი 2026, 15:12

რეგიონი

ოზურგეთში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები ქალაქ ოზურგეთში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

თენგიზ შარმანაშვილი

27 მარტი 2026, 15:10

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე: ამდენი წელია პოლიტიკოსია. კარგად იცოდა, ეს 5 კაციანი ორგანო აცხადებდა, რომ ხელისუფლება უნდა გადმოიბარონ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მანჯგალაძის განცხადებას ეხმაურება.

თენგიზ შარმანაშვილი

27 მარტი 2026, 15:04

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ელენე ხოშტარიას პატიმრობის პერიოდში სხვადასხვა შუამდგომლობა იყო, თუმცა უამრავი წერილით ის ამბობდა, ნუ ერევით ჩემს საქმეში, თქვენი დახმარება არ მჭირდებაო

ელენე ხოშტარიას საქმეზე მოსამართლემ ყველა ის გარემოება ჩამოთვალა, რომელიც მას არასაპატიმრო სასჯელის გამოტანის საშუალებას არ აძლევდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი

27 მარტი 2026, 15:02

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სახელმწიფო ამბობს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არ ჩაერევა და ასე უნდა გააკეთონ სხვებმაც, სინოდი საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა იმისთვის, რომ არავის დაექვემდებაროს

საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისთვის სახელის გატეხას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.